შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

დღიურიდან...


26-06-2016, 17:03
ავტორი მარიამი019
ნანახია 1 606

26//06/2016 16:36

ალბათ, დღეს იმაზე მარტო ვარ, ვიდრე აქამდე ვყოფილვარ.
შუადღის თითქმის ხუთი საათი, ბეთჰოვენის მთვარის სონატა, დღიური და კალამი.
დღეს ჩემი თავიც არაა ჩემთან.
ასე მარტო ვარ, ნუ გიკვირთ…
ვერ გაიგე?… არაუშავს,ბედნიერი ყოფილხარ…

ეს ნაწარმოები სულში შემოდის...ჩამითრია.

მაგიჟებს.
მეორედ ვუსმენ, მაშინ შედარებით პატარა ვიყავი,დაახლოებით ხუთი წლის, დეიდაჩემი უკრავდა.
დღეს ისევ პატარა ვარ, 15 წლის…
მას შემდეგ 10 წელი გავიდა.
გესმით?

10 წლის შემდეგ გამახსენდა,
ნეტა რად მინდა?
მგონი ვკვდები… ან იმდენად მარტო ვარ,რომ მეტი აღარ შემიძლია.
ღმერთო რა მჭირს?! ვამბობ ,რომ არავინ არ მინდა მაგრამ ვწუწუნებ რომ ახლა მარტო ვარ. სულ ასეთი გაურკვევლობა გვაქვს მე და “მე”-ს.
მას ადამიანები სჭირდება...სიცილი,გართობა,ხალხმრავლობა უყვარს…
მე… მე მარტო ყოფნა მირჩევნია, კალამი და დღიური. მეტი არაფერი. ყველასგან შორს ყოფნა მინდა.
ხალხი მომბეზრდა.
ვერ წარმოიდგენთ როგორ ვეღარ ვიტან ამ ხალხს,ადამიანები მძულს. ხო მძულხართ,მიზეზი? ამას რა ნამუსით კითხულობთ?
მგონი არც თქვენ გეხატებათ ესენი გულზე,ხო? მაგრამ,რას იზამთ , მაინც ყველასთან ხართ...მარტოობის გეშინიათ.

ეჰ.
ხო ვიცი,ფიქრობთ,რომ დეპრესიული,გიჟი მოზარდი ვარ, მოდას აყოლილი ანტისოციალური თხუთმეტი წლის გოგო, ხო ასეა?
ეჰ.
ცდებით…
კარგად ვარ, იმდენად კარგად რომ ადამიანები არ მჭირდება. არ მჭირდება ხალხი რომელიც პირში მიცინის,ზურგს უკან მჭორავს. არ მჭირდება ხალხი რომელიც ჩემში მხოლოდ ცუდს დაინახავს.არ მჭირდება გესმით?
ეჰ.
დღიურო,მხოლოდ შენ გესმის ჩემი.


კარგად ვარ, იმდენად კარგად რომ არ მჭირდებით.
ადამიანები არ მჭირდება.
მხოლოდ მე,კალამი და დღიური.
მორჩა.

26/06/2016
16:56



№1  offline წევრი Havai

depresiuli giji mozardi ici ramdeniaa? magalitadme :D <3

 


№2  offline წევრი მარიამი019

Havai
depresiuli giji mozardi ici ramdeniaa? magalitadme :D <3

სასიამოვნოა :დ ^^

 


№3  offline წევრი kakulia

ლამაზი ჩანახატია heart_eyes

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent