შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

წვიმას მოჰქონდა შენი სურნელი !


3-03-2016, 12:45
ავტორი Kristy
ნანახია 5 604

წვიმას მოჰქონდა შენი სურნელი
და მოლოდინის ალი!
მე გეძახოდი: ძვირფასო, მოდი
და მიღიმოდა ხალი!

მე ამ ოცნებით ვიყავი მთვრალი
და მამშვენებდა ფარჩა,
ეს გზები, კარგო - შენკენ მავალი,
რა მიმზიდველი დარჩა!

წვიმის მოტანილ საამურ სურნელს
ჩავისუნთქავდი ხარბად!
ძვირფასო, როგორ მომნატრებია
ეს ძოწისფერი ფარდა!

გაყინულ გულში რწმენა ჩაიწვა,
აღარც კი ბჟუტავს თანაც;
გრძნობებით მთვრალი ეული სული
უფრთხის ოცნებას კვლავაც!

და ჟრუანტელი დამივლის ტანში,
როცა შევიგრნობ დაღლას;
რომ ჩამესმება გიჟური ტაში
და გამიტაცებს სადღაც!

მაინც მოვყევი წვიმის ხშირ წვეთებს,
კარი გამიღე ჩქარა
და ჩემს თუ წვიმის უმიზნო ცრემლებს
მკაცრად უბრძანე: კმარა!



№1  offline წევრი ელლ

რითმები... მხოლოდ რითმები

 


№2  offline წევრი ელლ

არა მოიცა, მე მიყვარს კამათი გავაგრძელოთ. და ყველაზე მეტად მომწონს, როცა ადამიანი ჩემს სიტყვებზე რეაგირებას ახდენს. იმაში დაგიჯერებ რომ სხვებს ძალიან კარგად იცნობ, უკეთესადაც ვიდრე ადამიანები საკუთარ თავებს იცნობენ, მაგრამ შენ იმაში დამიჯერე , რომ შეუძლებელია ნამდვილად იცოდე მე რას რატომ ვაკეთებ. აი თურმე რა არ მოგეწონა, შენს ლექსზე რომ დავაკომენტარე. მე არ მითქვამს რომ შენი გრძნობები არაა გულწრფელი, მე ვთქვი რომ მიხარია თუ ისინი გულწწრფელია, რადგან იშვიათად ხდება ასე. კრიტიკამდე სულაც არაა საჭირო ლექსის ისტორია იცოდე. ყველა არ დაიწყებს იმის მოყოლას თუ რატომ დაწერა ესა თუ ის ლექსი.
ხო კიდევ ჩემი სიტყვები ნუ გაგაღიზიანებთ, სინამდვილეში ძალიან კეთილი ბავშვი ვარ (ვტყუი). და კიდევ ხშირად ჩემი კომენტარები იმის პროტესტია რომ ამ საიტზე ვერ ვხედავ ჯანსაღ კრიტიკას (წითური გოგონა არ მაქვს მხედველობაში, მას მარტო ამიტომ ვაფასებ). ამიტომ ადამიანები ნუ მოგერიდებით დაწერეთ რასაც ფიქრობთ, და პატივი ეცით ერთმანეთის აზრს. მე თქვენ, როგორც ღვთის შექმნილი არსებები ძალიან მიყვარხართ (ახლაც ვტყუი). კარგი სანამ ლაყბოობაზე გადავალ და მგონი უკვე გადავედი, გავჩერდები :)))))

 


№3  offline წევრი ელლ

ლორთქიფანიძეობა რატომ?? რა მოგწონს ლორთქიფანიძეში?

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent