შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ისე უბრალოდ...


13-05-2016, 22:54
ავტორი lilearchvadze:)
ნანახია 1 645

მოკლედ მართლა ძალიან ცუდია როცა ლაპარაკი გინდა და არ იცი რა ილაპარაკო, არ იცი ვის ელაპარაკო... ძლივს სიტყვებს პოულობ სათქმელად და მაინც ვერ გადმოსცემ მთავარ იდეას რის გამოც წერ... ზუსტად ახლა ვარ მე ასეთ მდგომარეობაში... მინდა მოგიყვეთ ზუსტად ამ წუთას, ამ წამს რას ვგრძნობ... ისე ვწერ, უბრალოდ... უმეტესობამ შეიძლება ვერც გამიგოს და არც გამიკვირდება... ეს ის მომენტია როცა ყველაფერზე მეტად გინდა თვალები დახუჭო, გაითიშო, გაქრე სახლიდან, ქვეყნიდან, გაქრე სამყაროდან... მაგრამ არ მოკვდე, უბრალოდ გაქრე... აორთქლდე... ისედაც ბევრს არ აინტერესებს შენი არსებობა და გინდა ვისაც აინტერესებს იმასაც დაავიწყდე, ყველაზე მეტად გინდა დაიკარგო ამ სამყაროში მარტო, მაგრამ ამავდროულად ძალიან გინდა რომ გიპოვოს ვინმემ, ისეთმა ვინც გაგიგებს, ვისაც დაელაპარაკები... ჯერ ვამოწმებდი ტელეფონის კონტაქტებს, შემდეგ Facebook_ის სასაუბროს და ვერავინ ვნახე ისეთი ვისაც მივწერ, გულს გადავუშლი... ხანდახან მინდა ვინმე ჩემზე ბევრად უფროსს მოვუყვე ჩემი ცხოვრება და მან მიმაღებინოს ყველანაირი გადაწყვეტილება...ხანდახან რომ შევხედავ სრულიად უცხო ადამიანს, მინდა მივიდე მასთან და გაუცნობლად მოვუყვე ყველაფერი... ხანდახან მინდა უაზროდ ვიქნიო ხელები ფეხები, მინდა იატაკზე ვიწვე გაუნძრევლად და მისი ცივი ზედაპირი მაგრილებდეს... ხან მინდა საბანში მაგრად გავეხვიო რომ სიცივემ ვერ მიპოვოს... რთული მომენტია როცა ზიხარ სიბნელეში, ეწევი, ყოველ ნაპასს შენს სევდას აყოლებ და თითქოს შენს ორგანიზმში შემოშვებულ შხმას შემდეგ გარეთ უშვებ... იცი რომ ფილტვებს იზიანებ და მაინც ვერ ანებებ თავს და სიგარეტის კვამლით იხეთქავ ფილტვებს... ასეთივე არაა სიყვარული? შხამი, ტკვილი, სევდა და წამიერი ბედნიერება მხოლოდ ესაა სიყვარული...იცი რომ გაგიხეთქავს გულს და არა მარტო მას, იცი თუ დიდხანს გააჩრებ ორგანიზმში მთელს სხეულს მოედება და დასნეულდები, მოიწამლები... მაგრამ როცა უკვე სიმწარეში და ტკვილიში გადაგეზრდება ორგანიზმიდან გამოდევნი( აი ისე სიგარეტის კვამლს რომ ვუშვებთ ცხვირიდან ან პირიდან) მაგრამ უკვე გვიანია... ის თავის შხამს შიგნით მაინც ტოვებს.
ყავა, რძით, სამნახევარი კოვზი შაქრით და საშუალო ხმაზე გაჟღერებული ნელი მელოდიით... სრული ნეტარება... თან სიბნელე, ჩემი ახლო მეგობარი.. სიბნელეში მგონია, რომ ყველაფერს გავურბივარ, მგონია რომ სიბნელეში სხვანაირი ვარ, სიბნელეში სხვა მე ვხდები... სიბნელეში ყველაფერს აზრი ეკარგება და როგორც ჩემი მეგობარი ყოველთვის გაიძახის „სულ ცალ ეხზე ყველაფერი“ მაგრამ სინათლეში ასე არაა... სინათლეში ვერაფერს გავურბივარ, მით უფრო ჩემს თავს... ხშირად მსმენია დაცვა მჭირდება საკუთარი თავისგანო... ვერ ვწვდებოდი ამ სიტყვების შენაარსს მანამ სანამ პირვეალდ არ მივაყენე ჩმს თავს ზიანი, მანამ სანამ პირველად არ შემიყვარდა, მანამ სანამ პირველად ვიგრძნობდი ზიზღს, იმედგაცრუებას და სიძულვილნარევცალმხრივ სიყვარულს... მანამ მეგონა რომ ვიცავდი ჩმს თავს საკუთარი თავისგან სანამ პირველად არ მოხვდა ჩემს ორგანიზმში ალკოჰოლი, მანამ სანამ პირველად არ ჩავისუნთქე სიგარეტის მომწამვლელი სუნი, მანამ სანამ პირველად არ ჩამოგორდა ჩემს ლოყაზე ცრემლი ბიჭის მიზეზით და მანამ სანამ სასოწარკვეთილმა პირველად არ გავისვი ბასრი ზედაპირის მქონე საგანი ფეხზე (ვიცოდი ხელზე დედა მიპოვნიდა და ნამდვილად არ მინდოდა მისი განერვიულება.)...და სწორედ ამ ყოველივეს შემდეგ გავხდი მე საკუთარი თავის ყველაზე დიდი მტერი და სწორედ აი ეს მტანჯავს... რომ ვერავის ვენდობი, ვერც ჩემს თავს... აღარვაინაა ისეთი ვისაც ვენდობი...
მწვანე ჩაი ოთხი კოვზი შაქრით, ისევ მუსიკა, ისევ სიბნელე... მეტი განსხვავება არაფერი... თითქოს მსიამოვნებს ენასა და ყელზე რომ ცხელი სითხე მხვდება, ხანდახან იმდენად ცხელს ვსვამ რომ ენაზე მგრძნობელობა მეკარგება მაგრამ ესეც დროებითია, ერთი ან ორი საათის შემდეგ უარესად მეწვის ხოლმე... საჭმელზე რომ გული აგიცრუვდება ადამიანს (მითუმეტეს მე, კუჭის, მუცლის მონას) აი მაშინ ხვდები რო ძააააააააალიაააააან ცუდადაა საქმე... როცა სახლში ზიხარ და კედელს მიშტერებიხარ იმ იმედით ვინმე მოგწერს ან დაგირეკავს, ან დაგიძახებს წამოდი ეზოში გავიაროთო... როგორ მენატრება ძველი დრო... აივანთან რომ დადგებოდნენ ხოლმე მეგობრები და რომ მეძახდენენ... ღმერთო როგორ მენატრებიან... შეიძლება ასე? შიძლება ადამიანს იმედი მისცე რომ სულ მის გვერდით იქნები და როც აყველაზე მეტად გჭირდება მაშინ მიატოვო? არ შეიძლება... ასე მე არავის ვექცევი და სანაცვლოდ რას ვიღებ? ტკივილს. იმედგაცრუებას. სიზულვილს. ზიზღს. ძააააალიააააან ცუდი მომენტია როცა აცნობიერებ იმ ადამიანის მიმართ ზიზღს რომელიც სიგიჟემდე გიყვარდა/გიყვარს... არ აქვს მნიშვნელობა ეს დაქალი იყო, ძმაკაცი თუ შეყვარებული.. მთავარია გიყვარდა.... და ყველაზე საშინელი იცით რა არის? ის რომ მე არ ვლაპარაკობ მათთან და არ ვეუბნები რომ მენატრებიან... იქნებ რომ ვუთხრა რას წარმოადგენდნენ და რას წარმოადგენენ ჩემს ცხოვრებაში დაბრუნდნენ? რომ ვუთხრა რომ მათი დახმარება მჭირდება იქნებ ისევ გვერდით დამიდგნენ? იქნებ დაივიწყონ ჩმი ან მათი შეცდომები, დაივიწყონ ძმები ან შეყვარებულები რომ ეუბნებიან მაგასთან არ იაროვო და მაინც მოვიდნენ ჩემთან? ნუთუ ძალიან ბევრს ვითხოვ? ალბათ კი, რადგან მე ვითხოვ სამყაროში, საზოგადოებაში ადგილს რომელიც არ მაქვს, მე ვითხოვ ხალხისგან სითბოს, სიყვარულს რომელსაც ალბათ არ ვიმსახურებ და ყველაზე მეტად ვითხოვ ადამიანს, ერთიც საკმარისია, რომელიც გამიგებს და მეტყვის „ მაგარ შარში ხარ, მაგრამ მე შენთან ვარ და ფეხებზე დაიკიდე დალშე ყველაფერი“... მინდა ადამიანი ვინც გამიძღვება წინ, მინდა ადამიანი ვინც გამინათებს სიბნელეს და არ დამტოვებს ჩმს მტერთან (საკუთარ თავთან) მარტოს, მინდა ადამიანი რომელიც არყის ჭიქას ხელიდან ამაცლის და გადამისხამს, რომელიც ანთებულ სიგარეტს ჩამიქრობს, კრიშაზე ასასვლელად გამზადებულს ლიფტთან რომ დამხვდება და არ ამიშვებს, მჭირდება ადამიანი ვინც ამ საზოგადოებაში/სამყაროში ჩემთვის განკუთვნილ ადგილს მაპოვნინებს, თუ არ არის ჩემთვის განკუთვნილი ადგილი მაშინ დამეხმარება რომ დავიმკვიდრო ეს ადგილი, მჭირდება ოს ვინც მეტყვის რომ სიზარმაცე ცუდია, ან ამდენი ყავა არ შეიძლება, ან მოდი აქ მე დამელაპარაკე ამედნს ნუ წერ და ა.შ... მოკლედ ვითხოვ ადამიანს რომელიც გამიგებს!და მე ამ ადამიანს მთელი ცხოვრება, მთელი უსასრულობა დაველოდები, To the moon and back <3!

-----------------------

ნუ მოკლედ ესეც ჩემი პატარა ჩანაწერი... მოთხრობებს აღარასდროს აღარ დავწერ იმიტომ რომ რადგან ისტორია სხვის მიერ ისტორიას გავს(თურმე) ანუ ვიპარავ... მოკლედ ჩემო ტკბილებო მადლობა ვინც აქამდე მომყევით... ასეთ ჩანაწერებს გაგიკეთებთ ხოლმე... მგონი ცოტა ზედმეტად სევდიანია :/ მაგრამ რაც მთავარია სიმართლეა...



№1  offline წევრი isterichka123

ნუ ვიცი ახლა რაცაც გრძნობ ეს გრძნობა მეცმაქვს გამოცდილი ისეირნე იმარე მარტო და ეცადე რო პოზიტივით აივსო ეს გრძნობა მალე გაგივლის ჩემირჩევა აესიქნება

 


№2  offline წევრი lilearchvadze:)

isterichka123
ნუ ვიცი ახლა რაცაც გრძნობ ეს გრძნობა მეცმაქვს გამოცდილი ისეირნე იმარე მარტო და ეცადე რო პოზიტივით აივსო ეს გრძნობა მალე გაგივლის ჩემირჩევა აესიქნება

მადლობა <3 გავითვალისწინებ აუცილებლად

 


ყველაზე მწარე იმედგაცრუება... წარსულის ადამიანები <3 ისე დაფიქრდი რა გჭირდება ბედნიერებისთვის და ეცადე ბედნიერი ხშირად იყო

 


№4  offline წევრი lilearchvadze:)

დედამიწის მდგმური
ყველაზე მწარე იმედგაცრუება... წარსულის ადამიანები <3 ისე დაფიქრდი რა გჭირდება ბედნიერებისთვის და ეცადე ბედნიერი ხშირად იყო

მადლობა <3

 


№5  offline წევრი kakulia

ძალიან,ძალიან მომეწონა heart_eyes

 


№6  offline წევრი lilearchvadze:)

kakulia
ძალიან,ძალიან მომეწონა heart_eyes

ძალიან ძალიან დიდი მადლობა <3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent