შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

აი, აქ დასრულდა..!


9-06-2016, 18:04
ავტორი mimimimo
ნანახია 1 515

უცნაური იყო.
ყველასგან გამორჩეული.
ყველას „უყვარდა“.
ყველა უყვარდა.
არ იცოდა რა იყო სიძულვილი.
არასოდეს შეშურებია.
ყოველთვის ღიმილით დადიოდა.
ყველთვის ბედნიერი.
მაგრამ ხომ ხდება ისე, რომ მოულოდნელად ყველა გძულს?
არავის ატანა გაქვს.
და მაინც...
მაინც იღიმი..
მხოლოდ ერთი ფრაზით: „ღიმილი გადაარჩნს სამყაროს.“
**
თითქოს ყველაზე უდარდელი ბავშვობა ჰქონდა...
თითქოს ყველაზე და ყველაფერზე ამაყი და ქედმაღალი იყო...
თითქოს ყველას ზემოდან უყურებდა...
მაგრამ ასე სულაც არ ყოფილა...
უბრალოდ მასაც სურდა ვინმეს ჰყვარებოდა ის...
და არა მისი - მამის - ფულები...
**
მოხდა ისე, რომ ვიღაცას შეუყვარდა...
შეუყვარდა ძალიან...
თავდავიწყებით...
მაგრამ ეს არ იყო ის, რაც მას სურდა...
თურმე სულ სხვა რამ უნდოდა...
თურმე მდიდარი შეყვარებული სჭრიდებოდა...
ყველაფრით უზრუნველყოფილი, რომ ყოფილიყო..
მაგრამ...
შეუყვარდა ღარიბს...
ის, თითქოს ყველაზე და ყველაფერზე ქედმაღალი მას არ აქცევა ყურადღებას.
ბიჭსაც მობეზრდა...
აღარ ადევნებია უკან...
**
იცით?
დააკლდა...
მართლა დააკლდა...
უნდოდა ისევ მისი ხმის გაგონება, მაგრამ არ ჩანდა...
წავიდა...
**
როცა გაიზარდა... დაქალდა...
აღარ იყო თითქოს ყველაზე და ყველაფერზე ქედმაღალი.
აღარ უყურებდა ვინმეს ზემოდან...
მიხვდა, რომ ფული არ განსზაღრავდა ადამიანის შინაგან სილამაზეს და თვით ადამიანობას.
უნდოდა...
ისევ უნდოდა, რომ დაბრუნებულიყო ის...
**
პირველად, როდესაც ნახა ვერ იცნო...
უბრალოდ ვინმე სიმპათიური მამაკაცი ეგონა.
არა და ის იყო...
როგორ მიხვდა?
თვალები ხომ ყოველთვის გვყიდიან...
არ შეცვლილა - მისი თვალები..
ისევ ისეთი ღია მწვანე, ნაცრისფერი და თითქოს ცისფერიც იყო...
**
მაგრამ ყველაფერი იცით როდის დამთავრდა?
მის გვერდით ლამაზი ქალი დაინახა, რომელსაც სიყვარულით უცქერდა და ქალიც დიდი სიყვარულით უყურებდა...
თავიდან არ დაიჯერა...
მაგრამ, აი, ზუსტად აქ დასრულდა, როდესაც მისი ხელის არათითზე ბეჭედი შენიშნა...



№1  offline წევრი მოლურჯო

ზღაპარი იყო
მეტი არაფერი
--------------------
მარიამი

 


№2  offline წევრი mimimimo

სევდიანი გიჟი
ზღაპარი იყო
მეტი არაფერი

მეტი არც უნდა ყოფილიყო, ალბათ...
გმადლობ შეფასებისთვის. feel

 


№3  offline წევრი kakulia

ძალიან,ძალიან მომეწონა heart_eyes

 


№4  offline წევრი mimimimo

kakulia
ძალიან,ძალიან მომეწონა heart_eyes

გმადლობ.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent