შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

იცი?! თვალს მომადგა ცივი ცრემლი...(თ.ჯ)


27-03-2016, 14:56
ავტორი თამუნა
ნანახია 2 692

მოდი ავიხდინოთ ოცნებები
ერთად გვირილები დავკრიფოთ...
და თუ მყვარებია სხვა ამ ქვეყნად,
მსგავსი არაფერი არ მკითხო.
იქნებ მე შენამდე არც ვცოცხლობდი,
იქნებ სხვაც არავინ არ იყო,
იქნებ სათქმელადაც აღარ მიღირს,
თუკი იყო ანდა არ იყო...
მოდი გავიღიმოთ მარტის ბოლოს,
აპრილს უყვავდება კვირტები,
იქნებ შუა თვეში შენც შენიშნო,
როგორ შენეული ვიქნები,
იქნებ აპრილამდეც შენთან ვიყო,
იქნებ მაისამდე დავშორდეთ...
იქნებ წელს ცხოვრება გაგვიძნელდეს,
მხოლოდ სიყვარულით ვსახლობდეთ...
იცი?! თვალს მომადგა ცივი ცრემლი,
იქნებ ამ წამს შენ სხვას ნატრობდე,
მეკი, რომ მიყვარხარ, მე საბრალოს,
ამის დარდი სულაც არ გქონდეს!
თამარ ჯიშკარიანი
2016 წლის 27 მარტი



№1 სტუმარი Black

Rogori dardiani dgea turme shentvis,me ki vicinodi chems dzmakactan ertad,rogor mtkivneulad qarge albad dges es leqsi,albad camac igrdzno keca wvimad wveti...<33

 


№2  offline აქტიური მკითხველი terooo

რატომ მეგონა, რომ სიყვარულს მიხსნიდი და თან მემეშიდობებოდი?
ჩემი ლამაზი გოგო, შენი სევდის მატარებელი ვარ...
საოცრად წეერ... და გასაორად მიყვარხარ....

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent