შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ვერ შეძელი


24-06-2016, 20:12
ავტორი მოლურჯო
ნანახია 1 506

შეცდომებს არ პატიობენ ადამიანებს
ხოდა არც მაპატია
რამდენი წელი გავიდა ბარბარა
რამდენი?!
რამდენი წელი გავიდა რაც შენ ჩემს გვერდით აღარ ხარ?
იცი რა რთულია გიყურებდე როგორ ემეგობრები სხვას
როგორ ჩვეულებრივად მივლი გვერდს
რამდენჯერ გთხოვე რომ გეპატიებინა
მაგრამ ვერ შეძელი პატიება
ვერა
რამდენჯერ მითქვია შევიცვლები თქო მაგრამ ვერ დაიჯერე
ვერა
რამდენი წელიც არ უნდა გავიდეს
რამდენჯერაც არ უნდა შემხვდე
მაინც ვინანებ
იმ საქციელს ვინანებ
უჭკუო ბავშვმა რომ დავუშვი
ვერც გავიაზრე
ახლა მივხვდი
ახლა მეტკინა
ახლა მივხვდი რა რთულია
სხვებს აძლევდე რჩევას
სხვებს ეხმარებოდე
სხვებს უყვარდე
სხვები გაძლევდნენ რჩევას
სხვები გედნენ გვერდში
და მე არა
უბრალოდ ვერა
იცი მე რომ შენს ადგილას ვყოფილიყავი
არც მე ვაპატიებდი
ვერ ვაპატიებდი
შევიცვალე
მაგრამ გვიან
იმდენად გვიან რომ აზრი აღარ აქვს
იყავი სხვებთან ერთად
იყავი იმ ადამიანებთან ერთად ვინც დაგიმსახურა
და არა ჩემნაირებთან
რამდენი წელი გავიდა
რამდენი
გავიზარდე უკვე დიდი გოგო ვარ
შენც გაიხარდე
უფრო გალამაზდი
უფრო შეგეცვალა ხასიათი
უფრო თბილი გახდი
უფრო კეთილი გახდი
მაგრამ აზრი აღარ აქვს მორჩა
ყველაფერი მთავრდება
მაგრამ ეს ყველაზე მალე მორჩა
რაც ყველაზე მეტად მინდოდა სულ ყოფილიყო



№1  offline წევრი kakulia

ლამაზი ჩანახატია heart_eyes

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent