შენს გამო
გაზაფხულის სუსხიანი საღამო იყო... ვერცხლისფერი მთვარე მედიდურად დაჰყურებდა ქალაქს...მეგონა ვერავინ ამჩნევდა პატარა ბურთულას და თანაგრძნობით ვუმზერდი მას. წვიმის წვეთები მანქანის მინებს ეხეთქებოდნენ,შემოსვლას ლამობდნენ მაგრამ უღონოდ ეცემოდნენ.საოცარი სურნელი ფანჯრებს მიღმა მაინც აღწევდა და რაღაც ზღაპრულს ქმნიდა ჩემს გარშემო... დაღლილი ხელები ძლივს მართავდნენ საჭეს,რადიოდან გამოსული სევდიანი ბგერები ჩემს თვალწინ ტრიალებდნენ....გარშემო ამ პატარა სივრცეში ჩემი სამყარი შევქმენი..მხოლოდ სიმშვიდე იყო... ტელეფონი განათდა და რამოდენიმე წამში საშინელი ხმაურით დაიმსხვრა ირგვლივ ყველაფერი..''არა'' ''არა'' ჩემი სული საშინლად აფორიაქდა, ვცდილობდი და ვეპოტინებოდი სამყაროს რომელიც რამოდენიმე წუთში შევქმენი... მაგრამ უკვე გამქრალიყო....სხვა გზა არ მქონდა , ტელეფონი ყურთან მივიტანე -ლაშა სად ხარ?-ანას წკრიალა ხმა ძლივს მესმოდა ხმაურში -5 წუთში მანდ ვარ-ჩემი ბოხი ხმა 2 საათიანი დუმილის შემდეგ საშინლად დაძველებულიყო. -მანდ რა ხმაურია?- -მალე მოდი-გაიცინა და გამითიშა. -ესღა მაკლდა საშინლად დაღლილი ქალაქიდან წამოვედი დასასვენებლად და...-როცა შევნიშმე რომ ჩემს თავს ველაპარაკებოდი გავჩუმდი. რადიო ჩავრთე და ბგერებმა ისევ ჩემს გარშემო დაიწყეს ტრიალი... |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.