დრო
უცნაური რამ არის დრო, მართლაც საოცარი ... იმას მოგანატრებს, რაც წლების წინ უმნიშვნელოდ მიგაჩნდა, იმას მიგახვედრებს, რასაც აქამდე ვერ ხვდებოდი, იმას დაგაფასებინებს, რაც თავის დროზე არაფრად ჩააგდე, სურნელსაც კი, წარსულის სურნელს ისე სათუთად ინახავს, თითქოს განზრახ აკეთებს, თითქოს განზრახ გტკენს გულს, უნდა მიგახვედროს რა დაკარგე, რა ვერ დააფასე, რამდენად ბრმა იყავი.... გადაშლი მოგონებათა წიგნს და ფურცელს თავისი შინაარსი აქვს, თვითოეულ გვერდს თავისი მნიშვნელობა, თვითოეულ ისტორიას თავისი გმირები და გეღიმება სევდნარევად... თვალცრემლიანი ეფერები თვითოეულ მოგონებას და ნატრობ; ნეტავი დაბრუნება შეიძლებოდეს, ნეტავი წუთით მაინც აღმოჩნდებოდე იმ ჯადოსნურ სამყაროში, რომ უთხრა გაუმხელელი სიტყვები, გასცე სითბო, აგრძნობინო როგორ გიყვარდა, მოეფერო, შეძლო ბოდიშის მოხდა, აპატიო და უთხრა რაოდენ მნიშვნელოვანი იყო თვითოეული წუთი შენთვის... |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.