ცარიელი
ყველაზე დიდი საშინელება ცარიელ ადამიანად ყოფნაა,როცა არავის უცდი,არავის მოსვლას ელოდები და არავინ გელოდება.. ცხოვრების ის ეტაპი დგება,როდესაც სულ მარტო,შიშველი ფეხებით უნდა იარო ბევრი,ძალიან ბევრი... ათასნაირ სახეს შეხვდები, უამრავ ამოფარებულ ნიღაბს რომ ჩასჭიდებია და ვერც კი გაუგია სინამდვილეში რას წარმოადგენს, რა როლი აკისრია ამ სამყაროში.. ცხოვრების იმ ეტაპს მიადგები ნელ-ნელა, რაც ყველა ადამიანში შიშს იწვევს.. ეს ეტაპი წარსულის გახსენება და მოგონებებია... როცა აცნობიერებ,რა გაგიკეთებია და რა არა, თუნდაც ვერ... ზუსტად იმ ”ვერ”-ზე დაგწყდება უზომოდ და გაგეხლიჩება გული, რადგან იფიქრებ,რომ თურმე შესაძლებელი იყო მისი რეალობად გადაქცევა და შენ გაიქეცი, თავს გაექეცი, არ აღასრულე, რაც ასე სულმოუთმენლად გინდოდა... ყველაზე მტკივნეული და გასაგიჟებელი იქნება ამ ყველაფრის აღიარება, თუმცა სხვა გზა აღარც დაგრჩება... შემდეგ,თითქოს გულზე მოგეშვება, გაიფიქრებ,რომ არც ახლა არ არის გვიანი, თუმცა რეალობას ჩახედავ ზუსტად მაგ დროს ”თვალებში” და ყველაფრის პასუხს მასში ამოიკითხავ, რომ ძალიან დაიგვიანე... რომ უზომოდ ბევრი დრო გაფლანგე,... ყველაზე მტკივნეულ პასუხს გაიგებ, დაიგვიანე... შანსი გქონდა და შენ დაიგვიანე.. ის მარტოდ დარჩენილი მოხუცი,რომელსაც ახლა იხსენებ,ის ახალგაზრდაა, რომლის თვალებიც ასე ძალიან გიყვარდა,რომლის თვალებიც ყოველთვის შენ გიცდიდა.. შენი ადამიანია,შენად დარჩენილი ის ნაოჭები,რომელიც მას ასე ძალიან ალამაზებს, წარსულის ანარეკლია, წარსულმა დაატყო ის ტკივილი,რაც შენი წასვლის შემდეგ თან ყვება.. ახლა ნანობ?! შენში სინანულის გრძნობამ იფეთქა,თუმცა რაღა დროს? რა-ღა დროს?! ის ზუსტად ის მოხუცია, რომელთანაც ასე ძალიან დაიგვიანე.... |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.