შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ღიმილგადაყლაპული


16-05-2016, 00:52
ავტორი ლორელაი
ნანახია 2 418

აღარ ვიტირებ...
ჩასახვის საწინააღმდეგო აბივით მივიღე ცხოვრება, ჯერ ყელში გადავუშვი, ვეცადე ის ბურთი, მტკივნეულად რომ ფხაჭნიდა ყელს, გამექრო, მერე კუჭში გავუშვი, მთელი შეგრძნებები გავაწყალე, გულის კიდესთან ავიმღვერი და უკან ამოვიღე...
ვერგანაყოფიერებული კვერცხუჯრედივით მოვწყდი ადგილს და იქ, უკან ვეღარ ვბრუნდები. სამყარო ზედმეტად ტრიალებს ჩემთვის, რომ საწყისს დავუბრუნდე...
ძალით შეწყვეტილი ორსულობასავით, უეცრად დამიცარიელდა სული...
დავკარგე თავი...
ვინ ვარ... რა მინდა... რატომ?
ვწევარ და ვცდილობ გავიღიმო, თავს დავირწმუნებ, რომ დღეს თუ არა, ხვალ მაინც შევძლებ, ხვალ მაინც არ გავიღიმებ ძალით და ეს გაღიმება არ დაემსგავსება იმ აბს, შიგნიდან რომ გისპობს სიცოცხლის, აყვავების უნარს.
აი, ხვალ გათენდება და მე ისევ ავდგები საწოლიდან, ბედნიერი სახით, გავიხედავ ფანჯრიდან და ჩემსავით ღიმილგადაყლაპულ, ნააბორტალ ადამიანებს, ქალებს თუ კაცებს, გავაყოლებ თვალს და გამიხარდება, რომ ამ სამყაროში მარტო არ ვარ, რომ სადღაც გვერდით ქუჩაზე, ან კედლის იქითა მხარეს, ან პლანეტის მეორე ბოლოში კიდევ არიან ჩემისთანა ღიმილგადაყლაპულები და რუტინა აღარ დაემსგავსება სასჯელს.
რთულია გრძნობდე და აღიქვამდე განსხვავებულად და გააგებინო, ეს ყოველივე მათ ვისაც ღიმილი არასოდეს გადაუყლაპავთ.



№1  offline მოდერი Maiaabuladze

მეც ღიმილგადაყლაპული ვარ ❤

 


№2  offline წევრი kakulia

იმედია,ბევრი არ იქნება,ღიმილგადაყლაპული და ნამდვილი,ბედნიერი, ღილილით გავიღიმებთ no_mouth

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent