უთუოდ დამიბრუნდები
იცი? რაც ჩვენ დავშორდით მას შემდეგ აღარ გამიღიმია, გულწრფელად,თორემ ისე დამაჯერებლად მოვირგე მომღიმარის იერი. ვთამაშობ...ვთამაშობ, და არც კი ვიცი გამომდის თუ არა. ამ უსაშველო და და გაუსაძლისი ტკივილის ფონზე მაინც მინდა გითხრა, ,,მიყვარხარ" ... ნეტავ თუ ოდესმე შეხორცდება შენგან გამოწვეული იარა. ალბათ გაგიკვირდება და მკითხავ ,თუ ასე დაგაკლდი რატომ გამიშვიო, გეტყვი ,რომ შენს თვალებში სხვა ჩანდა. აღარ ირეკლებოდა მასში ჩემი სახე, გამიზნულად გეჩხუბე უმიზეზოდ, (ვითომ)...! და გაიყარა ჩვენი გზებიც. ,,მენატრები" და ამით ჩემს მეობას ვკრგავ. რა იქნებოდა ერთხელ მაინც შეგშინებოდა უჩემობის, ერთხელ მაინც ჩაგეჭიდა ხელი და გეღიარებინა..თუმცა რა უნდა გაგემხილა,როცა შენში არ ვარსებობდი.გჭირდებოდი მშვიდ ნავსაყუდელად ,,ცხოვრება,რომ ყელში მოგაწვებოდა"მაშინ ჰპოვებდი ჩემთან სიმშვიდეს. მე კი ილუზიებით შექმნილ სამყაროში უსასრულოდ გაგრძელებდი. და ახლა ვხვდები რომ ეს ყველაფერი ფარსი იყო. ,,წყალ წაღებული ხავსს ეჭიდებოდაო" ალბათ ის მოსაჭიდებელიც ვეღარ ვნახე რომ დამეტოვებინე ჩემთან. და მაინც რატომ მგონია, რატომ მგონია, რომ შენ უთუოდ დამიბრუნდები?
|
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.