შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ნათლია


14-07-2016, 01:55
ავტორი მოლურჯო
ნანახია 2 247

მე შენით ვამაყობ.

...
და თუ ოდესმე მკითხავენ ვისით ამაყობო
მე ვეტყვი რომ შენით ვამაყობ
იცი ყველაზე მეტად რა მწყინს? არავის ახსოვხარ საკუთარ დედას აღარ ახსოვხარ.
თორმეტი წელი გავიდა
რაც აღარ ხარ
რაც მოგკლეს
ცოცხალი რომ იყო იქნებ ყველაფერი სხვანაირად ყოფილიყო
იქნებ უფრო ბედნიერიც ვყოფილიყავი
და არა ასე...
შენი გაკეთებული ყავა დღესაც მახსოვს
ჩუმად რომ მასმევდი დედას რომ არ გაეგო
შენი სახე
შენი ნაკვთები
შენი ღიმილი მე მახსოვს
მე ვამაყობ
და მჯერა რომ სულ
ყოველთვის ჩემს გვერდით ხარ
შენი ძმაკაცების მოსვლაც მახსოვს დედაჩემს რომ ვერ გამოვყავდი და გისმენდით თითქოს ხუთი წლის ბავშვს რამე მესმოდა
შენ ბევრისთვის ქურდი იყავი
ძალიან ცუდი ადამიანი იყავი
მაგრამ...
შენ ჩემთვის გმირი ხარ
მე დავწერ წიგნს შენზე აუცილებლად დავწერ
ყველა იფიქრებს რომ ცუდი ადამიანი იყავი
მაგრამ გჯეროდეს
შენ ჩემთვის გმირი ხარ
უბრალოდ გმირი
რომელიც ყველაზე მეტად მაკლია
იმედია მანდ კარგად ხარ
არასდროს მესიზმრები
ალბად ვერ დავიმსახურე
გასროლის ხმაც მახსოვს
წივილ-კივილიც
ჩემი ცრემლებიც მახსოვს
შენი გასვენების დღეც მახსოვს მაგ დღეს გავნადგურდი
ვტიროდი ვტიროდი
რომ ვხვდებოდი ვეღარასდროს გნახავდი



№1  offline წევრი მთვარეულა ❤

ცუდად გავხდი...
გულში ჩამწვდა პირდაპირ. sad

 


№2  offline წევრი isterichka123

Au racudia viziareb Shen mwuxarebas

 


№3  offline წევრი wripawripa123456

საოცარად მოდის ემოცია ჩემამდე.
ყოველი ფრაზის დასაწყისსა და დასასრულს ტირილი მინდოდა.
პატარა და ლაკონური, მაგრამ უძლიერესი ემოციით.

 


№4  offline წევრი მოლურჯო

ძალიან დიდი მადლობა ყველას
თქვენ ვერ წარმოიდგენთ როგორ გამიხარდა
რომ გამიგეთ
--------------------
მარიამი

 


№5  offline წევრი kakulia

ვაიმეე გული ამეწვა disappointed no_mouth

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent