პარანოია -1-
- თვალები გავახილე, პატარა ოთახში ფანჯრიდან მთვარის შუქი იჭრებოდა... ვხედავდი ჩემს ოთას, თუმცა ვერ ვხვდებოდი...ვერ ვხვდებოდი სად ვიყავი ან რას ვაკეთებდი. თითქოს ჩემს თვალწინ იყო რაღაც არაამქვეყნიური.... რაღაც რაც ჩემი გონებისთვის მიუღებელია. ნელნელა გონება მიბრუნდება. ოთახს თვალი შემოვავლე, ოფლიანი და აფორიაქებული საწოლიდან წამოვხტი, თავზე ხელები გადავისვი და შევეცადე, არეული ფიქრებსთვის ერთად მომეყარა თავი. ლოგინზე დავჯექი და საათს შევხედე, 04:06, დაძინება ვეღარ მოვახერხე. - რამდენი ხანი გრძელდება ეს? - ჰამ... არ ვიცი.... სათვალევი ამერია, ალბათ სადღაც ორი-სამი წელი... - კონკრეტულად ამიღწერეთ , რას ხედავთ ცოტახანი ჩავფიქრდი. ვცდილობდი გონება მომეკრიბა. თვალები დავხუჭე და სადღაც, ათი წუთი ჩემად ვიყავი. - ვხედავ ბუნებას... ჰო ჩემს წინ ბუნებაა, მწვანე და ლამაზი. უკან გვირაბია. ვცდილობდი შევსულიყავი. მაგრამ, ყოველი მცდელობა უშედეგო იყო. ჩემს წინ ხიდია. რომელზეც, ლიანდაგებია გადაჭიმული. ხიდთან მივდიარ. უცბად გული ამიჩქარდა, რაღაცის შემეშინდა თითქოს, რაღაც დავინახე, მაგრამ, ვერ ვხვდები რა. მაშინვე გვირაბისკენ შევტრიალდ. ახლა ჩემს წინ გადაიჭიმა შემოდგომის პეიზაჟი. თითქოს ერთ შემოტრიალებაში რამდენიმე თვე გავიდა. ისმოდა ხმელი ფოთლების შერიალი, თითქოს სიწყნარე იყო მაგრამ მაინც მეშინოდა. მერე მივხვდი.... მივხვდი რის მეშინოდა. ძირს ხმეი ფოთლების მაგივრად, ადმიანის ძვლები ეყარა... ასობით... ათასობით! ადგილს მოვწყდი, მივრბოდი გვირაბისკენ. უცბად რაღაცას ფეხი წამოვკარი და დავეცი.... თვალები გავახილე...ფსიქოლოგის სახეს არანაერი ემოცია არ ეტყობოდა. ცივი უემოციო სახით მიყურებდა. მერე თვალები მომაშორა. - კარგით. მოდით აქ შევწყვიტოთ. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.