შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

Take a photo with me.. please


26-05-2016, 23:36
ავტორი -ნინაკა
ნანახია 1 558

რამდენიმე დღეა რაც ჩემი ოთახი ჩემს სამყაროდ გადაიქცა. კარადის უკანა თაროზე ფოტოალბომის ადგილიც გაქრა. ახლა უკვე ჩემს საწოლზეა გაშლილი და სათითაოდ ვათვალიერებ 2014 წლის 23 მარტიდან მოყოლებულ 2016 წლის 17 მაისამდე გდაღებულ ჩვენს ფოტოებს. თითოეულს უკან შენი მინაწერი აქვს. უამრავი ფოტოა ჩემთან და კიდევ უფრო მეტი შენთან.
თავში კი მეტად ცნობილი და ბანალური ფრაზა ტრიალებს "მემორიზ ნევერ დაი"
რამდენჯერ მიფიქრია თითოულის განადგურება, მაგრამ ამით რა შეიცვლება?!
გადაგეჩვევი?!
არა, მართლა მაინტერესებს, რომ დავხიო ან დავწვა გადაგეჩვევი?! ალბათ, არა. სანამ სხვას არ მივეჩვევი მანამდე ფოტოალბომზე მტვრის თხელი ფენაც არ იარსებებს.
ახლა ჩვენ ფოტოს ვუყურებ. ჩემი თმა ხელებში გაქვს მოქცეული და გიჟივით იკრიჭები. ფოტოებში ყველაგან მხიარული ხარ. მხიარულსაც ვერ ვიტყვი. აი, უფრო გიჟური. ერთხელ გითხარი
-რეალურ ცხოვრებაში რომ არ გიცნობდე ყველაზე ცანცარა ადამიანი მეგონებოდი-მეთქი.
-ჩემი მიზანიც ეგაა.-მითხარი და სერიოზული სახე ღიმილით შეცვალე. ფოტოაპარატის ღილაკს დააწექი და წამებში მზად იყო ჩვენი ფოტო. უამრავ ფოტოს ვიღებდით. რაღაც, ძველებური აპარატით. პატარა ზომის ფოტოებს მაშინვე ამზადებდა.დედამ დამიტოვა სამახსოვროდო თუ სხვენში ვიპოვეო აღარ მახსოვს ზუსტად რა მითხარი.
ფოტოაპარატით რომ მოხვედი ჩემთან ბედნიერი, საშინლად ბავშვური საქციელი მეგონა, მაგრამ სინამდვილეში არც ვყოფილვართ დიდები. შეგეფერებოდა ეგ ბავშვური საქციელი, მაგრამ ვერ გიხდენდი. მერე მითხარი ჩემი დიდი მეგობრები სალაშქროდ მიდიან და ჩვენც წავიდეთო. მაშინ მშობლებს მოვატყუე მაკოსთან დავრჩები პროექტისთვის ვემზადებით-მეთქი. მიუხედავად იმისა რომ ერთადერთი ბიჭი იყავი ვისთან მეგობრობასაც არ მიშლიდნენ მშობლები ისიც იმიტომ რომ ორივეს გეი ეგონე შენი სტილის გამო.
იმ დღეს უამრავი ფოტო გადავიღეთ ყველა ერთმანეთისგან განსხვავებული. რომელიღაც ხეობაში ვიყავით. სახელი არ მახსოვს.
ხედავ?!
ფოტოები რომ არ გადაგვეღო ალბათ ეგეც დამავიწყდებოდა. მერე ვიდეოს გადაღებით შევიპყარით ორივე. მახსოვს, იმ წელს ნორმალური ტანსაცმელი არც ერთს არ გვიყიდია და ყველგან ფეხით დავდიოდით სამარშუტო ტაქსის ნაცვლად. ფულს ვაგროვებდით კარგი ფოტოაპარატისთვის.
რომ ვიყიდეთ ყველაგან თან დავატარებდით ერთხელ ველოსიპედით ვეშვებოდი მაღლიდან. ტვინი გაგიბურღე გინდა თუ არა გადამიღე-მეთქი. შენც ქვემოთ დადექი და მიღებდი. უკვე შუა გზაში ვიყავი ხის მორს რომ დავეჯახე და ამოვყირავდი. ჯერ სირბილით მოხვედი ჩემთან შეშინებული, რომ დარწმუნდი არაფერი მქონდა ნატკინი მერე სიცილით ჩაიკეცე.
ესეც გადაიღე.
ყველაფერს იღებდი ალბათ შენთანაც იგივივე პრინციპი მიქმედებს ან მოქმედებდა
"მემორიზ ნევერ დაი".
არ მინდა.
არც ერთი მოგონება რომლის გახსენება ყოველთვის მთრგუნავს.
დაჰიპნოზება მინდა.
ხშირად გეუბნებოდი
-შენგან მაგარი რეჟისორი გამოვა. გიჟი ხარ. იდეებს აფრქვევ-მეთქი, მაგრამ შენ მაინც ბიზნესი არჩიე. მამის იმედი გქონდა.
გული მწყდებოდა.
ალბათ, უფრო იმიტომ რომ შენს ფილმში მინდოდა მთავარი როლი.
ის მთავარი როლი რომელიც რეალურად აღარ მაქვს შენს ცხოვრებაში.



№1  offline წევრი kakulia

ძალიან,ძალიან მომეწონა heart_eyes

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent