შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

უკიდეგანო სივრცე


25-05-2016, 21:11
ავტორი wish you were here
ნანახია 1 839

-და მაინც ამდენი ხნის შემდეგ კიდევ გიყვარს? (ნია)
-არვიცი, ალბათ კი. (ლუსი)
-ალბათ? ამდენი რაღაცის შემდეგ? (ნია)
-ის სხვანაირია ნია. სულ სხვანაირი (ლუსი)
-და მაინც როგორი? (ნია)
-სხვანაირი. (ლუსი)
ლუსიმ ამოისუნთქა, ნიას თვალი მოაცილა და სივრცეში გაიხედა, ხელი ჰაერში ნაზად აათამაშა თითქოს რაღაცას ეხებოდა. თითქოს მისი ხელები რაღაცას გრძნობდნენ.
-ძალიან შეიცვალე (ნია)
-ვიცი (ლუსი)
-რატომ შეგცვალა? რაუნდოდა შენგან? ხომ გაწყვიტა ურთიერთობა, ხომ წავიდა შენი ცხოვრებიდან. და ამ ყველაფრის შემდეგ შენ ის კიდევ გიყვარს? (ნია)
-იცი ზოგჯერ ის რაც გულს გვტკენს უკეთესიც არის. მისი მიზანი სწორედ ჩემი შეცვლა იყო. ის წავიდა მაგრამ მაინც ჩემთანაა. გულში და ფიქრებში (ლუსი)
ლუსის ყელში ბურთი გაეჩხირა. ტირილი უნდოდა მაგრამ თავს ამის უფლებას არ აძლევდა. ტირილნარევი ხმა ქონდა მაგრამ მაინც არ აძლევდა თავს იმის ნებას რომ ეტირა და მისი ლოყები მლაშე სითხისგან დასველებულიყო.
-თითქმის 2 წელი გავიდა (ნია)
-ვიცი ნია ვიცი (ლუსი)
-და მაინც ვერ ივიწყებ მას? (ნია)
-მიჭირს. ვცდილობ მაგრამ არ გამომდის (ლუსი)
-ნეტავ მას არ ახსოვხარ? (ნია)
-არვიცი... იცი ყველაფერი ისეთი სხვანაირი იყო. მოვიდა ამრია დამრია და შემდეგ მიმატოვა. (ლუსი)
-ვიცი ლუსი (ნია)
ნია ლუსის მიუახლოვდა ხელები მოხვია და რამოდენიმე წამი არ უშვებდა, შემდეგ ნელი ნაბიჯით მოშრდა მას და სავარძელში ჩაჯდა
-ჩხუბით დავიწყეთ ურთიერთობა, 1 კვირა სულ ვჩხუბობდით, მაგრამ ეს სხვანაირი ჩხუბი იყო, თითქოს მსიამოვნებდა მასთან საუბარი, მერე რა რომ ვჩხუბობდით მაინც მსიამოვნებდა (ლუსი)
ღრმად ჩაისუნთქა და გააგრძელა
-შემდეგ დავვახლოვდით, ვწერდით ერთმანეთს, ვნახულობდით, მის გარეშე ერთი წამიც არ მახსოვს. ყველგან ის მელანდებოდა (ლუსი)
-მერე რა მოხდა? (ნია)
-რამოდენიმეჯერ მთხოვა სკოა გამეცდინა და მასთან ერთად წავსულიყავი. მაგრამ არ გავყევი. რათქმაუნდა არ გავყევი. (ლუსი)
-ნანობ? (ნია)
-ვნანობ? (ლუსი)
ჩაეცინა, 5 წამისი განმავლობაში ხმა არ ამოუღია და შემდეგ წყნარად თქვა
-ვნანობ. ნეტა დროის უკან დაბრუნება შემეძლოს. ყველაფერს შევცვლიდი. სულ ყველაფერს, იცი ჩემი ბრალიც არის რომ ახლა არ გვაქვს ურთიერთობა. ვერ ვხვდებოდი რას ვაკეთებდი. მიყვარდა თუარა. და იცი მან რა გააკეთა? (ლუსი)
ნიას გახედა, პასუხს არც მოელოდა თვითონვე უპასუხა კითხვას
-მან მე ასე უბრალოდ შემაყვარა თავი. იქნებ ჩემს გარდა კიდევ რამოდენიმესთან ქონდა ურთიერთობა? არავინ იცის. იქნებ სწორად ეს უნდოდა და არა ჩემი შეყვარება. იქნებ ჩემი შეცვლა ქონდა გამიზნული და არაფერ სერიოზულს არ გეგმავდა. (ლუსი)
-დარწმუნებული ვარ უყვარდი (ნია)
-აი მე კი არ ვარ. უბრალოდ მასთან გატარებული წამები, წუთები, საათები, დღეები... ბედნიერს მხდის იმ დროის გახსენება. როცა წარმოვიდგენ რა ხდებოდა ზუსტად 2 წლის წინ ჩემდაუნებურად მეღიმება. მე ის ბედნიერს მხდის გესმის? რამდენ ბიჭთან მქონია ურთიერთობა მაგრამ არცერთი მას არ გავს. მასთან ყველაფერზე საუბარი შემეძლო. მას თიტქოს დაბადებიდან ვიცნობ. არაფრის მერიდებოდა. შემეზლო ყველაფერზე ისე მელაპარაკა როგორც შენ გელაპარაკები ახლა, ყველაფერს ვუყვებოდი, ჩემზე, შენზე, მეგობრებზე, ოჯახზე, პრობლემებზე. სულ ყველაფერზე. (ლუსი)
-მესმის შენი (ნია)
ნიამ ლუსის ცხელი ყავა გაუწოდა მაგრამ ლუსიმ უარის ნიშნად გაურკვეველი ჟესტი გააკეთა.
-ბავშვი ვიყავი. ვერ ვაანალიზებდი რას ვაკეთებდი. რამდენჯერ დავწყვიტე გული და ვერ მივმხვდარვარ ამას. რამდენჯერ მოითმინა ჩემი უაზრო საქციელი. და იცი ყველაზე ცუდი რა იყო? ურთიერთობის დამთავრების შემდეგ ყოველდღე მისი სახის დანახვა. ეს მკლავდა. ბოლოს მიღებდა. მისი მზერა ჭკუიდან მშლიდა. ის მშლიდა ჭკუიდან. (ლუსი)
-და მაინც ამდენი რამის შემდეგ კიდევ გიყვარს? დაფიქრდი ლუსი 2 წელი გავიდა ისე რომ ერთმანეთისთვის ხმაც არ გაგიციათ (ნია)
-მე ბევრისგან განსხვავებით თუ მიყვარს ესეიგი მიყვარს. ეს არ იყო უბრალო გატაცება ეს ნამდვილი სიყვარული იყო. მან გამილამაზა ბავშვობის წლები. მითუმეტეს მეთერთმეტე კლასი ხომ იცი როგორი ასაკია. სიახლე გინდა. შეყვარებული გინდა. ურთიერთობა გინდა. სწორედ მაშინ გამოჩნდა. ამაფორიაქა და დამტოვა (ლუსი)
-ხო მართალია... (ნია)
ჩუმად ჩაილაპარაკა ნიამ
-რა არის მართალი? (ლუსი)
ისე კიტხა არც იკ შეუხედავს, სადღაც შორს სივრცეში იყურებოდა, სახე წაშლილი ქონდა, სიცივისგან კანკალებდა მაგრამ არ იმჩნევდა.
-ის რომ შენ იცი რა არის სიყვარული. ნამდვილი სიყვარული. და მაინც გგონია რომ მის სიყვარული ბევრჯერ შეიძლება გეწვიოს? (ნია)
ლუსის ჩაეღიმა გახედა და წყნარად უპასუხა
-სიყვარული იცი როდის არის ნამდვილი? როდესაც გაანალიზებულია. როდესაც ეს არ არის უბრალოდ ჰორმონების დასაკმაყოფილებლად. კი ბევრჯერ შეილება გეწვიოს, მაგრამ მაინც ვფიქრობ რომ პირველი სიყვარული შეუდარებელია, დანარჩენი კი უბრალოდ მას გინდა რომ მიამსგავსო. (ლუსი)
-მომწონს შენთან საუბარი (ნია)
-შენ ახლა ჩემთან კიარა მასთან საუბრობ. მე დიდი ხანია გავქრი, მე აღარ ვარსებობ უბრალოდ მან შექმნა ახალი ადამიანი რომელსც ლუსი ქვია და არის მისი სარკე (ლუსი)
-რატომ მიეცი ამის უფლება? (ნია)
-მკითხა? (ლუსი)
ახლა კი ისევ უკიდეგანო სივრცეში გაიხედა.
შემდეგ კი ისევ ხელით მოხაზა რაღაც
- ლუსი ბოლოსდაბოლოს შეგიძლია გააჩერო ეგ ხელი? (ნია)
გაბრაზებული ხმით უთხრა, მაგრამ ლუსიმ არ მიაქცია ყურადღება და წყნარად გააგრძელა
-კოჯორი. ჩემი კოჯორი. ჩვენი კოჯორი. თეთრი თოვლიანი კოჯორი. მე და ის. ჩვენ კოჯორში დავდიოდით. და დღემდე კვირაში ორჯერ მაინც ავდივარ კოჯორში. ძალიან ხშირად დავდივარ იმ ადგილებში სადაც ერთად დავდიოდით. (ლუსი)
-იქნებ მაგიტომ არის რომ დღემდე გიყვარს (ნია)
-იქნებ მომწონს ეს გრძნობა. არვიცი. (ლუსი)
ცოტახანი გაჩერდა შენდეგ კი კვლავ გააგრძელა
-რამოდენიმე დღის წინ შემხვდა (ლუსი)
-რაა? მერე? (ნია)
-ვიღაც გოგოსთან ერთად იყო (ლუსი)
ნაწყენი ხმით თქვა და ცრემლები წამოუვიდა მაგრამ შეუმჩნევლად მოიწმინდა და თავი შეიკავა
-ლუსი უნდა გადაიყვარო (ნია)
-ვიღაც გოგოსთან იყო, მგონი სალომე, ჰო სალომე ქვია როგორც მახსოვს ადრე ურთიერთობა ქონდათ. (ლუსი)
-გთხოვ დაივიწყე ის. ხომ ხედავ არც ახსოვხარ (ნია)
ლუსი არც კი უსმენდა მას და განაგრძობდა
-არ შეცვლილა, როდესაც გვერდზე ჩამიარა თვალებში ვუყურებდი. აფორიაქებული ვაგრძელებდი გზას და ნაბიჯები ერთმანეთში მერეოდა, ერთი პერიოდი შევამჩნიე თითქოს გადაკოცნა უნდოდა მაგრამ თავი შეიკავა. თვალებში მიყურებდა და თვალს არ მაშორებდა, რომ ჩავუარე რამოდენიმე წამის შემდეგ გავიხედე უკან და ის კვლავ მიყურებდა. შემოვტრიალდი და ჩემდაუნებურად გამეღიმა. რამდენი რამის მოყოლა მინდა შენთვის, რამდენი რამე მესობა გულზე და რამდენი რამ მაწუხებს (ლუსი)
-მესმის შენი. აქამდე რატომ არ მიტხარი რომ შეგხვდა? (ნია)
-არვიცი (ლუსი)
-ლუსი ხომ ხვდები რომ ახლა აზრი აღარ აქვს? ურთიერთობას ვერ აღადგენთ. (ნია)
-ვიცი ნია. მაგრამ იმედს არ ვკარგავ, იმედი მაძლიერებს. იმედი მაძლევს ძალას. (ლუსი)
ცოტახანი ორივე დუმდა. შემდეგ კი ისევ ლუსიმ დაიწყო
-იცი ერთხელ მწერდა და ტელეფონი დედას ოტახში მქონდა, დედამ წაიკითხა წერილები და მკითხა ვინ იყო, მე კიდე დავიბენი არვიცოდი რა მეპასუხა და მეგობარიათქო ვუპასუხე. მერე მას მოვუყევი ეს ამბავი და მითხრა როდესმე ხომ მაინც უნდა გაიგოს არ ჯობია ახლავე გაიგოსო? მეუბნებოდა რომ ჩვენს ურთიერთობას მომავალი ქონდა. მაგრამ არ აღმოჩნდა ასე, ცხოვრება სურვილების ამსრულებელი ფაბრიკა არაა, არასოდეს იცი რამოხდება.
-რაღას იზამ, ყველა ცდება. (ნია)
-მაგრამ ის დამპირდა (ლუსი)
-ლუსი ხომ იცი რომ შენც ვერ ასრულებ ზოგ პირობას, უბრალოდ ძნელია შეასრულო ის რაც მთლიანად შენზე არ არის დამოკიდებული (ნია)
-ვიცი (ლუსი)
მოკლედ მოუჭრა მანდა ხელით ისევ ეცეკვებოდა ვალსს მსუბუქ ჰაერს.
-ბოლოსდაბოლოს არ გააჩერებ მაგ ხელს? (ნია)
-არა, ჯერ არა (ლუსი)
-მაშინ როდის? (ნია)
-არვიცი, ჯერ არა (ლუსი)
-ლუსი ვიცი რომ გიჭირს, მაგრამ ცოტა უნდა გაერთო, ბიჭები გაიცნო, იქნებ ამითი მაინც ეშველოს შენს სიყვარულს (ნია)
-მისნაირი არ არსებობს (ლუსი)
-უკეთესებიც არსებობენ (ნია)
-ჩუმად! ეგ აღარ გაიმეორო (ლუსი)
-მაგრამ ეგრეა (ნია)
თავისთვის ჩაილაპარაკა ნიამ
-მისგან მხოლოდ მოგონებები და ეს ჟაკეტი დამრჩა (ლუსი)
-ვიცი ლუსი ვიცი (ნია)
-ზე არ გიფიქრია? (ლუსი)
-კი ძალიან ბევრჯერ, მაგრამ რატომ რის გამო, ბიჭის გამო? (ნია)
-მეც ძალიან ბევრჯერ მიფიქრია მაგრამ მეშინია, არ ვარ ეგეთი ძლიერი რომ გავბედო. (ლუსი)
-შეეშვი მაგ სისულელეებს და ბოლოსდაბოლოს გააჩერე ხელი! (ნია)
ლუსის არაფერი უთქვამს ხელი გააჩერა და ნიას გახედა, ნიამ მხოლოდ ახლა შეამჩნია ლუსის ცრემლები, მასთან მივიდა და ჩაეხუტა
-არ არის შენი ღირსი (ნია)
-შესაძლოა (ლუსი)
-სხვა შეგიყვარდება (ნია)
-შესაძლოა (ლუსი)
-მას დაივიწყებ (ნია)
-შესაძლოა (ლუსი)
-გათხოვდები და შვილები გეყოლება, ბედნიერი იქნები (ნია)
-შესაძლოა (ლუსი)
-ყველაფერი კარგად იქნება (ნია)
-შესაძლოა (ლუსი)
-მე და შენ ყველაფერს შევძლებთ, მე შენ დაგეხმარები, შენ მე დამეხმარები (ნია)
-შესაძლოა (ლუსი)
-შესაძლოა (ნია)
ჩუმად ჩილაპარაკა ნიამ და კოჯორში, აივანზე მდგომმა, თეთრ თოვლიან მთას გახედა, ცაზე კი უამრავი ვარსკვლავი კაშკაშებდა, ეს ყველაფერი კი მართლად უკიდეგანო სივრცეს წარმოადგენდა.
---------------------------------------
შეიძლება ცუდად დავასრულე, ალბათ იმიტომ რომ ეს ნამდვილი ისტორიაა უბრალოდ ცოტათი შელამაზებული, სახელებიც შეცვლილია რათქმაუნდა,ვერ შევძელი დამესრულებინა და დიდი ბოდიში ამისთვის, ბევრს არ მოგეწონებოდათ ვიცი მაგრამ ყველანაირად სევეცადე გრძნობები გადმომეცა ამ ჩანახატით.



№1  offline წევრი wish you were here

კიბო
მომადუნა, ამაფორიაქა მაგრამ მშვიდად. მომეწონა

love love

 


№2  offline წევრი kakulia

ძალიან,ძალიან მომეწონა heart_eyes

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent