შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სულით ავადმყოფები


22-06-2016, 23:30
ავტორი beqaloxishvili
ნანახია 1 739

ნებისმიერი თვითმკვლელი, თავს
მხოლოდ და მხოლოდ სიცოცხლის
წყურვილის ნიადაგზე იკლავს.

ო, ღმერთო ჩემო, როგორ მიყვარხართ, თქვენ, სულით ავადმყოფებო და ჩემსავით დაცემულნო სადღაც ქვესკნელში, როგორც ყოველი რელიგიის ბოროტი ანგელოზი. მე გხედავთ თქვენ სადაც არ უნდა იყოთ – მეტროებში, მიწისქვეშა გადასასვლელებში, ვიწრო ქუჩებზე, სიმყრალეში, გაჭირვებაში, რეალობასა და არარეალობის შორის გავლებულ ზღვარზე – და ღმერთმა დამწყევლოს თუ ვცრუობდე, როცა ვამბობ, მთავარანგელოზებს გავხართ–მეთქი. სწორად ასე, მე თქვენს მხრებზე ვხედავ უზარმაზარ ფრთებს და არამარტო ჩემთვის, ღმერთისთვისაც ხელოვნების ნიმუშები ვართ; ამას ვგრძნობ. ვგრძნობ! ვგრძნობ! ვგრძნობ, თუ როგორ იმალება ღმერთი ჩვენში და სერაფიმები მიამბობენ, რომ ეს სამყარო ჩვენია, რომ სადღაც სიშორეზე მზე, ჩვენს გამო ანათებს. და ჩვენში, მეძავებო, გიჟებო, შეშლილებო, უბედურებო, თვითმკვლელებო, მკვლელებო, ახალგაზრდა მოხუცებო, მომაკვდავნო, ობლებო, მარტოსულებო, მათხოვრებო, მაწანწალებო, სიყვარულს მონატრებულებო, დიდო ბავშვებო და ჩვილო მოხუცებო, პედოფილის მსხვერპლებო, მონებო, ბრმებო, დრამატურგებო, უღმერთოებო, დეისტებო, ფანატიკოსებო, ჭურჭლის მრეცხავებო, ამპარტავნებო, პატრიოტებო, აფრეკელებო თუ ამერიკელებო, უმუშავრებო, მახინჯებო, მსუქნებო, – დღე და ღამ გახდომას რომ ცდილობთ – კიბოთ დაავადებულებო, მოწყურებულებო, მყრალებო, იცით რა მომწონს? ღმერთობა თუ ქალღმერთობა. მაგრამ, ჭეშმარიტედ ღმერთები, ან ქალღმერთები რომ ვიყოთ უსასრულო სივრცეს კვლავინდებურად უსასრულო სიმკვრივედ გარდავქმნიდით და ასე მოვისვენებდით და მოვასვენებდით ყველა მოაზროვნე არსებას, რამეთუ ჩვენ უხსოვარი დროიდან მოყოლებული ვიცით, რომ ნეტარება და ყოველგვარი ბედნიერება არ არსებობაში იმალება. ჩვენ რომ სამყაროს მმართველები ვიყოთ, არაფერი იარსებებდა გარდა ამ არ არსებობაში გაჟღერებული მწუხარებუს გამომხატველი კლასიკური მუსიკა. და მანამდე, სანამ მიწაზე ვკვდებით, ცრემლებითა და სიგარეტის კვამლით ვავსებთ ამ ესეოდენ მშვენიერ პლანეტას. კაცობრიობასაც არ ვაკლებთ მრავალფეროვნებას, რამეთუ ჩვენს მხრებზე ჭეშმარიტი ხელოვნება დგას. არამც და არამც, ჩვენ არ დავუშვებთ ჩვენი ეს ჭირი მოვდოთ სხვებს, ჩვენგან განსხვავებით ბრმებსა და ბედნიერებს. იყვნენ! იყვნენ ბერები, მონაზვნები, კერპთაყვანისმცემლები, ჩვენი მკვლელები, ომის წამოწყების მსურველნი, მწამებელნი, ყოველი ღმერთის მკვლელები, ფერადკანიანებისა და ებრაელების მოძულენიც კი, თუ რა თქმა უნდა ეს მათ ბედნიერებას ანიჭებთ. ჩვენ კი, დავრჩეთ ჩვენს ადგილას. განვაგრძოთ სეირნობა ტყეებში და ზღვის ნაპირას, ღამის ქუჩებში და ნაგვებში. ვიხეტიალოდ ყველგან, სადაც კი ბუნების კანონი გაგვიშვებს, რამეთუ ჩვენი სახლი, არცერთ პლანეტაზე არ მდებარეობს. და ბოლოს, მოვკვდეთ ღმერთებივით: მატარებლის რელსებზე, საშხაპეში, დივანზე, გზაზე, თოკზე, სახურავებზე, ტყეებში, ზღვებზე.
ღმერთი თუ არა, ალბათ ბუნება, ან რაღაც საიდუმლოება განაგებს ჩვენ სიმარტოვეს. როგორც წესი, რაღაც ინდიგოსებური არსებები, ანუ ჩვენ, ვერასოდეს ვპოულობთ მონათესავე სულებს, ამის გამო კი, ყოველი პრობლემის გადატანა, გვიორმაგდება, ან გვიასმაგდება. ხოდა, ეს არის ჩემი ფიქრის საფუძველი: უზენაესი ბოროტად გვეთამაშება. მაგრამ, ლოგიკა არ მაძლევს იმის თქმის საშუალებას, რომ მოსვენებას ვერასდროს ვერ ვიგრძნობთ. ხო, როცა იქნება მოხდება რაღაც გადატრიალება და გავფრინდებით. უეჭველად, უეჭველად გავფრინდებით და გრავიტაციის შემაწუხებელ სიძლიერეს ვეღარასოდეს ვიგრძნობთ.
ჩვენ ერთმანეთს ყოველდღიურად გვერდს ვუვლით. სადღაც მივდივართ, მაგრამ არ ვიცით სად. ხო, არ ვიცით რატომ დავდივართ სკოლებში, უნივერსიტეტებში, სამსახურებში. იცის კი არ ვიცით, რატომ გვაქვს ფეხები, როცა შეიძლება გვქონდეს ფრთები და მივფრინავდეთ უსასრულობისგან შორს. მაგრამ, მე ღმერთმა შემიწყალა, ჩემთვის უმნიშვნელოვანესი ნიჭით დამაჯილდოვა და როგორც არ უნდა გამოიყურებოდეთ, ერთი შემოხედვითაც გცნობთ. ვცნობ თქვენ დამწვარ სახეს, ვცნობ ნაღვლიან თვალებს. ყოველთვის მიაბიჯებთ ნელა და თქვენ მახლობლად ყოველჯერზე შემინიშნავს ლანდი, ღმერთის ან ანგელოზის, ეშმაკის ან ალტერ ეგოსი. სულ სხვადასხვანაირი გარეგნობა გაქვთ. ერთმანეთს თვალებით, ან უიმედობის გამომხატველი ღიმილით გავხართ. მე ვხედავ თქვენ შრამებს, სვირინგებს და ცრემლებს. დღისით უყურებთ მიწას, ღამით კი ცას, სადაც, ღმერთმა დასწყევლოს, დღესაც კი მთვარეა; მთვარე, ჩვენი მსგავსია. მოჩვენებებს გავხართ, მგლოვიარე მოჩვენებებს და მიდიხართ, მიუყვებით ვიწრო ქუჩებს, მაგრამ სად გაჩერდებით, ღმერთმანი, ეს თავადაც არ იცით.
მე თქვენ მიყვარხართ, სულით ავადმყოფებო. მე თქვენს მხრებზე ფრთებს ვხედავ. და სადაც არ უნდა იყოთ, ქუჩებში, მატარებლებში, სახლებში, ჯოჯოხეთში, თუ ფსიქიატრიულ კლინიკაში, აუცილებლად დადგება დღე, როცა მოხდება გადატრიალება და ჩვენ გავაცოცხლებთ ქრისტეს. დადგება დღე, როცა უდაბნოში გამეფდება მარადიული ღამე, დღე და ღამე, მანამდე კი, ქრისტეს შევთხოვ, თუ არ არსებობს, ჩვენ გამო მაინც იარსებოს.
მე მესმის ყოველი თქვენგანის მუსიკა.



№1  offline მოდერი Tako Tako_2

რა საინტერესოა

 


№2  offline წევრი kakulia

ლამაზი ჩანახატია heart_eyes

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent