ღამე მშვიდობის
ვარსკვლავებით მოჭედილი ცა, სავსე მთვარე, ირგვლივ სიბნელე. ნეტა არსებობს რამე ღამეზე უკეთესი? მხოლოდ მეოცნებე ადამიანები გაიგებენ ამას. შუა ღამე. დრო როცა ყველა თავის თავს პოულობს, ყველა ნამდვილია...ვერავინ ემალება საკუთარ თავს.ყველაზე "ძლიერი" ადამიანიც კი ბალიშს ამოფარებულია და ტირის. ალბათ იმიტომ რომ ახსენდება ყველაფერი : ვის რა დაუშავა, ვინ რა დაუშავა...ახსენდება ძველი ადამიანები, მათთან გატარებული თითოეული წუთი. ზოგიერთი კი (მაგალითად მე ) შუაღამის სამ საათზე ჩვენს ცხოვრებაზე ჩავფიქრდებით.ეს არ იქნება არც მონატრების,არც სიყვარულის,არც შეცდომების და არც მსგავსი რამის ფიქრები...ეს იქნება უბრალოდ ცხოვრებაზე ჩაფიქრება. რას ელოდი, რა მოხდა, რას ელოდები, რა მოხდება. ჩაფიქრდება და მიხვდები რომ მთვარი ცხოვრებაა, მთავარია რომ არსებობ,სუნთქავ,მოძრაობ. ღამე ჩემთვის ყველაფერია. ვწევარ და ვფიქრობ არ არსებობს იმაზე მეტი სიმშვიდე,იყო უცხო ამ სამყაროსთვის,იყო-არავინ. მარტოობით გადაღლილი რომ "დაეგდები" საწოლზე და შუაღამის ოცნებები გიტაცებს. ხანდახან ერთი - ორი ცრემლიც დაეცემა ხოლმე შენს ბალიშზე,მაგრამ უმკლავდები,სხვა რა გზაა... ზოგისთვის ღამე შვებაა,ნეტარებაა. არაამქვეყნიური სიამოვნება. გათენდა. მზეს ვემალები,ისევ ვწერ და ველოდები ღამეს. ჩემს ღამეს. ღამე მშვიდობის! |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.