ყოველ ღამე
ყოველ ღამე ღიად ვტოვებ მე ჩემს სარკმელს და დაგინთებ მანათობელ, უძლევ სანთელს... ჩემს სარეცელს ვეღარ ვხედავ სიყვარულით გამთბარს, ვერ გაღვიძებ ალერსისგან უკვდავებით დამთვრალს! ყოველ ღამე მთვარის შუქზე ოცნებებში გნახავ, დღის შუქზე რომ ვერ გპოულობ, განუწყვეტლივ გხატავ... ვერ გიყურებ ლანდად ქცეულს და წამივით გამქრალს, გამობრწყინდი... სიყვარულით მოეხვიე ამ ქალს! ყოველ ღამე მონდომებით გაკოწიწებ ქარში, თანდათან კი მეპარება მღელვარება ხმაში; გაწყობ ჩემში წვიმის მკრთალი მოგონების მძივით და დაგყვები მე მზეების უხვი, ნაზი სხივით! ყოველ ღამე კმაყოფილი დააბიჯებ სულში და ამაყი იერსახით გადმომხედავ წუთში, ღიმილივით ეფინება ფაფუკ ტუჩებს შუქი, ჩრდილებიც კი ანათებენ, თუმც ღამეა მუქი! ყოველ ღამე ოცნებებით იფარება წუთი და გაურბის უკვდავებას დაქანცული სული... და ბნელში მდგომ მოჩვენებას ავუარე გვერდი, შევაშინე, გავაქციე, შევუცვალე ხვედრი! ყოველ ღამე იწვერება ეს ჭაღარა მთვარე, დამცინის და მეკითხება: დღეს რატომ არ ნახე? უცილობლად დაგთამაშებს ვარსკვლავები თავზე, მე კი ისევ ობლადა ვარ, ვიძინებ შენს ხმაზე! ყოველ ღამე მე ჯიუტად სარკმელს ოხვრით ვაღებ, ველოდები როდის მეტყვი: მომეშველე, ვაგებ! გახვევია ირგვლივ ქალთა კრებული და მარტი, მოშორებით ეშაფოტთან ოხრავს შენი ბარტყი! ყოველ ღამე გულში ოხვრად შემორჩენილ სევდას უკუვაგდებ... ოცნებების ვიწყებ თვლას და დევნას! სიო ბუბნის მარტოობით გადაქანცულ ტუჩებს, ოქროს ძაფით ამოვკერავ ჩვენს დაფლეთილ გულებს! ყოველ ღამე ეულ სხეულს ახალისებს ცაზე მნათობების ერთი წყვილი... კარი ნუ ჩარაზე! როგორ მიყვარს შენთან ერთად ხეტიალი გზებზე, შენს სუნთქვაში შემოჭრილი ფორიაქი ჩემზე! ყოველ ღამე დაფანტულ და კვლავ ნაგროვებ აზრებს ვერ იტვირთავს არსება და უანგაროდ გაძლევს, გულში დარდად გადადნობილ მონატრების წუხილს დაუფარავს დღის სინათლე, მოსდებია სურვილს! ყოველ ღამე ისევ ისე ლაღად ირიჟრაჟებს, საოცარი ოცნებები კვლავაც იკიაფებს და ახდება... გაიმარჯვებს სიყვარულის წუთი! იზეიმებს გადაღლილი და ნათრევი სული! |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.