შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ნაცრისფრად წვიმს.


18-05-2016, 19:38
ავტორი Mogwai.
ნანახია 1 480

პიტნის ჩაით ხელმომარჯვებული ვდგავარ ფანჯარასთან და ვუყურებ როგორ წვიმს.
ამინდსაც ეტყობა როგორი განწყობა სუფევს ირგვლივ. არ მცივა. პირიქით,მცხელა.
ვიწვი უკვე ამ ტკივილისგან რასაც განვიცდი. მგონია სადაცაა ცა ჩამოიქცევა და მიწას გახლეჩს.
ვუყურებ წვიმას და ვგრძნობ როგორ მისველებს ბლანტი სითხე თვალებს,ლოყებს და ყელს. თითქოს ბურთი მაქვს გაჩხერილი და არ შემიძლია ცხელი სითხის სასულეში გადაშვება.
ვუყურებ როგორ ეცემა წყლის წვეთები ზეციდან და მახსენდება ყველაფერი. მთელმა ნაცხოვრებმა წუთმა მოკლემეტრაჟიანი ფილმივით გადამირბინა თვალწინ.
ვუყურებ ცას.
მონაცსირფრო ღრუბლებს და ვხვდები რომ მალე გავრეკავ.
მახსენდება იმ ადამიანებთან გატარებული დრო, რომლებიც ჩემთან აღარასდროს იქნებიან.
უფროსწორად ჯერ არა.
მერე ვნახოთ, იქნებ მალე დადგეს ეს დროც.
ვუყურებ ჩემს წინ მდგომ ეკლესიის ეზოს და მახსენდება ის დრო, როცა აქ ვთამაშობდი. მოკლე სახელოებიანი სარაფანი რომ მეცვა და არაფერზე არ მქონდა სანერვიულო.

მახსენდება მე და შენ.

შენ და მე.

და არავითარ შემთხვევაში "ჩვენ."

როგორ მინდა ჩემთან იყო და ძლიერად მეხუტებოდე! თუნდაც რამდენიმე წამით. მერე თუ უნდა აღარც გათენდეს.
მარტო მე და შენ.
არაფერი ზედმეტი, უბრალოდ ჩახუტება.
მახსოვს როგორ მაკოცე სველი ტუჩებით, ახლაც მეტყობა ნაკვალევი სახეზე.
ან მე ვამჩნევ.
მეგონა შუბლზე სულელებს კოცნიდნენ. თურმე ვინც უყვართ იმათ კოცნიან.
გამიხარდა.

მიუხედავად იმისა რომ მე და შენ შემთხვევაში ასე არ არის.
მინდა ახლა გარეთ გავიდე და მთელ ხმაზე ვიყვირო როგორ დავიღალე ყველაფრისგან. მინდა სადმე შორს ამ ყველაფრისგან.
მინდა წვიმის წვეთები ჩემს ცრემლებს ერეოდეს და სახეს მწმენდდეს.
ნეტა რა იქნება მომავალში? ვინ იცის? ვის ვკითხო?!
არ ვიცი, არაფერში ვარ დარწმუნებული. ერთი რამის გარდა..
რომ შემიძლია ერთ დღეს გავიღვიძო, და ყველაფერი სხვანაირი დამხვდეს.

შენ გარდა!



ჩემი მეორე ჩანახატი. არ ვიცი რამდენად კარგია,უბრალოდ გულიდან წამოსული სიტყვებია და შესაბამისად გულწრფელი.



№1  offline წევრი მოლურჯო

მართალია გრამატიკული შეცდომები
ძალიან ბევრია
მაგრამ იგრძნობა ტკივილი
ეს საკმარისია
--------------------
მარიამი

 


№2  offline წევრი Mogwai.

სევდიანი გიჟი
მართალია გრამატიკული შეცდომები
ძალიან ბევრია
მაგრამ იგრძნობა ტკივილი
ეს საკმარისია


გავითვალისწინებ შეცდომებს აუცილებლად, მადლობა love

 


№3  offline წევრი kakulia

ძალიან,ძალიან მომეწონა heart_eyes

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent