შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

Don't Leave Me


2-06-2016, 15:46
ავტორი Nightcore
ნანახია 1 667

- რამის გჯერა ?
- ეხლა არაფრის.
- იცი ? როცა ერთმანეთისგან მივდივართ წლები, თვეები ანდაც დღები ბოლოს მაინც ერთმანეთამდე მივდივართ
( გოგონამ ხელი ლოყაზე ნაზად შემოხვია და გაუღიმა)
- ვიცი. მაგრამ ვინ იცის როდემდე.
- შენ დასასრულების გჯერა. მაგრამ ჩვენ გვაქვს დასასრული?
სასაცილოა ამდენი წელია ესე მოვდივართ და ყველა სხვა გზის უკან თითქოს ჩვენი სახლია.
ვიცი რომ შენ არ გიყვარს როცა ლამაზად გელაპარაკებიან.
მაგრამ ზოგჯერ მინდა ყველაფერზე ვილაპარაკოთ
ამინდზე შოკოლადებზე მზეზე ჩემზე და შენზე
ვიცი რომ ყოველთვის ამბობ რომ გიყვარს როცა გელაპარაკები
და შემიძლია ყველა თემაზე ვისაუბროთ მაგრამ შენი სიჩუმე ზოგჯერ იმდენად მაშინებს არ შემიძლია რამე გითხრა.
- მე რისი მოსმენაც მინდა შენ იმას არასდროს ამბობ.
მაგრამ მიყვარს როცა გისმენ.
- რასაც არ ვამბობ ვცდილობ რომ გრძნობდე.
ვერ გრძნობ ? ( გოგონა წამოიწია და ბიჭს გულზე ხელი დაადო. )
ისევ არ ამბობ რისი გჯერა. “ მე შენი მჯერა “
მჯერა რომ არ დავიკარგებით მოახლოვებული დამშვიდობება არ დადგება. არ გეტყვი რომ ბედნიერებას გისურვებ. არ გავიგებ
რომ სამი შვილი გყავს ორი ბიჭი და ერთი გოგო. რომელსაც შენი თვალები ექნება და ღიმილი.
მე მინდა რომ ესე მჯეროდეს. მინდა რომ შენი მჯეროდეს, და მჯერა კიდეც. არ მაინტერესებს ვინ რას ამბობს ვისი ჯერა. მე შენი მჯერა მე ისე მჯერა შენი როგორც მზეზე გამოსულ ცისარტყელას რაღაც ახარებს და ათაში ერთხელ ჩვენც გვახარებს.
მიყვარს როცა გულ აღმა წევხარ შემიძლია მოვიდე გვერდით მოგიწვე შენს ხელზე თავი დავდო გულთან ოდნავ მოგეკრა და ვიფიქრო მაინც წასვლაა ჩვენი გზა? სხვა გზები სადამდე მიგვიყვანს, რა უნდა ქნა როცა არ გინდა სხვა გზაზე წასვლა?
მერე უცებ ვპოულობ პასუხს “ არ წახვიდე იქ სადაც წასვლა არგინდა მეტიც როცა არ იცი სადამდე მიგიყვანს. “ ეხლა ყველაზე ნაკლებად მინდა ექსპერიმენტები. მე შენთან მინდა შენ გვერდით მინდა. როცა ჩუმად ხარ შენს ტკივილებში გამოკეტილი მინდა ვიჯდე შორს და გრძნობდე რომ მარტო არ ხარ მინდა შენი ტკივილები გაქრეს მინდა რომ ხშირად ვიცინოთ გულიანათ როგორც იშვიათად ხდება, რადგან შენ შავი ფერი ჩაიცვი და მიჭირს თვალებში გიყურო როცა ესე გტკივა. ეს გზაა ძალიან გრძელია და არვიცი სადამდე მიდის.
მაგრამ მინდა რომ შენთან ერთად გავიარო ყველა დანგრეული ანდაც ჩასანგრევად განწირული გზა. “ შენ შეიძლება ერთ დღეს და უხმოდ დაკეტო კარები და არჩიო რომ ჩემთვის ესე ჯობდა
და მართლაც აღარასდროს დაუბრუნდეთ ერთმანეთს მაგრამ მინდა იცოდე რომ მე დღეს აქ ვარ. და მინდა სულ ესე გაგრძელდეს.



№1  offline წევრი მოლურჯო

ჩემი აზრით ჩანახატის დაწერა უფრო რთულია
ვიდრე ისტორიის
ისტორია დიდია
და ჩანახატში კიდევ უნდა აგრძნობინო მკითველს რაც იგრძენი როცა წერდი
უკეთესიც შეიძლებოდა
უბრალოდ ზედმეტად რთულია
ემოციების გამოხატვა
მეც მიჭირს
--------------------
მარიამი

 


№2  offline წევრი Nightcore

სევდიანი გიჟი
ჩემი აზრით ჩანახატის დაწერა უფრო რთულია
ვიდრე ისტორიის
ისტორია დიდია
და ჩანახატში კიდევ უნდა აგრძნობინო მკითველს რაც იგრძენი როცა წერდი
უკეთესიც შეიძლებოდა
უბრალოდ ზედმეტად რთულია
ემოციების გამოხატვა
მეც მიჭირს

გავითვალისწინებ ^_^
--------------------

-
-
-
Who The Fuck Cares -.-

 


№3  offline წევრი kakulia

ძალიან,ძალიან მომეწონა heart_eyes

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent