ცხოვრების ფრაზა
ყველაფერი ისე ლამაზად და უჩვეულოდ დაიწყო მეგონა,არასოდეს მიეცემოდა დავიწყებას.მაგრამ ბედისწერა ხშირად გვიცრუებს იმედებს და გაწბილებულები ვეღარ ვაცნობიერებთ სად ვუშვებთ შეცდომას...გიგი შემთხვევით გავიცანი ზაფხულის ერთ-ერთ საღამოს, ყველაფერი კი ასე დაიწყო, მე და ნინა ჩვეულ რიტმში ვსეირნობდით, ბევრი ხეტიალისა და ბოდიალის შემდეგ ჩვენს საყვარელ პარკში შევიარეთ. ნინიმ ჩანთა გახსნა და ახალი ტუჩსაცხი გამომიწოდა - ,,ნახე ესაა ის ვახომ რო მიყიდა". რა თქმა უნდა შევუქე ვახუნა მერე კი ამ პომადით რაღაც სასწაულად მოვითხაპნე ტუჩები.. და გაბმით ვიმეორებდი ,,ჩემი ტუჩებიც ისე ტკბილია როგორც ბადაგი დადუღებისას"(ამეკვიატა,მჩვევია ხოლმე)უცებ სრულიად უცხო ტიპი წამოგვადგა თავზე და იმავე ფრაზა გამიმეორა ღიმილით, ნინამ სიცილი დაიწყო მე კი უხეხულად შევიშმუშნე. ვერ მივხვდი სად იყო ისე ახლოს რომ ჩემი ლაპარაკი გაიგონა,ალბათ ხალხში ვერ შევნიშნე -,,ბოდიში აქვე ახლოს ვიდექი და მესმოდა ძალიან გამამხიარულეთ". დაქალს ვთხოვე წავიდეთ თქო ის კი წინ დამიდგა და სახელი მკითხა. ,,ლიზა" ვუპასუხე თავხედური ღიმილით და ნაბიჯს ავუჩქარე დაქალიც გამომყვა, თავი არ დაგვანება . საერთო ჯამში გავიცანით ერთმანეთი, თავდავიწყებით შემიყვარდა,მისით ვხარობდი, ის იყო ჩემი სამყარო,თუ კი რამ მიხაროდა ისიც მისით.ხშირად მახსენებდა ფრაზას და დამცინოდა ,,შენი ტუჩებიც ისე ტკბილია"ვგეგმავდით მომავალს, ვისი თვალები ექნებოდა ჩვენს შვილს, და რომ ვერავინ შეძლებდა ჩვენს დაშორებას, მაგრამ, აფერისტია ბედნიერება როცა მეხცრე ცაზე იმყოფები სწორედ მაშინ ეცემი მტკივნეულად, ჩვენს შორის სხვა ჩადგა. დავკარგე...! ხელიდან გამომეცალა, არვიცი რატომ გაჩნდა ჩემს ცხოვრებაში რის გამო შევხვდით საერთოდ... მას შემდეგ იმ პარკში არ შევსულვარ,გუშინ კი სრულიად შემთხვევით მოვხვდი, და სწორედ იმ საკამზე დავჯექი სადაც გავიცანი,ვერ წარმოიდგენთ რა დამემართა როცა სკამზე იყო დაწერილი ფრაზა: ,,შენი ტუჩებიც ისე ტკბილია როგორც ბადაგი დადუღებისას"როდის დაწერა ვინ იცის... მ ე ნ ა ტ რ ე ბ ა !!!
|
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.