შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

აუტანელია


21-06-2016, 20:21
ავტორი მარიამი019
ნანახია 1 234

კლასში უკანა მერხზე მარტო ვზივარ ხოლმე. არავინ არ მინდა,არავის ვეკონტაქტები. მხოლოდ მე , ყურსასმენები და წიგნები...
რატომღაც მთელ სკოლას არანორმალური ვგონივარ...სისულელეა არა?! უბრალოდ ჩემთვის მარტო,ჩუმად ვზივარ და უკვე არასწორად გაიგეს.
ერთ დღეს გავიგე , რომ კლასში თურმე ახალი მოსწავლე გადმოდის, ისიც სოციალური ქსელის საშუალებით,დამრიგებელმა დაწერა. (ისე რა უაზრობაა,ინტერნეტი რომ არ გამოეგონებინათ ამ ხალხს რა ეშველებოდა?!)
სახელი მხოლოდ გადმოსვლის შემდეგ გავიგე,აღმოჩნდა რომ ბიჭია,ამიტომ ყურადღება არ მივაქციე. მიუხედავად იმისა რომ სამეგობროში ნახევარზე მეტი ბიჭია,მაინც მაღიზიანებენ,ცდილობენ ხოლმე დაახლოებას,მაგრამ როცა არაფერი გამოსდით "საყვარელი" სიტყვებით მამკობენ ხოლმე,ნაბიჭვრები...მაგრამ უკვე მივეჩვიე და ამასაც არ ვაქცევ ყურადღებას.

23:54 სამშაბათი.
უსაქმურად ვარ და რატომღაც მომინდა ინტერნეტით მესარგებლა.
ჰოი საოცრება,ერთი შეტყობინებაა.
ხო, რა თქმა უნდა "ახალი ბიჭი" მეკითხება თუ რა გვაქვს ისტორიაში დავალება. რა საზიზღრობაა, სალაპარაკო თემას ეძებს ან უბრალოდ მოწერა უნდოდა.ზუსტად მახსოვს მასწავლებელმა თვითონ ჩაანიშნინა...საშინელებაა.
არაფერი მიმიწერია.უკვე თავს მაბეზრებს...
09:03 ოთხშაბათი.
როგორც წესი სკოლაში სულ ვაგვიანებ ხოლმე, კლასში ტრადიცია აქვთ ყველა ყველას კოცნის, გულისამრევია...ამიტომ მეც ტრადიციად მექცა დაგვიანება.
-გუშინ მოგწერე მგონი
-კი, მომწერე მერე?
-პასუხს ველოდებოდი.
-შეგიძლია კიდევ დაელოდო.
ო ღმერთო,როგორ გაბედა ჩემთან გასაუბრება,რა სითავხედეა.ვფიქრობ და გულში ვკვდები სიცილით.
გაკვეთილი დაიწყო...ამავდროულად დაიწყო ჩემზე ჭორაობაც, აუ რა უნდათ? ღმერთო რამ გაახსენათ ჩემი თავი?
"მასთან ლაპარაკი არ შეიძლება" , "ის გიჟია,შეიძლება მოგკლას" , "გაგინებს მეორედ თუ დაელაპარაკები"...ღმერთო ჩემი ეს რეები გავიგე ჩემს თავზე, შუა გაკვეთილზე სიცილი ამიტყდა,მეტი აღარ შემეძლო,გარეთ გავვარდი და ბოლოხმაზე ვკაკანებდი.
როცა კლასში შევედი ჩემი მერხის გევრდით ის "ახალი ბიჭი" იჯდა, ადგილი აღარ იყო თორემ სხავაგან გადავჯდებოდი,სხვა გზა არ მქონდა გვერდით მივუჯექი და ვუსმენდი ფიზიკის მასწავლებლის იდიოტურ მოსაზრებას ნიუტონის კანონის შესახებ.
-მგონი ამის მოსმენას ჯობია მე მომისმინო.
-ეს ლაწირაკი რამდენს ბედავს ღმერთო ჩემო... -დავიყვირე და თავი ჩანთაში "ჩავდე"
-მომწონხარ.
ნეტავ გენახათ როგორი სახით ავხედე...
-მართლა მომწონხარ,ყველაფერი მომწონს,შენი არანორმალური "როჟები",უჩვეულო საქციელი,თუნდაც ის მიმიკა რომლითაც ახლა მიყურებ, ისიც მომწონს რასაც შენზე ამბობენ. -ამას მეუბნება ბიჭი რომელზეც მთელი სკოლის გოგოები "ვენებს" იჭრიან.
-ფუუ რა საზიზღრობაა - ისევ იმ როჟით ვუყურებდი თვალებში,თან თავს რაღაცნაირად ვგრძნობდი,სიამოვნებით ვიყვირებდი "გასკით გულზე მას მე მომწონვართქო" მაგრამ ჩემი ხასიათი ამის უფლებას არ მაძლევდა,არადა ვერ წარმოიდგენთ როგორ მინდოდა ამათი ჩაბოღმილები სიფათები მენახა...დასწყევლოს ღმერთმა ჩემი ხასიათი,მორალი,პიროვნულობა...
-სხვა პასუხს არ ველოდი - ისევ იღიმოდა,რა საშინელებაა,ეს ვიღაც ჩემზე უარესია.რატომ მოქმედებს ჩემზე,რა უნდა?!მომაშორეთ ვინმემ.
მადლობა ღმერთს ზარი დაირეკა და კლასიდან როგორ გამოვვარდი არც კი მახსოვს.
მთელი დღე ამაზე ვფიქრობდი, fuck this shit!
გავიდა მეორე,მესამე,მეოთხე,მეხუთე დღე,ხმას არ იღებდა თითქოს არც არაფერი მოხდარიყო,ჰაჰ საშინელებაა...
15:13 ორშაბათი
იმ დღეს სკოლაში არ ყოფილა.
ძლივს დამთავრდა გაკვეთილები და სახლში მივდივარ...
რამდენად გასაკვირიც არ უნდა იყოს, "ახალი ბიჭი" დავინახე ვიღაც გოგოსთან (მოგვიანებით ჩემთვის უკვე ის გოგო "ჩათლახი" გახდა) ერთად, აბა თუ მიხვდებით რას აკეთებდნენ?! ჰო ეგაა... ცრემლი ჩამომივარდა, დედას ვფიცავარ არ მინდოდა,თავისით წამოვიდა...ღმერთო ჩემო რა უბედურებაა?! თან მან დამინახა,გესმით?! დამინახა რომ ვტიროდი. რა სირცხვილია! "ვიღაცის" წინაშე ვიტირე. ამ დროს საკუთარი თავი შემზიზღდა და ზუსტად ვიცოდი რომ დღეიდან გულთან არავის მივიტანდი.
დიდი დრო გავიდა, მაგრამ არასდროს დამვიწყებია.სულ თვალწინ მედგა ჩემი სახე, ღმერთო როგორი უსუსური და უძლური ვიყავი იმ წამს...თავი ვერ შევიკავე და ვიტირე...
ვიტირე...გესმით?!. მე ვიტირე...
ახლა ყველაფერი ძველებურად გრძელდება, სწავლა დავამთავრე,სამსახურიც ვიშოვე,არქეოლოგი ვარ...ჩემი ბავშვობის ოცნება ავიხდინე! არქეოლოგი გავხდი...
ალბათ არ გაგიკვირდებათ თუ გეტყვით,რომ პარტნიორის გარეშე ვარ,ისევ...
ალბათ მალე მოვკვდები.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent