შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

დასასრულის დასაწყისი..!(ეპილოგი,1/2ნაწილი)


18-08-2015, 23:34
ავტორი idm.4
ნანახია 1 903

არ გიფიქრიათ თუ რაოდენ არაპროგნოზირებადი არის ეს ცხოვრება,არავინ იცის ვის საით წაგვიყვანს.უბრალოდ ვიცით რომ სადღაც წაგვიყვანს და ზოგი ჩვენგანი ჯანდაბაშიც მიყვება.არავინ თქვას,რომ ბედისწერა არ იცვლება,იცვლება და თანაც როგორ.იმდენად სწრაფად რომ მის ცვლილებას საერთოდ ვერ ვგებულობთ.არ დაიჯეროთ რომ წარსული არ ბრუნდება,ბრუნდება,განსაკუთრებით მაშინ როდესაც ვერ ვუშვებთ და ვეჭიდებით.და იცოდეთ,რომ ყველაფერი შესაძლებელია მოხდეს,რადგან ცხოვრება არაპროგნოზირებადია,რადგან ბედისწერა მუდმივად იცვლება და რადგანაც ჩვენ ყველა ვეჭიდებით წარსულს,გვინდა თუ არგვინდა მაინც ვეჭიდებით..!
ყველაფერი ძალიან ჩვეულებრივად დაიწყო. ერთი პატარა ქვეყნის ერთ პატარა ქალაქში კენტად დააბოტებდნენ და ელოდნენ.. ალბათ ერთმანეთს! რამოდენიმეჯერ გვერდი აუარეს,ერთხელ ბეჭიც გაჰკრა ერთმა მეორეს. თორნიკემ კი გააგრძელა გზა და დატოვა ნინა მისკენ შებრუნებული და გაბრაზებული მასზე.
დრო გადიოდა,მაგრამ როგორც ჩანს ღმერთს ჯერ არ სურდა მათი შეხვედრა.და ამ დროს როცა არ მოველოდი ჰოპ და რას ვხედავ..გაწვიმდა..! სულსულ ცარიელ ქუჩაზე მხოლოდ ორი სილუეტი მირბოდა,რომ გადახურულში შეეფარებინათ თავი..ამინდი იყო რაღაც ძალიან ცივი. ნოემბრის წვიმა ხომ იცით?!-სუსხიანი და კანკალა,ჰოდა აი ეგეთი.როგორც იქნა თავი სამშვიდობოს დაიგულეს და თბობა დაიწყეს..რა გაათბობდათ..ასე მდუმარედ ორივე იყინებოდა და იმის და მიუხედავად,რომ მათ ერთმანეთი იმ წამს დაებედათ მაინც არაფერს ამბობდნენ...ეჰ გადიოდა წამები და მით უფრო მწყდებოდა გული,არადა როგორ უხდებიან..უნდა გამეგრძელებინა გზა ერთ-ერთის ხმა რომ გავიგე,ახლაც როცა არ ველოდი მაშინ მოხდა..
-ეწევი? - მდუმარება დაარღვია თორნიკემ.ნინა ნელა მიტრიალდა მისკენ და ცადა მის თვალებში არ ჩაკარგულიყო..
-არა - ცოტა მორცხვად და დაბნეული ხმით წარმოსთქვა,მაგრამ თორნიკემ მაინც გაიგონა მისი ხმის ტემბრი და დაიმახსოვრა.. ალბათ სამუდამოდ..ჰმ,რასაკვირველია სამუმდამოდ ! წვიმა შეწყდა და მათი ნაცნობობაც დროებით დასრულდა,ვიმეორებ - დრობით!!!
ალბათ ყველაფერი ისევ ისე დარჩებოდა,რომ არა ისევ წვიმა..ზაფხულის არდადეგები იყო,სკოლასთან გავლა გადაწყვიტა ნინამ..ბედსიწერა იყო ნამდვილად,თორნიკე შეხვდა და მიესალმა.ნინამ ვერ გაიხსენა,მაგრამ თვალები ეცნო.ოხ ეს თვალები..!მზე აცხუნებდა და ვერავინ წარმოიდგენდა,რომ გაწვიმდებოდა,მაგრამ ყველაფერი ხომ შესაძლებელია,ხოდა გაწვიმდა! სკოლასთან გადახურულისკენ გაიქცა ყველა იქ მყოფი და ისევ გვერდიგვერდ აღმოჩნდნენ თორნიკე და ნინა.ზოგი მანქანაში ჩაჯდა,ზოგი უბრალოდ გაიქცა და ასე მიმოიფანტა ხალხი და დარჩნენ ეს ორნი მარტო წვიმასთან ერთად..! მერე წვიმამ ხელს არ შევუშლიო იფიქრა და შეწყდა..მზემ გამოანათა და ცისარტყელამაც უწინასწარმეტყველა ერთად ყოფნა..
-თორნიკე ამაღლობელი - ხელი გაუწოდა ბიჭმა სანამ,ნინა წასვლას დააპირებდა.
-ნინა კორინთელი - ხელი ნელა შეახო ბიჭის ხელს და გაუღიმა.
კიდევ დიდხანს იქნებოდნენ ასე გაშეშებულები და გაღიმებულები,რომ არა ნინას მობილურის წკრიალი..დედამისი იყო.ოხ !როგორ იციან ხოლმე დედებმა მომენტების გაფუჭება!!!@ აზრი არ აქვს გადაბრალება-გადმობრალებას ახლა,ნინა წავიდა,დაემშვიდობა თორნიკეს და წავიდა..მერე იყო ფეისბუქზე დამატება,მობილურის ნომრის გაცვლები,სმს-ები,გადათენებები,მრავალსაათიანი საუბრები და ენითაღუწერელი ურთიერთობა..გეფიცებით ვგიჟდებოდი მათზე ! დილა,რომ გათენდებოდა მათზე მეფიქრებოდი,ვოცნებობდი ღმერთს ჩემთვისაც გამოეგზავნა ვინმე ისეთი როგორიც ნინას ყავდა-თორნიკე..იცით?! ნინას არასოდეს ნდომებია თეთრ ცხენზე ამხედრებული პრინცი,ღრმა ბავშვობაშიც კი.ის ისეთივე წმინდად დარჩა დღემდე..მე არ მინახავ გოგო ისეთი თვალებით..წმინდა,სუფთა,კეთილი თვალებით..ყოველთვის ვამბობდი რა მოხდებოდა ლურჯთვალა რომ ვყოფილიყავი-მეთქი,მაგრამ მას შემდეგ რაც ნინას თვალები დავინახე მომინდა,რომ მეც ისეთი მქონოდა..ყავისფერი პატარა ლამაზი და კეთილი თვალებით,მარცხენა თვალზე შრამით,ყავისფერი სქელი ხვეული თმით,ხაზს ვუსვამ,საოცარი თმით!! პატარა კოხტა ცხვირით და მოდიდო ტუჩებით.სახე ქონდა თოჯინასავით,კუკლა..! გარეგნულ სილამაზეს,შინაგანი სილამაზე რომ ერწყმის თან მაშინ ქვია ადამიანს ანგელოზი,ჰოდა ნინა თორნიკეს ანგელოზი იყო..ცოტა უკან დავბრუნდეთ და აბა თქვენ იცით,ყურები ცქვიტეთ ყურადღებით მომისმინეთ,არაფერი გამოგრჩეთ..მე თქვენ მოგიყვებით ერთ ლამაზ ზღაპარს,რომელიც ერთი პატარა ქვეყნის რთ პატარა ქალაქში მრავალი წლის წინ მოხდა..!♥




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent