შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ჟღერადი წამი უკუნ ღამეში

7-03-2016, 00:28
ავტორი Kristy
ნანახია 1 804

ღამეა - უკუნეთი ღამე... ქუჩები ჩაუბნელებიათ, აქა-იქ მხოლოდ რამდენიმე ყვითელი წერტილი ცდილობს გაბატონებული წყვდიადის გაფანტვას... ვზივარ ჩემს ოთახში მარტო, სრულიად მარტო და ვიხსენებ ყველაფერს, რაც ჩემს ცხოვრებაში მომხდარა: რაც მტკიოდა და მიხაროდა... ვიხსენებ და ცრემლი მდის... ორივესთვის... რატომ სიხარულისთვის? იმიტომ, რომ ის წარსულშია... ტკივილი კი ისედაც საცრემლოა!
არ მიყვარს ცრემლები, ამ დროს სუსტი ვარ და თან... მას არ სურდა, მეტირა... მე კი უკანასკნელ სურვილს არ ვუსრულებ ან ვერ ვუსრულებ, ვერ ვახერხებ... არ ვიცი, რა იყო ეს ან იყო თუ არა საერთოდ რამე, მაგრამ ერთი რამის თქმა დაზუსტებით შემიძლია: მე ის მიყვარს! მიყვარს ისე, როგორც ჯერ არ მყვარებია, მიყვარს თავდავიწყებით... და მტკივა... მტკივა სიშორე!
ტკივილნარევი ბედნიერება... ცრემლნარევი სიხარული... ოდესმე გიგრძვნიათ ასეთი რამე? რა უცნაურია ცხოვრება: თავიდან უხვად გასაჩუქრებს ყველაფრით, შემდეგ კი გართმევს... ტოვებს მხოლოდ იმას, რისი წაღების უფლებასაც აღარ მისცემ, რასაც მთელი ძალით ჩაუბღაუჭები და ხელიდან გამოგლეჯ...
ამ მხრივ საქმე საამაყოდ მაქვს! ბევრი რამ წავართვი! წავართვი წამები, წუტები, საათებიც კი (თუ შეკრებ, დღეც კი გამოვა)... წავართვი მოგონებები, გრძნობები, სიტყვებიც წავართვი (მხოლოდ კარგები, დანარჩენი წაიღოს!) და რაც მთავარია, სიყვარული წავართვი! ამ ყველაფერს უკვე ვეღარ წაიღებს... და რა წამართვა? ის, ვისაც ეს ყველაფერი ეკუთვნის! სანაცვლოდ უხვად დატოვა ტკივილი, მტირალი დღეები და უძილო ღამე!
უცნაური? არა! ბოროტია ცხოვრება! ჯობია, არასდროს არაფერი მოგცეს, რადგან მაშინ ვერც ვერაფერს წაიღებს... და მე მაინც მიხარია, რომ გიცნობდი, რომ გყვარობდი... თუნდაც ცოტა ხნით... მერე რა, რომ დაგკარგე?! სიზმრები შემივსებს უშენო ღამეებს და მოგონებები იციმციმებს უკვდავი მზის ბრწყინვალე სხივებზე... ოცნება გააქრობს მარტოობას და მოგონებები დაარწყულებენ მწყურვალ სულს... სიყვარული შემმატებს ძალას, ფრთებს ვაჩუქებ გრძნობებს, რომ შენთან მოსვლა შეძლონ... და მეყვარები უცვლელად... სამუდამოდ...

№1  offline წევრი ელლ

Albat im grma grdznobas martc davinaxavdi, rac shen utuod chadevi am chanaxatshi, rom ara chemi gulgrili damokidebuleba ssiyvarulisadmi.
Samwuxaroa, tu am chanaxatshi martlac sheni grdznobebia agbechdili, rac unda sanugesho sityvebi movipiqro da gitxra araperi sheicvleba vici, radgan adamiani martoa tavis tanjvashi. Magram erts getyvi, qalvajuri siyvaruli sulac araa ertaderti da ganumeorebeli. Cxovrebas am siyvarulis migma shexede da dainaxav rom upro mnishvnelovani ragac arsebobs rac shens tanjvas bolos mougebs da sulis bednierebas gagrdznobinebs.
Kargi iyo..

№2 სტუმარი Gio

ყველაზე ემოციური და სენსიტიური პროზა. ძალიან კარგია

№3  offline წევრი kakulia

კაარგიააააააააა heart_eyes

სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent