შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ანგელოზი


29-05-2016, 14:18
ავტორი Eleniko13
ნანახია 1 982

და მაშინ, როდესაც ანგელოზი დაბრუნდა სამოთხეში, ღმერთმა ის აღარ მიიღო და ზეციდან განდევნა. დაცემული ანგელოზი თავისი მმართველის, დემონის მსგავსად, სხვისი სხეულის დაუფლების სურვილით წავიდა დედამიწაზე და იპოვა ის, ვისაც გაანადგურებდა.

888

_ სამამდე ვითვლი. თუ არ გააკეთებ, წავალ და ვეღარასდროს მნახავ.
_ არ გინდა, გთხოვ _ ყვირის გოგონა და სახეზე ხელებს იფარებს.
_ ერთი
_ გაჩერდი!
_ ორი
_ გთხოვ _ პირს აღებს და კივის, ორივე ხელით საკუთარ ლურჯ თმებს აფრინდება და კედელზე რამდენჯერმე ურტყამს თავს.
_ სამი _ ამბობს და გოგონა ხელს კიდებს, მაჯაში აფრინდება. მისი ფრჩხილები ბიჭის ხელისგულს ესობა და სისხლი ფეთქავს.
_ მაპატიე _ ეუბნება ბიჭი და მოდუნებულ გოგონას ხელს აშვებინებს. გოგოს ხელები ძირს ჩამოეშვა, უღონოდ დაელაგა მის მუხლებზე. ტკივილით ახედა ბიჭს და გაუღიმა.
_ თავს მოვიკლავ _ უთხრა გაბზარული ხმით.
_ არა. შენ უნდა იცოცხლო. შენ გაქვს სიცოცხლის უფლება _ თვალებში უყურებს ბიჭი.
_ არ წახვიდე. ვერ გავუძლებ, გესმის? არ შემიძლია. არ დამტოვო, კარგი? _ ხმადაბლა ეჩურჩულება, როგორც უფროსი პატარა ბავშვს. თან პირიდან აკანკალებულ სუნთქავს უშვებს და თავს აქნევს.
_ გაუძლებ, შენ შეგიძლია _ ეუბნება ბიჭი, მის წინ იმუხლება და გოგონას შუბლს თავის შუბლს ადებს. გოგონა ღრმად სუნთქავს, თვალები ჩაწითლებული და ნიკაპი აკანკალებული აქვს. მთელი სხეული ცივი აქვს, გაყინული. ქვასავით.
_ რა იქნება? _ ეკითხება ბიჭს და თვალებში უყურებს.
_ არაფერი _ ბიჭს ეღიმება და თვალებს ხუჭავს.
_ მორჩა?
_ მორჩა.
_ დარჩი, ცოტა ხანიც დარჩი და ნახავ, შევძლებ. შენს გამო...
_ არ შემიძლია.
_ ცოტაც... სულ ცოტაც...
_ მაპატიე _ ეუბნება ბიჭი, ორივე ხელს მაგრად ხვევს და ტუჩებში კოცნის. გოგონა გრძნობს მას. ვერ ტირის. არ შეუძლია.
_ არ წახვიდე _ ბოლოჯერ ეუბნება. ისე, თითქოს შეეძლოს რამის შეცვლა.
_ თვალები დახუჭე. ასე უფრო ბევრის დანახვა შეგიძლია _ ამბობს ბიჭი. გოგონა თვალებს ხუჭავს.

8888

_ გამარჯობა.
_ გამარჯობა..?
_ იცი, ვინ ვარ?
_ არ ვიცი.
_ მე ანგელოზი ვარ.
_ ჰო? მე დემონი.
_ ვიცი.
_...
_ შენს წასაყვანად მოვედი.
_ საინტერესოა. სად?
_ იქ _ ბიჭი თავით მაღლა ანიშნებს. გოგონა ხმამაღლა იცინის.
_ რა გქვია?
_ სახელი არ მაქვს. მეცამეტე ვარ.
_ მეცამეტე ანგელოზი?
_ დიახ.
_ არ მჯერა _ სერიოზულდება გოგონა.
_ საჭირო არ არის, გჯეროდეს.
_ ფრთები სად გაქვს?
_ ზურგზე.
_ არ ჩანს.
_ ფრთები ყველას გვაქვს მაგრამ აქ ყველა უხილავია.
_ შენ რა, მეღადავები? _ ეცინება და მხრებს ისე ამოძრავებს, თითქოს ფრთებს იქნევს.
_ გინდა, დაგიმტკიცო? _ ეკითხება ბიჭი.
_ დამიმტკიცე
_ გავფრინდეთ
_ კარგი _ გოგონას ხუმრობა გონია. ბიჭი ხელზე ხელს კიდებს, მეორე ხელს კი თვალებზე აფარებს.
_ მანიაკი ხარ? _ შიში ეპარება გოგონას.
_ არა. ანგელოზი ვარ _ ეუბნება და თვალებზე აფარებულ ხელებს აშორებს. გოგონა ძირს იყურება და კივის.
_ შენ რა, აპირებ მეათე სართულიდან გადამაგდო?
_ არა. არ გადავვარდებით.
_ ხო, აბა რა. გავფრინდებით
_ მართალია _ ეთანხმება, ზურგიდან ორივე ხელს ხვევს და თავს მის ყელში რგავს. გოგონას ტანში ელექტრონები უვლის. ბიჭი ნაბიჯით წინ იწევა. გოგონა ვერ კივის, არადა უნდა იკივლოს.
“ ვერავინ გაიგებს “
_ ჩემს გონებაში იქექები? ეს რა იყო?
“ არა. მე შენს გონებაში მუდამ ვიყავი “
_ ნუ მაშინებ.
“ ჩემი არ უნდა გეშინოდეს “
და მერე, უსასრულობის შეგრძნება. ეგონა, მოკვდებოდა. მაგრამ გაფრინდნენ.

8888

_ ჰალუცინაციები მაქვს
_ რა გელანდება?
_ ვიღაც ბიჭი... ანგელოზობას იბრალებს და... მომეჩვენა რომ მასთან ერთად დავფრინავდი
_ წამლებს გამოგიწერ
_ მიშველის?
“ არ გიშველის “
_ ახლაც, თითქოს ჩემს გონებაში ვიღაც დაძვრება.
_ ამას როგორ გრძნობ?
“ ყველაფერს თუ მოუყვები, გიჟი ეგონები “
_ წამლები გამომიწერეთ _ სწრაფად პასუხობს გოგონა და ოთახს ათვალიერებს. წამით კართან ჩრდილი დაინახა, მაგრამ მალევე გაქრა.

8888

_ წამლები არ მიიღო.
_ თავი დამანებე!
_ არ დალიო.
_ მაგიჟებ...
_ შენც.
_ ღმერთო! შემეშვი!
_ ღმერთი ვერ დაგეხმარება.
_ რა?
_ მან გამომგზავნა.
_ აფრენ _ თავი დაუქნია, წამლებით სავსე პატარა ქილა უჯრაში შეინახა და თვალები დახუჭა.

8888

_ უნდა მიმიღო
_ ვერაფერს ვხვდები
_ შენი სხეული მჭირდება.
_ და სული? _ ნერვიულად გაეცინა გოგონას.
_ სული არა
_ სულს რას უშვრები?
_ ვკლავ.
_ წადი _ დაუღრიალა, მუშტები დაუშინა და ტირილი დაიწყო.
_ ნუ ტირი. არ გიშველის.
_ აბა რა მიშველის?
_ არაფერი _ მხრები აიჩეჩა ბიჭმა და გაეღიმა.

888

_ როდემდე იქნები აქ?
_ სანამ არ მირწმუნებ.
_ ჯანდაბა! მჯერა შენი. ახლა წადი.
_ არ გჯერა.
_ მითხარი, რა უნდა გავაკეთო _ სასოწარკვეთა შეეპარა და თვალებში ჩააშტერდა. ბიჭის თვალები ცარიელი იყო, შავი და ცარიელი.
_ შენი სხეული უნდა დამითმო.
_ რატომ მაინცდამაინც მე?
_ რატომ აგირჩიე?
_ ხო.
_ არ ვიცი _ უპასუხა ბიჭმა, ხელზე ხელით შეეხო და თითი მის მაჯას გაუსვა. გოგონას გააჟრიალა, უკან დაიხია და შეშინებულმა დამალა ხელები ზურგს უკან.
_ ვერ გამექცევი.
_ წადი, გთხოვ...

8888

_ იცი, მგონი მომეწონე _ უთხრა გოგონამ, გადაიკისკისა და ცხვირთან ხელი მიიტანა.
_ ცუდია _ ამჯერად ჩაფიქრებული ჩანდა ბიჭი.
_ რა არის ცუდი?
_ მეც რომ მომწონხარ.
_ საქმე გართულდა?
_ ზედმეტად ბევრ კითხვებს სვამ!
_ ფრთხილად, თორემ შემიყვარდები _ იხუმრა გოგონამ.
_ არ გაბედო! _ მკაცრად დაუყვირა ბიჭმა და გაქრა, როგორც ყოველთვის.

888

_ დრო მოვიდა.
_ მე მზად ვარ _ გაუღიმა გოგონამ.
_ რა?
_ ხო, მზად ვარ. შენი მჯერა.
_ ყველაფერს აფუჭებ _ შეშინებულმა მხრებში ჩაავლო ხელები და თვალებში ჩააშტერდა.
_ რატომ?
_ გიყვარვარ?
_ მე... _ დაბნეულმა თავი ძირს დახარა. ბიჭმა ნიკაპი აუწია და კვლავ თვალებში ჩააშტერდა.
_ გიყვარვარ ...
_ მაპატიე.

8888

_ ვერ შევძლებ.
_ რას?
_ იმას, რისთვისაც აქ მოვედი.
_ მაშინ დარჩი.
_ არა. უნდა წავიდე.
_ სხვა გზა არ არსებობს?
_ კი. უნდა მომკლა.
_ კი მაგრამ, შენ ხომ არ არსებობ?
_ ვარსებობ. უნდა მომკლა და გადამიყვარო.
_ ამას ვერ გავაკეთებ.
_ ხვალ მოვალ. უნდა შეძლო.
_ ამით რას ეშველება? _ დაუყვირა ხმამაღლა, მაგრამ აღარ ჩანდა და ვერც პასუხი მიიღო.

8888

გოგონა ცივ იატაჯზე იჯდა, ტიროდა და ხმამაღლა კივილს აგრძელებდა.
_ არ უნდა დაგეტოვებინე. არ უნდა წასულიყავი _ ყვირილით გამოაღო უჯრა და წამლების ქილა აიღო. ხელისგულზე დაიყარა, ერთიანად ჩაიყარა პირში და წყალთან ერთად დალია. დარჩენილი წამლებიც სამჯერ გადაყლაპა. ხელები აუკანკალდა, ჭიქა და წამლების ქილა ძირს დაუვარდა და თვითონაც ძირს სიცილით გადაწვა.
_ მეც წამოვალ. შენთან _ თვალები დახუჭა და წყვდიადს მიეგება.



№1  offline წევრი kakulia

ძალიან,ძალიან მომეწონა heart_eyes

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent