მე და შენ.გახსოვს?!
თითქოს შენი დანახვისას დრო ჩერდება,თითქოს ყველაფერი ქრება ამ სამყაროდან ან იქნებ ჩევნ გადავდივართ უსასრულობაში?! სადაც მხოლოდ ჩვენ ვართ,მე და შენ! გესმის?! მხოლოდ მე და შენ,თუ გინდა შენი ძაღლიც წამოიყვანე და წავიდეთ სადმე...შორს...მხოლოდ მე და შენ.ჩვენ! პატარა სახლი გვექნება,შენ როგორიც გინდოდა ზუსტად ისეთი. ორი ველოსიპედი გვეყოლება,ჩემი და შენი.ახლაც,როგორც მაშინ გასწრობანას ვითამაშებთ,შენ რა თქმა უნდა მომაგებინებ,მერე გახარებულზე ჩაგეხუტები. სახლში დაბრუნებისას შენს “საფირმო” კერძს მომიმზადებ.ამასობაში დაღამდება და იწვიმებს კიდეც,გესმის?! იწვიმებს! გარეთ დავჯდებით,პლედს შემოვიხვევთ და თბილად მოვკალათდები. შენ თავი ჩემს მხრებზე გექნება. ასე ჩუმად ვიჯდებით კოცონის წინ,მხოლოდ ჩვენ ორნი. გახსოვს?! სულ მეხვეწებოდი თმის დაწნა მესწავლებინა შენთვის რათა შემდეგ ჩემთვის დაგეწნა. გასწავლი! დედას ვფიცავარ გასწავლი,ოღონდ შენ დაბრუნდი. ახლაც ვდგავარ და გიყურებ,ვერ გეხუტები,ვერ გეფერები,ასე უმოძრაოდ ვდგავარ,დროც კი გაჩერდა. არ გახსოვს?! სულ ვოცნებობდით მთაში წავსლულიყავით,მხოლოდ ჩვენ ორი,მე და შენ. საყვარელო,ყველაფერი ასე სწრაფად რატომ დაივიწყე? ღმერთო,უსამართლობაა, არა?! წარმოიდგინე,მხოლოდ მე და შენ,სადმე,შორს. შენც წარმოიდგინე? ღმერთო ჩემო! შენც წარმოიდგინე. ალბათ შენც გინდა პატარა სახლი,წვიმა,კოცონი,ჩახუტება,ის სკამიც რომელზეც მე გელაპარაკებოდი,დიდი,გრძელი ხის სკამი,ოღონდ მასზე მხოლოდ შენ და ის ადამიანი იქნებით ახლა შენს გვერდით რომ დგას. ალბათ,მეც შორიდან დავიწყებ თქვენს ყურებას,ისევე როგორც ახლა. შენს გვერდით მე უნდა ვიდგე,და არა ის. არადა ჩვენ ხომ ვოცნებობდით?! ასე უცებ დაივიწყე ყველაფერი? აქ არ უნდა ვიდგე და შორიდან არ უნდა გიყურებდა,ახლა შენს გვერდით მე უნდა ვიყო! გესმის?! მე უნდა ვიდგე შენს გვერდით და არა ის. მასაც ისე უღიმი,როგორც მე მიღიმოდი. არ გრცხვენია?! გთხოვ,თმაზე ნუ ეფერები,ამას მხოლოდ ჩემთან აკეთებდი. გთხოვ! გთხოვ! არ ქნა! როგორ შეიძლება ყველაფრის ასე სწარაფად დავიწყება? ღმერთო გთხოვ,უთხარი რამე! გთხოვ! ამას არასდროს გაპატიებ. არ გაპატიებ,რომ დღემდე მიყვარხარ. ბედნიერებას გისურვებთ შენც და შენს ცოლსაც!
|
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.