შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ცუდი


3-06-2016, 02:13
ავტორი Archive
ნანახია 1 631

რაღაც, რაღაც ხმები და სულები.
არ გინდა იყო , მაგრამ ხარ. ხარ და ეს არის ის რაც გიყვარს. ის, რომ ყიდი, ის, რომ გკიდია, ის, რომ ხმარობ. მერე რა, შენ ცხოვრობ ისე როგორც ცხოვრობ და არ გჭირდება გამართლება.
გუშინ ჰეროინი იყო და კაიფი. მერე შტროხი და ზეპელინის ბანძი მიქსი ჯურღმულში. ბი-ნაშაც კუთხეში..
მერე რა.
- აღარ მაქვს.
- მარწყვის გაგისწორდება?
- მიდი.
მუხლებზე დგას და გიყურებს. შენ ტრანსში ხარ და ფეხებზე გკიდია ყველა გამვლელი. ენა ყველაზე მაგარი ორგანოა.
შენ ცუდი ხარ!
შვილი არ გინდა. არც ხის დარგვას და სახლის აშენებას აპირებ. გევასება ვუდუ და პირსინგი მკერდზე.
გკიდია სხვისი ხელფასი და საშოს განაყოფიერების პრობლემა.
გიყვარდა ბევრჯერ და ბევრი. ერთად და ცალ-ცალკე.
გკიდია ბედნიერება. გწამს მუხტის და წამის.
ლამარას მოტანილ ხაჭაპურს მტრედებს უფშვნი. შენ კიდევ ერთ „ზახოდს“ ეწევი და ყველაფერი თავის ადგილზეა.
ლამარას გოგომ გუშინ შენს საწოლზე პირველად გაათავა.
და უფრო დიდია იმის ალბათობა, რომ შენ ლამარას ბიჭსაც იმავეს განაცდევინებ ვიდრე იმის, რომ ლამარას გოგოს ცოლად მოიყვან.
შენ გაქვს გრძელი თითები და პატარა ხალი მენჯთან.
არ ატარებ ლექსუსს და ღმერთის არ გწამს.
- რა იყო მანამდე ან მერე? რისთვის? რა მიზნით? - წითელქუდა გიტევს.
- მანამდეც, ახლაც და მერეც, სულ, სულ ნაგავია. შენც. და ყველა შენნაირიც. - წითელქუდა მწვანდება და იბერება.
საღამოს გეგმავ ჰაშიშს და დებს. ერთის ტუჩები მეორეს მკერდს უხდება.
შენ გული გერევა იმაზე რაც ხარ და იმაზეც, რომ მოგწონს, რომ მოსწონთ, რომ გაძლევენ, რომ ლამარა ხაჭაპურს გიცხობს, რომ ღმერთს საკრედიტო ბარათივით გტენიან - „აისრულე ოცნებები დღეს“.
შენ ხვალ სექსზე უარს იტყვი, რომ შემთხვევითაც არავინ არ გაამრავლო. და დაასრულებ სულის კასტრაციას.
შენ მორჩი!
შენ ცუდი ხარ!



№1  offline წევრი მოლურჯო

ცოტა ისეთი (ცუდი) სიტყვების რამოდენიმე ასო რომ დაგეფარა უკეთესი იქნებოდა
--------------------
მარიამი

 


№2  offline წევრი Archive

სევდიანი გიჟი
ცოტა ისეთი (ცუდი) სიტყვების რამოდენიმე ასო რომ დაგეფარა უკეთესი იქნებოდა

მაგალითად? :))))

 


№3  offline მოდერი Amalthea

მომეწონა.
რომანტიული და "სულშიმაწვიმხარ" ჩანახატების მერე ასეთის წაკითხვა ნამდვილი სამოთხეა.
ეს ძალიან, ძააალიან ცუდი იყო
და მე მომწონს ეს სიცუდე.
შენც მომწონხარ, კარგად წერ <3
--------------------
I want to sleep with you. Doesn't mean to have sex. I mean sleep together under my blankets in my bed. With my hand on your chest. And your arm around me. No talking. Just sleep, blissfully happy, silence.

 


№4  offline წევრი Archive

Yvavi.
მომეწონა.
რომანტიული და "სულშიმაწვიმხარ" ჩანახატების მერე ასეთის წაკითხვა ნამდვილი სამოთხეა.
ეს ძალიან, ძააალიან ცუდი იყო
და მე მომწონს ეს სიცუდე.
შენც მომწონხარ, კარგად წერ <3


მადლობა :):)

 


№5  offline წევრი kakulia

ძალიან,ძალიან მომეწონა heart_eyes

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent