შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ცხოვრების ილუზია


12-07-2016, 16:51
ავტორი Mika_Reeves
ნანახია 1 580

ჩვენ ვცხოვრობთ სამყაროში რომელსაც საზღვრები არ აქვს,ადამიანს ყველგან მოგზაურობა შეუძლია,ყველაფრის ნახვა,ყველა გრძნობის აღქმა. ჩვენ ვცხოვრობთ სამყაროში სადაც საბოლოოდ შეგვიძლია ვიწამოთ ნებისმიერი ღმერთი,შევიგრძნოთ ბუნების ძალა, გვეშინოდეს გვიყვარდეს,გვენატრებოდეს.
ჩვენ ვცხოვრობთ 21 სქუკუნეში ტექნიკის სამყაროში,ადამიანებს გაცილებით იოლად შეუძლიათ დაუკავშირდნენ ერთმანეთს მაგრამ ასეთი სიმარტოვე არასოდეს უგრძვნიათ. ვამბობთ რომ ვართ განვითარებული თაობა მაგრამ კვლავ განვაგრძობთ დამცირებას კანის ფერის და თვალის ფორმის გამო.
დიახ! ჩვენ ვართ 21 საუკუნის თაობა რომელსაც რეალური ურთიერთობა არ გამოუცდია. ბავშობაში მეგობრებთან ფოტო არასოდეს გადამიღია არც მიმიწერია,არც მათი სტატუსები მომიწონებია.შეიძლება ზოგმა თქვას ეს რა მეგობრობა, მაშინ კი მე გეტყვით:მე გავიზარდე იქ სადაც არ იყო ტელეფონი და მრავალფეროვანი ტექნიკა.მართალია მაშინ მეგობრებისათვის არასოდეს მიმიწერია მაგრამ ყოველდღე ვესაუბრებოდით ერთმანეთს. ერთმანეთს მხარში ვედექით მაშინ როდესაც ბავშურ ომებში ვიყავით ჩართულები დანარჩენი მეზობლების წინააღმდეგ. აი ესაა ნამდვილი ურთიერთობა ყოველივე ძვირფასი მოგონება ხომ სწორედ ასეთი ბავშობიდან მოდის. დღეები,კვირები გადიოდა იმის მოლოდინში რომ დასისხლიანებული მუხლები პირვანდელ სახეს დაუბრუნდებოდა. ვისხედით არხის ნაპირებზეც ჯოხზე ძუაგამობმულები იმის მოლოდინში რომ თევზს დავიჭერდით. კარგად მახსოვს მაშინ გამვლელების მომღიმარი სახეები, ეს გულრწფელი ღიმილი იყო ახლა ეს დაიკარგა, ღიმილი ირონიად იქცა, ურთიერთობები დაიკარგა, მათი ფასი დაიკარგა. თაობა რომელსაც რეალური ურთიერთობა არ გამოუცდია არასოდეს გაუჩნდება მისწრაფება იმისაკენ რაც არასოდეს ჰქონიათ. დღეს ჩვენი ცხოვრება რა არის? მუქი თანაბარი ასოები უემოციო ნაწერი. იმის დასანახად რომ მიხარია ან ვწუხვარ არაა საჭირო ყვითელი ფიგურების წერა,უბრალოდ შეგიძლია ადგე და მოეხვიო მეგობარს, ის უსიტყოდ გაგიგებს.
არ ვიცი როგორ დავამთავრო მაგრამ ერთს გეტყვით ჩვენ ვიწყებთ უაზრო ომებს, ვკარგავთ ახლობლებს,ვჩეხავთ ტყეებს, ვხოცავთ ცხოველებს და ყოველივე ამის შემდეგ ვხვდებით რომ ყველაფერი ეს სისულელე იყო. საბოოლოოდ ხვდები რომ არანაირი ინოვაციები, არანაირი ფული და ძალაუფლება არ მოგცემს იმას რასაც ადამიანობა ქვია. ტექნიკა გვაძლევს იმის საშუალებას და ცოდნას რომ თავი ღმეთებად ვიგრძნოთ. არა ჩვენ ღმერთები არ ვართდა ჩვენ უნდა შევიცვალოთ, ერთმანეთს უნდა დავეხმაროთ. ვინც მიხვდა დღევანდელი ცხოვრების მანკიერებებს გაერიდა აქაურობას.


1 წლის წინ დავწერე ეს ჩანახატი და კარგი იქნება თუ შემიფასებთ, მაინტერესებს ღირს საერთოდ თუ არა წერის გაგრძელება? <3



№1  offline წევრი kakulia

საყვარლობააააააა kissing_heart

 


№2  offline წევრი Mika_Reeves

kakulia
საყვარლობააააააა kissing_heart

Madloba ❤️

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent