შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

გავცქერი ზღვას


18-02-2016, 19:40
ავტორი Kristy
ნანახია 3 916

გავცქერი ზღვას და უკიდეგანო
პეიზაჟები იშლება თვალწინ,
გავცქერი ზღვას და ფიქრებში წასულს
ეს სანუკვარი ნუგეში მაწვიმს!

გუშინ მესიზმრა: შეხვედრას მთხოვდი,
უცაბედობით ხარობდა გული...
მესიზმრა: თითქოს ტალღის რხევაში
გამოჩნდა შენი სათუთი სული!

თითქოს გამოჩნდა ნაცნობი ჩრდილი
და აედევნა ოცნებას ღიმი,
კვლავაც გადაჭრა გრძნობამ ნაპირი
და იქ აღმოჩნდა ობოლი ტივი!

გავცქერი ზღვას და უკიდეგანო
პეიზაჟებში ვპოულობ ნუგეშს,
გავცქერი ზღვას და ფიქრებში წასულს
უკუნი ღამე მავიწყებს სულეთს!

და თვალებს ხუჭავს სურვილი, გრძნობა,
გული მიკივის: ელოდე, მოვა!
სულში იღვრება ტკივილი, სევდა
და გამომიხმობს სიკვდილის ბედთან!

ოცნების კვალი ეტყობა თვალებს
და გახუნებულ სულის კელაპტრებს,
გული ყურს უგდებს ტკბილ მოგონებებს
და ფიქრი აწვიმს წმინდა სენაკებს!

გავცქერი ზღვას და უკიდეგანო
პეიზაჟები იშლება თვალწინ,
გავცქერი ზღვას და ფიქრებში წასულს
აუტანელი ტკივილი გამცრის!



№1  offline აქტიური მკითხველი ლაზარე 13

ლამაზი ლექსია

 


№2 სტუმარი Magda

დიდებული პეიზაჟები შექმენი

 


№3 სტუმარი Gio

ძალიან კარგი იყო

 


№4 სტუმარი Firestorm

მომწონს, მომწონს, მომწონს

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent