მე - 23
დღეს გადავწყვიტე მეათასეჯერ მეცადა რამის დაწერა.რატომ ? ზუსტად არ ვიციი... ამ თავში ამდენი არეული აზრის დალაგება მინდა ალბათ .დიდი ხანია ვერავისთან ვლაპარაკობ ამ აზრებზე, ვერავისთან ვიცინი გულიანად.ჩემი ცხოვრება მუცლად მყოფი ბავშვის ცხოვრებას გაქვს.. რომელიც უბრალოდ არის, ხანდახან კი გაიქნევს ხოლმე ხელ-ფეხს მაგრამ მაინც მთელი თავისი პატარა არსებით ელოდება იმას, თუ როდის მოევლინება ქვეყანას.. ბოლო თვეებში ვარ..სადაცაა გავჩნდები და მაინც სიკვდილის მეშინია.ყოველ დღე გზაზე გადასვლისას შორიდან მომავალ მანქანას ვუყურებ და ვფიქრობ ახლა რომ დამეჯახოს??? და ეგრევე ამოხტება ჩემს გონებაში უამრავი მომენტი რის გამოც დღეს სიკვდილი ძალიან არ მინდა. მინდა დავიბადო. გუშინ რამდენიმე თვით უკან დავიწიე, ჩემი ერთი 19 წლის ნაცნობის სიკვდილის ამბავი რომ გავიგე. საერთოდ ესე ვარ ხოლმე...ვგლოვობ ჩემთვის შინაგანად .... თითქოს ჩემი უახლოესი ადამიანი გარდაიცვალა ისე ვგლოვობ..თუმცა სიტყვით მხოლოს იმას ვიტყვი, რომ ძალიან ცუდია, მეწყინა. არადა შეიძლება გავიდე სადმე და ბევრი ვიტირო..რომ მკითხო საიდან იცნობდიო - გეტყვი რომ არ ვიცნობდი, უბრალოდ ვიცოდი, რომ არსებობდა და ახალ ვიცი რომ არ არსებობს..წლები შეიძლება გავიდეს და არ დამავიწყდეს.ამიტომ არ მომწონს ახალი ნაცნობები..რაც მეტი ნაცნობია მით მეტი სიკვდილის ამბავის გაგება მიწევს..დასაწყისში რაღაც სუნს ვგრძნობ ეს სიკვდილის სუნია...შინაგანად ვეთხოვები თუნდაც ერთხელ ნანახ ადამიანს..ვეგუები იმას რომ ის აღარ არსებობს..თან საკუთარ სიკვდილთან ვაიგივებ და ვფიქრობ ნეტავი ვინმეს, ასე უცნობს ,ერთხელ რომ ვყავარ ნანახი თუ დასწყვეტს გულს ჩემი სიკვდილი???? ეს იმ კითხვებთა რიგშია რომლის პასუხიც მხოლოდ სიკვდილის სანაცვლოდ შეიძლება მიიღო, მაგრამ მიიღებ თუ არა ესეც უცნობია და გარისკვა რამდენად ღირს ეს ჯერ არ ვიცი. ხოდა მთელი დღე გლოვაში გავატარე. ფერებიც კი მაღიზიანებდა რომელსაც გარეთ გამოსული ჩემს პატარა ხეეებიან და ბალახიანს სამყოფელში ვხედავდი.ასეა აქ მოვდივარ ყოველთვის როცა ძალიან მტიკვა...როცა არავის ნახვა არ მსურს და როცა მინდა ბევრი ვიტირო.ამ ბოლოს დროს ერთ დასკვნამდე მივედი ტირილი მიყვარს..საოცარი სანახავი ვარ 23 წლის გოგო პატარა ბავშვივით ,ხმით რომ ვტირი, სახე პატარა ბავშვივით რომ მაქვს დაჯღანული და ლოყებზე ცრემლების კვალი რომ მაქვს დარჩენილი..ისე ვტირი ასე მგონია გულს ამოვიგლიჯავ ამდენი ტირილით..ახლა მახსენდება რამდენიმე წლის წინ პირველად რომ გამიჭირდა ძალიან - მაშინაც აქ მოვედი და ვფიქრობდი რა გამეკეთებინა.. რითი გამეყუჩებინა ეს ტკივილი. წავედი და სიგარეტი ვიყიდე..ისეთი სასაცილო ვიყავი 17 წლის ბავშვი სიგარეტის სუნზეც ხველება რომ მიტყდებოდა და არც ერთი სიგარეტის დასახელება რომ არ ვიცოდი, მაღაზიაში შევედი და პირველივე რაც დავინახე ის ვიყიდე.თან ისე ვნერვიულობდი თითქოს მსოფლიო დანაშაულს ჩავდიოდი..მაშინაც აქ მოვედი და დავიწყე მოწევა ძალიან არ მომწონდა საშინლად ვიჯღანებოდი,მახველებდა ენა სულ დამეწვა მაგრამ ამინც ვეწეოდი...1 საათში 1 კოლოფი რომ მოვწიე წავედი და კიდევ ვიყიდე და კიდე ერთი კოლოფი მოვწიე.ყოველ ღერზე უფრო და უფრო მეტად მეზიზღებოდა ჩემი თავი და მივხვდი რომ მე სტრესში რომ ვარ უბრალოდ უარესს და უარესს ვუკეთებ ჩემს თავს..ალბათ კარგიც არის ასე სულელურად რომ მოვიქეცი მაშინ..იმის მერე ზუსტად ვიცი არასდროს არ მომინდება სიგარეტის მოწევა. მივხვდი რომ სიგარეტი სტრესს კი არ მიხსნის პირიქით მიმატებს. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.