შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

უ'იმედობა


5-06-2016, 08:22
ავტორი -ნინაკა
ნანახია 1 566

იმედი ყოველთვის მქონდა.
ოღონდ შენი, თუ შენი დაბრუნების იმედი ვერ ვხვდებოდი.
ახლაც ვერ ვხვდები.
საშინელი ემოციურობის გამო მთელი მეზობლები თავზე დავიხვიეთ ჩვენი უკანასკნელი ჩხუბის დროს.
კატასტროფა იყო.
სრული კატასტროფა.

იმ სამაღამოს ჩემი არც ერთი წამოსროლილი სიტყვა არ მახსოვს, მითუმეტეს შენი.

იმ საღამოს სახლიდან წამოვედი.
წესით კაცები მიდიან ხოლმე ჩხუბის დროს, მაგრამ ჩვენ ხომ არასტანდარტული "ოჯახი" ვიყავით?

იმ საღამოს ოჯახი დაინგრა, რომელიც 2 ცოცხალი და 2 დაღუპული წევრისაგან შედგებოდა.

იმ საღამოს მონასტერში წავედი, მიუხედავად იმისა რომ დიდი მორწმუნეობით არ გამოვირჩიეოდი.

რამდენიმე დღე დავრჩი. დავცარიელი ყველაფრისაგან. ვხვდებოდი ,ჩემი ადგილი იქ არ იყო.
მაინც ვერ ვიგრძენი ჩემში ღმერთის არსებობა.
ვერ ვეწამე.
ვერ დავინახე.
ვერაფერი ვერ შევცვალე ჩემში.
თბილისში ისევ ისე გაგრძელდა ყველაფერი. როგორც შენ გაცნობამდე იყო, მაგრამ ახლა უკვე არსებობდი.
მენატრებოდი.
მჭირდებოდი.
მეტირებოდი.
მეცინებოდი.
მეიმედებოდი.
და ყოველ წამს მეფიქრებოდი.
ვერაფრით ვიგდებდი ფიქრებს თავიდან.
სულ, სულ შენზე ვფიქრობდი, მაგრამ საშინლად ამაყი ვიყავი.
ჩემი პრინციპები ყოველთვის პირველ ადგილზე მეყენა. სწორედ ამიტომ თითქმის არასდროს ვყოფილვარ ბედნიერი. და მთლად დამშვიდებული.
მაგრად მაინტერესებდა რა იყო ჰარმონიულობა, მაგრამ ვერ ვეწამე ჯერ-ჯერობით.

ჩანთაში შენი ნაჩუქარი სუნამო ვიპივე. ფლაკონს შენი თითის ანაბეჭდი ეტყობოდა და ნელა შევახე ტუჩები.
სველი კოცნა დავუტოვე შენ რომ იცოდი ისეთი. მერე ჩემ თავზე გავბრაზდი და ბოთლი იატაკზე ვისროლე. გატყდა. ყველაფერი კი სუნამოს სუნით გაიჟღინთა.
ოთახი..
კედლები..
იატაკი..
მე..
ყვე-ლა-ფე-რი
ამ სუნში შენ გპოულობდი.
შენ, გიყვარდა ეს რაღაც გრილი სუნამოს სუნი, მაგრამ ახლა სულაც არ იყო გრილი, პირიქით იმდენად ძლიერი იყო სუნი უჰაერობა ვიგრძენი.
მერე ვერაფრით ვერ მოვსპე ამ სუნამოს სუნი ამ სახლიდან თუ თუ ჩემი ნესტოებიდან არ ვიცი. არც ერთხელ დამირეკავს შენთვის ისევე როგორც შენ, მაგრამ ვერ ვეგუებოდი უშენობას.
ვბრაზდებოდი შენზე.
გადაბმულად ყოველ ღამე ჩვენი მოგონებები ტრიალებდა სიზმარში.
არ ვიცი რატომ ვგიჟდებოდი შენზე.
შენ ხომ ისეთი არაფერი იყავი. არაფერი გქონდა ისეთი. არაფრით გამოირჩეოდი.
პირიქით, ძალიან ჩვეულებრივი. ძალიან ტიპური.
ძალიან, ძალიან იყავი, რა?!
არაფერი იყავი უბრალოდ მავსებდი.
მეც, ძალიან ჩვეულებრივი მომაკვდავი
ძალიან ტიპური,
და ალბათ ყველაზე ემოციური ვიყაბი და ვარ.

ბევრ რამეს ვნანობდით ერთად..
ახლა ალბათ ცალ-ცალკე, ან მხოლოდ მე.

მერე დამირეკე ვერ ვიტყვი მოულოდნელად-მეთქი რადგან გელოდებოდი.
შეხვედა მთხოვე.
გავიფიქრე პრიციპების დედაც და არ ვიცი რატომ, მაგრამ დაგთანხმდი.
იმედი მქონდა.
კაფეში შეგხვდი.
მიყურებდი და ხმას არ იღებდი. მიმტანმა გოგონამ ყავა რომ მოგვიტანა მხოლოდ მაშინ მკითხე რამდენი კოვზი შაქარი მინდოდა. მანდ გაქრა იმედი. მივხვდი რომ აღარ გახსოვდი.
დაგავიწყდი.
გადაგქართული.
არადა ჩვენი ორ წლიანი თანაცხოვრების მანძლზე ყოველ საღამოს შენ მიკეთებდი უშაქრო ყავას.



№1  offline მოდერი Amalthea

თითქოს რაღაც ჩამწყდა :/
--------------------
I want to sleep with you. Doesn't mean to have sex. I mean sleep together under my blankets in my bed. With my hand on your chest. And your arm around me. No talking. Just sleep, blissfully happy, silence.

 


№2  offline წევრი მოლურჯო

ხასიათზე იმოქმედა ძალიან
ტკივილის გარდა ვერაფერი ვიგრძენი
--------------------
მარიამი

 


№3  offline მოდერი -ნინაკა

Yvavi.
თითქოს რაღაც ჩამწყდა :/


მეც ჩაწყვეტილი ვწერდი :/

სევდიანი გიჟი
ხასიათზე იმოქმედა ძალიან
ტკივილის გარდა ვერაფერი ვიგრძენი


კიბო
მეტკინა...


ტკივილის მეტი არც არაფერი იყო

 


№4  offline მოდერი -ნინაკა

okay
ბოლო ფრაზა...
მომეწონა.
შენი ტკივილი ვიგრძენი, იმ ერთი წუთის განმავლობაში როცა ამ ნაწერს ვკითხულობდი.
ჩანახატიც მაშინაა კარგი, როცა მკითხველი გრძნობს.


მადლობა დიდი.. <3

 


№5  offline წევრი mimimimo

უშაქრო ყავა...
მეტკინა!
საშინლად მეტკინა! recourse

 


№6  offline მოდერი Marry Amm

ძალიან კარგად წერ, ძალიან.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent