^შენ ზღვას ჰგავხარ^
შენ ზღვას ჰგავხარ,არა თვალებით,არამედ სხეულით. წყლის ზედაპირი შენს გაცრეცილ სხეულს სილურჯით ავსებს. სულ ცოტაც დარჩა და მალე ფსკერში შთაინთქმები,თითქოს არც არსებულხარ და არც არსებულში გარდაიქმნები. თვალებში ტკივილი გემღვრევამ ზღვისფრად,პირიც ივსება მლაშე სისველით. დუნედ შლი ხელებს და ეფერები შენს სითხეს,ზღვა მიაქვთ ვენებს შენს გულთან,ცდილობენ ამით გაცოცხლონ კიდევ. შენ იძირები,მთელი სხეული წყალში გილპება,აღარც კი ცდილობ ხელმეორედ ღრმად ამოსუნთქვას. ბოლო სიტყვები ბუყბუყით ზედაპირს ჰყვება ვიღაცა ითხოვს შენს გამო შველას ტალღები ვიღაცის მკლავებს ანაზდად გავლებს,თითქოს ნელ-ნელა შენი სხეული წყლისგან იცლება. ეს მხოლოდ ტვირთია შენი სხეულის,რომელიც ადრე თუ გვიან სულ ჩაინთქება. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.