ორი ცალი !
წვიმს...გაზაფხულის ცა მოღრუბლულა, წვეთები ხმაურით ეცემა მიწას და ოთახში, ერთი შეხედვით, გამეფებული სიმშვიდე ირღვევა... ფანჯრის რაფაზე შემოსუპებულ გოგოს თითები ცხელი შოკოლადისთვის შემოუვლია, თვალები დაუხუჭავს და მუსიკის ჰანგებში ჩაკარგულა... რაღაც უცხო, მხოლოდ მისთვის არსებულ სამყაროში ჩაკარგულა და ყოფიერების განცდა დაუკარგავს. თვალწინ კადრებად მიჰყვებოდა პირველი თვალისმოკვრა, განცდები, აი ის, ახლა უკვე სევდიანი ღიმილისმომგვრელი წამები, როდესაც საკუთარ თავსაც კი არ უტყდებოდა „უცხო ადამიანის“ მნიშვნელობას, მის სიძვირფასეს... გაახსენდა და გაეღიმა, სევდიანად, მაგრამ მაინც ბედნიერების განცდის ნაპერწკალი იგრძო... გაახსენდა - ზღვის ნაპირი... კენჭებით გადმოცემული განცდები... უცნაური სიმშვიდე მწარე მონატრების კვალი რომ შერევია... ნელ-ნელა განსაკუთრებული სინაზით აწყობდა ქვებს, თითქოს რომელიმე რომ არასტანდარტული შეჰყოლოდა, ამით სამყაროს დაანგრევდა... გაახსენდა და გაეღიმა, რა ბავშვური იყო მაშინ, მაგრამ იყო, რატომ?!... ახლაც, ხომ იგივენაირად უდგება მასთან დაკავშირებულ ნებისმიერ გრძნობას.... ხელში ლამაზი ფორმის ქვა მოჰყვა და ამით გახარებული უფრო მონდომებით შეუდგა თავის საქმეს... თანდათან უჭირდა სასურველი ზომის ქვების მოძიება, ზოგს რას უწუნებდა და ზოგს რას... დაანგრევდა კი ეს ცოტა უცნაური ქვის მიერთება მის “შედევრსს“ ?! დაანგრევდა, მაგრამ არა ყველასთვის ხილულს და შესაგრძნობს, მხოლოდ მისას დაანგრევდა... უხეშად მოისროლა ქვა და მთელი გულით შეუდგა სასურველის ძიებას... მაშინაც მუსიკის ჰანგებში ჩაკარგულიყო, უსმენდა და თითოეული სიტყვა გულის გავლით სულამდე აღწევდა, ხანდახან ზღვის ტალღებს გახედავდა და ღრმად შეისუნთქავდა ზღვის მონაბერ ჰაერს... ვერც იგრძნო როგორ წამოადგა ვიღაც მისთვის უცნობი პიროვნება, მყუდროება დაურღვია და მისთვის ყველაზე სულელური კითხვები დაუსვა - რას აკეთებ ? რა წერია ? ვისთვის ? გგონია, ამას ვინმე იმსახურებს ?... არ ჩერდებოდა უცნობი და გოგონასაც თანდათან ნერვები ეშლებოდა, უნდოდა კარგად გამოელანძღა არამკითხე მოამბე, მაგრამ ბავშობიდან ღრმად ჩანერგილი ზრდილობა აკავებდა, მხოლოდ აბეზარი ადამიანი მოეშორებინა და ზედმეტი არ დასცენოდა.... ერთადერთი უთხრა - დიახ ღირს! ამაყად , სიმტკიცე შერეული ხმით და იგნორისგან დაღლილი უცნობიც მალევე გაეცალა.... “დიახ ღირს! იმ ერთს თუ იპოვი ან უბრალოდ შორიდან შეიგრძნობ, დიახ ღირს!“ - ფიქრობდა გოგონა და უფრო მეტი სიყვარულით განაგრძობდა ქვებისაგან სხვებისთვის გაუგებარი მისთვის კი ღრმა მნიშვნელობის მქონე სიტყვის დაწერას.... დაწერა, არაქათ-გამოცლილი ჩამოჯდა სხვებისთვის გაუგებარ წარწერასთან და თვალები ლურჯ, კამკამა ცას მიაპყრო, საყვარელი მუსიკა ჩართო და ბედნიერი გადაეშვა ოცნების სამყაროში... წვიმის წვეთების წკარუნმა ფიქრებიდან გამოარკვია, მზერა მომტირალ ცას გაუსწორა და გაეღიმა, ხანდახან ხომ ღრუბლებიც ტირიან... ტირიან ხშირად, მთელი გრძნობით თითქოს სიმარტოვის განცდის გამო....იშვიათად კი ღრუბლებიდან იჭყიტება კაშკაშა მზე და თავის სითბოს უზიარებს მარტოობისაგან მობუზულ ღრუბლებს... გოგონაც ასე გრძნობდა თავს.... ტკივილი ... მონატრება ... სევდა ... ხანდახან კი ისეთ უჩვეულო, საუცხო ბედნიერებას იგრძნობდა, რომ სწორედ ამ მომენტის გამო მზად იყო მშვიდად აეტანა სიძნელეები ... აეტანა ყველაფერი, სანამ არ მიუახლოვდა მისთვის სანუკვარს, მანამ, სანამ არ შეძლებდა მაგრად შემოეჭდო ხელები, განაბულიყო მის მკლავებში და შეეგრძნო მსოფლიოში ყველაზე საყვრელი ხმა, მისი გულის ხმა.... მანამდე, სანამ არ იარსებებდა ორი ცალი, ორი გული, ორი ფეთქვა ერთ მთლიანობად ... |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.