"წვეთუხვი დღე"
ჯერ თვალებიც კი არ გამიხელია და დედას მიერ ჩეულებისამებრ ოდნავ შემოღებული ფანჯრიდან წვიმის სურნელი მელამუშება. ისევ წვიმს და ისევ გაცრეცილია ხედები. ზანტად ვწევ ხელს მაღლა და ფარდას ვარხევ. ჩვეულ პეიზაჟს ისევ შერეოდა მკვეთრი ფერები. თითქოს სიმწვანეც უფრო ხასხასაა,გზებიც გამუქებულა და ახლა უკვე გიტოვებს მასთან ყოფნის კვალს. ჩვეული ხმაურით მოემართება ზემოდან მანქანა და ჩემს ფანჯრებთან ახლოს წვიმის შხეფებს „აფრქვევს“ წვიმის პეიზაჟი ჩემი ფანჯრიდან ხომ სულ სხვანაირი ჩანს. არა და მე უკვე გამოვიზაფხულე.ჩემი თბილი საბანიც შევინახე და მხოლოდ თბილი პლედი დამეტოვებინა. ნწ, ნურას უკაცრავად,მაინცარ მშორდება სუსხი. მხრებზე მოვიხვიე თხელი პლედი და ფარდა უკეთ გავწიე. ფანჯარასთან მივიყუჟე და გავი“შეარე“ ამინდის ხასიათი. მეუბნებიან რომ ჩემი ხასიათი გადამდებია,მაგრამ თურმე მე უფრო მედება ამინდის ხასიათი. ახლოს მდებარე სოფელს ნისლი დაფენოდა. აღარ ჩანდა აღარც ჩემი ბებოს სახლი და აღარც ჩემი მეგობარი-მთები. საოცარი მარტოსულობა ვიგრძენი ადამიანმა,რომელსაც უამრავი მეგობარი თუ ნათესავი მახვევია გარს,მაგრამ მაინც რა საოცრად წრფელი იყო ეს გრძნობა. ისეთი განცდა დამეუფლა თითქოს ეს დღე უკანასკნელი იყო. წამიერად დავკარგე რწმენა ხვალინდელი დღის ,მე,ვისაც ყოველთვის მჯერა რომ ყოველ დაღამებას გათენება მოსდევს,რომ დღე და ღამე მარადიული წყვილია და სულ,სულ,სულ ერთად იქნებიან. მომინადა რომ უბრალოდ მთელი დღე ყოფილიყო წვიმის მელოდია,ძალიან მკრთალი ფიქრები და გაცრეცილი მე. მოულოდნელად ძალიან ! ძალიან შემზარავად დაიქუხა. თითქოს ვიღაც ფიქრებ მიმიხვდაო. შიშისაგან საოცრად მოვიბუზე. მთელი სხეული გამეყინა. და მერე? მერე საოცარი სიხშირით აცეკვდნენ ჩემ წინ გამუქებულ ასვალტზე წვიმის წვეთები. ცეკვავდნენ თავდავიწყებით. ისე თითქოს ეს მათი უკანასკნელი ცეკვა იყო. მელოდია თანდათან მაღლდებოდა,უფრო და უფრო მრავალხმიანი ხდებოდა.საოცრად მატულობდა დაძაბულობა. დრო და დრო ზეცაში დრამსაც ძლიერად შემოცხებდნენ. საოცარი მოხერხებულობით გამოირჩეოდნენ ნომერში ახალშემოსული ხეებიც,რომლებიც სინქრონულად ხან ერთ და ხან მეორე მხარეს ირწეოდნენ. დავინახა როგორ გაფრინდა ჩემი საყვარელი ცისფერი შარფი,რომელიც წინა ღამით ჯიუტად გვარეცხე და აივანზე გავკიდე გასაშრობად. ვიგრძენი სინანული,რადგან ვიცოდი რომ მას ვეღარ ვიპოვი და თუ ვიპოვიდი სრულიად შელახულს!. უნდა აღინიშნოს რომ მსაოცრად უხდებოდა გარემოს ჩემი მოფრალე ცისფერი შარფი,რომელიც მალევე დაიმორჩილეს წვიმის წვეთებმა და შემუქებულ ასფალტს დასცეს. მაინც სილამაზით დაეცა! მზად ვიყავი ჩემი თხელი საღამურებით,ფეხშიშველი გავვარდნილიყავი გარეთ და მეშველა მისთვის,მაგრამ ციდან შეძახილმა მუქარამ უკან დამახევინა. როგორი სუსტი ვყოფილვარ... წყენით გავხედე ოცეკვავეთ და თავი ბალიშზე დავდე. გამახსენდა დეიდამ რომ მაჩუქა ჩემი ცისფერი შარფი... ჩემი კოლექციის პირველი ბინადარი. ცხვირის წვა ვიგრძენი,სულ ცოტაც და ამეტირებოდა,ნამდვილად ავტირდებოდი. ძალიან ნელა, უჩუმრად შეწყდა წვიმის მელოდია. მაინც არ ვწევდი თავს. ალბათ გაბუტულიც ვიყავი გარემოზე. აშკარა სინათლე ვიგრძენი სახეზე,რომელიც გაწეული ფარდიდან მეცემოდა. თავი წამოვყავი და ამ ქარიშხლის მერე საოცარი მზიანობა შემეჩეხა. პირდაპირ საოცარია ! ამინდის ჯიბრზე შორტსა და მაისურში ვეწყობი,თმას ზემოთ ვიწევ და საძინებელს ვტოვებ. სახლში მცირე საქმიანობის შემდეგ დაქალებისკენ ვიღებ გეზს. ნაწავიმარზე ამაყად მივაბიჯებ,მაინც დამფრთხალია ხალხი. ქუჩები ცარიელია, მე კი ფიქრებით ჩემ დაკარგულ შარფთან ვარ. გოგოებთანაც აშკარად მეტყობა უხასიათობა,თუმცა უკვე იციან რომ ამინდის ბრალია. რამოდენიმე საათი მათთან ერთად გადის. უკვე საღამოა. დაბნელებას იწყებს. უეცრაად მეგობრის სიცილს კვლავ ზეციური მუქარა ერთვის და მაკანკალებს. ყოველთვის მეშინოდა ქუხილის. გარეტ გახედვისას ისევ საოცრად მსხვილი და ხშირი მოცეკვავე წვეთები მხვდებიან. რატომ არ მანებებენ თავს?! მიყვარს წვიმა,მაგრამ ანცი. შხაპუნა და სასიამოვნო. გოგოებს ვურჩევ რომ სანამ უფრო გათამამდება დავიშალოთ და ვტოვებთ სახლს. შუა ქუჩაში უფრო და უფრო უმატებს. ყველაფრის მიუხედავად მეღიმება და სირვილით მივდივართ მათ სადარბაზოსთან. აქ მცხოვრებთ სახლში ვუშვებ მე კი ჯიუტად ველოდები ცოტა გადაიღოს და სახლში წავიდე. 10 წუთიანი ლოდინი და,როგორც იქნა მოიკლო წვიმამ. ამაყად გავდივარ გარეთ,სულ რამოდენიმე ნაბიჯი და სევ ძლიერად იწყებს წვიმას. საოცრი ბრაზი ვიგრძენი. მაინც მივუყვებოდი ნელი,აუჩქარებელი ნაბიჯით სახლისკენ გზავს. ვგრძნობდი როგორ მისველდებოდა მთელი სახე. ფეხები უკვე დიდიხანია სველი მაქვს და მეტიც, მესმის ფეხსაცმელში წყლის ხმა სიარულისას. ქუხს და ელავს. საოცრად ვნატრობ რომ სახლში სწრაფად მივიდე, მაგრამ მაინც არ ვუჩქარებ ნაბიჯს. არც მანქანებია და არც ხალხი. თავი ჰოლივუდის ფილმში მგონია სადაც ცარიელ ქალაქში მარტო ვარ. სანატრელი გაცრეცილი კორპუსი და ჩემი მოხმაურე ფეხსაცმელები. სადარბაზოში სწრაფად შევდივარ და თმაზე ხელს ვისვამ. პირველი სართული. რა კარგია! კარს ვაღებ და ბედნიერი შევდივარ. დედას ჩაის ვთხოვ მე კი შესასველიდან ვიწყებ სველი ტანსაცმლის გახდას. ზამთრის საღაურებში გამოწყობილი ჩაის ფინჯნით ხელში ჩემს საწოლზე ვზივარ ფეხმორთხმით და გარშემო უამრავი კონსპექტი მიყრია;ქიმია,ფიზიკა,გეოგრაფია, ბიოლოგია. კედელზე გაკრული კალენდარი მამცნობს რომ მხოლოდ 14 დღე დამრჩა. ფარდა ისევ გადაწეული მაქვს და ისევ ცეკვავენ ! მერე მახსენდება რომ რაღაც მინდა...რაღაც მინდა და ჰოპ ჩემს ნოუთბუქს ვტაცებ ხელს ვხსნი და ვ იწყებ წერას სითეთრეზე „ წვეთუხვი დღე“ პ.ს. წვეთუხვი არ ვიცი ერთად იწერება თუ არა. თუ შეცდომაა ბოდიში ^_^ |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.