შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ქუჩის მეორე მხარეს


24-06-2016, 10:55
ავტორი ami
ნანახია 1 606

დილის შვიდი საათი..
როდემდე უნდა მეღვიძებოდეს ამ სიცარიელისგან სავსე ოთახში?
აღარც ყავა მინდა, მხოლოდ სიგარეტს მთხოვს ფილტვები და მეც ხათრს არ ვუტეხავ. სამი დღის მარაგს ნახევარ საათში ვურიცხავ ბანკომატივით.
რატომ?
რაღაც ხომ უნდა იყოს კმაყოფილი ჩემში, თუნდაც ფილტვები.
ბოლო ნაფაზს ვურტყამ, საფერფლე სასვეა, ამიტომ ვცდილობ ფანჯრიდან ვისროლო. დაახლოებით ვიცი სად დგას ურნა - ზუსტად ჩემი ოთახის ფანჯრის ქვეშ. ვისვრი სწრაფად, ვდგები ფანჯარასთან, მივრბივარ და ვხედავ კატას, რომელიც ზევით იყურება დაჭყეტილი თვალებით. გამეცინა, კატასაც კი დასცინის ბედი. ალბათ ფიქრობდა, ნეტავ სოსისი დამეცემოდეს თავზეო. უცებ მართლა ეცემა, ოღონდ სოსისი კი არა, სიგარეტის ბიჩოკი. სამზარეულში შევდივარ, მაცივრიდან ცივ წყალს ვიღებ. ასე ვარ, შუა დეკემბერშიც არ შემიძლია ონკანის წყლის დალევა, აუცილებლად მაცივრის უნდა იყოს.
გარეთ გავდივარ, ქუჩის მეორე მხარეს, ბოლოში პატარა გასასვლელია. გავდივარ და პირდაპირ ლიანდაგებზე ამოვყავი თავი. ჩემი მეორე სახლი (ზოგჯერ პირველიც), მივყვები ლიანდაგებს და ვფიქრობ, რა ძნელია 21-ე საუკუნეში გაუგო ბიჭს, რომელიც წერს. მატარებელი მოდის, უცებ ერთი აზრი ამეკვიატა, გადავიდე თუ არა რელსიდან? მატარებელი კი მიახლოვდება, სულ რაღაც რამდენიმე ათეული მეტრია ჩემსა და მატარებელს შორის. ერთი ნაბიჯი და რელსიდან გადავდივარ. ვხედავ მემანქანის შეშლილ თვალებს და მეცინება.
უკან ვბრუნდები. როდემდე უნდა ვბრუნდებოდე ამ სიცარიელისგან სავსე ოთახში? რა მარტივია ზოგჯერ გიყვარდეს, ან უკან რატომ ვბრუნდებით ხოლმე? ან საერთოდ რა არის სიყვარული, მიჩვევა? აკვიატება? თავი მისკდება. ერთი ვედრით ციტრამონი რომ მქონდეს, კოვზით შევჭამდი..
ავდივარ ოთახში, ვწვები. სიგარეტის ბიჩოკს ვისვრი, დაახლოებით ვიცი სად დგას ურნა.. სწრაფად მივბრივარ ფანჯრისკენ, ვიხედები და ვხედავ კატას, რომელსაც პირში სოსისი აქვს და სულ ოთხ ფეხზე კიდია ჩემი ნასროლი სიგარეტის ბიჩოკი..



№1  offline წევრი kakulia

ლამაზი ჩანახატია heart_eyes

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent