შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

passive aggressive


14-05-2016, 19:03
ავტორი ლენკა
ნანახია 1 454

ყველაფერი რასაც გრძნობ :შიში , ტკივილი , ბედნიერება , სევდა - ერთ დღეს გაქრება .
ყველაფერი , რაც გეგონა,რომ სამუდამოდ გექნებოდა და ყველა , ვინც გეგონა , რომ სიცოცხლის ბოლომდე შენთან იქნებოდა - ქრება , ან მიდის . უბრალოდ არაფერი გრძელდება სამუდამოდ . ყველაფერი იცვლება , დედამიწა ბრუნავს და გალაქტიკები არსებობას არ წყვეტენ მაშინ ,როცა ერთ ღამეს წვები და ბედნიერი დღის შემდეგ იაზრებ , რომ აღარაფერი გაგაჩნია . ის , რაც აქამდე გქონდა - აღარ გაქვს . ყველაფერი გამოგეცალა წამებში და ვერც კი იხსენებ , ბოლოს რა გაგაჩნდა . ძილის სურვილს გართმევს ის ფიქრები , რომ აღარაფერი გაქვს და ყველაფრისგან არაფრამდე დაეშვი . არც ის იცი ეს დაშვება როგორ მოხდა ან რატომ . შენ ხარ დამნაშავე თუ არავინ და ამასთნავე , ყველა ერთად აღებული . ყველაფერი აზრს კარგავს. ის ყველაფერი , რაც არაფრად არის ქცეული. ბოლოს გრჩება მხოლოდ ერთი - მოგონებები . საბოლოოდ , შენი თავიც აღარ გყავს . საბოლოოდ მხოლოდ არამატერიალური და არასულიერი ნივთები თუ არსებები გახვევია თავს . ბოლოს გაქვს მხოლოდ მოგონებები .
* * *
კვირა შუადღეა და მე არ მაქვს გარეთ გასვლის სურვილი . მზე ქალაქის ცარიელ ქუჩებს ანათებს და ის შეგრძნება , რომ მე სამყაროში მნიშვნელობა ვერ გამაჩნია , უფრო მიმძაფრდება .
ადამიანებს თავიდან ვერ ამოვიგდებთ .ვერც სავალდებულო საქმეებს მოვაბავთ თავს , როცა თავში მხოლოდ ერთი ადამიანი ტრიალებს . როგორ შემიძლია ტვინის უჯრედებიდან ახლიდან გაღვივებული მარცვლები ამოვყარო? ალბათ არ შემიძლია და ამიტომ არ შეუძლია არც არავის , ადამიანების დავიწყება .
დრო გადის და იმის შეგრძნება , რომ შეგიძლია ბედნიერებისთვის საკუთარი თავი იმყოფინო , ცვდება. შეიძლება გვქონდეს ბედნიერებით სავსე დღე და შემდეგ , ღამით , დაძინება მხოლოდ იმიტომ არ გვინდოდეს , რომ გვეშინია მეორე დილის , ცარიელი დილის გათენების , რომელშიც აღარაფერი გაკავშირებს წინა დღის ბედნიერ მონაკვეთებთან .
* * *
კი , ჩვენ ყველანი მივდივართ . ხან მატარებელს მივყვებით , ხანაც ადამიანებს ვტოვებთ . ჩემს შემთხვევაში ორივე ერთდროულად მოხდა და მე ახლა უბრალოდ ვერ ვხვდები , რამდენად კარგი იდეა იქნება იგივე გაჩერებაზე დაბრუნება .
ყოველ შემდეგ ნახვაზე დრო მცირდებოდა.
პასიურად აგრესიული.
ეს ქიმიაა ერთმანეთში და ჩვენს ორგანიზმებში .
მე არასრულად ჩავიწვი შენში და ახლა ჩემი ფერფლი იფანტება სივრცეში.

ჰომ და , ჩანახატებიდან პატარ-პატარა მონაკვეთები შევაერთე და არ გამოვიდა ცუდი , აი სინქ



№1  offline მოდერი -ნინაკა

აი სინქ ზის იზ ქულ^^
მიყვარს შენი ჩანახატები ❤❤
და უფრო ხშირად თუ გამოანათებ ხოლმე მთლად უკეთესი :3 ❤

 


№2  offline წევრი ლენკა

-ნინაკა
აი სინქ ზის იზ ქულ^^
მიყვარს შენი ჩანახატები ❤❤
და უფრო ხშირად თუ გამოანათებ ხოლმე მთლად უკეთესი :3 ❤

კაი , გამოვანათებ ხოლმე *>*
ნუ , შევეცდები

 


№3  offline წევრი kakulia

ძალიან,ძალიან მომეწონა heart_eyes

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent