ყვავილები და მეცნიერება.
დილით ფანჯარაში რომ გავიხედე, სულ სხვანაირად წვიმდა. მე რომ მიყვარს, ისე. სწრაფად ავდექი. გამოუძინებელი სახე ოდნავ წესრიგში მოვიყვანე. საწვიმარი მოვიცვი და გარეთ სირბილით გავედი. წვიმის წვეთები ერთმანეთის მონაცვლეობით მეცემოდნენ სახეზე. როგორი სასიამოვნოა,თქვენ არც კი იცით! როდესაც ნამტირალევს, განაცრისფერებულს, გაზამთრებულს, ზაფხულის ჟუჟუნა წვიმა გაგაგრილებს.. როგორ მინდა ახლა, ჩემთან ერთად, შენც აქ იყო! ჩამეხუტო, და აღარასდროს გამიშვა ხელი! ნაზად დააცხრე ჩემს ბაგეებს. და აღარასდროს შეწყვიტო მათი მოფერება. ღრუბლები ნელ-ნელა, ფაქიზად მიიწევენ ერთმანეთისკენ. რომ არ შეეჯახნონ და მიწაზე გართხმულნი არ აღმოჩდნენ. ჩვენ რატომ არ ვიცავთ ამ კანონზომიერებას?! რატომ ვყოფთ საკუთარ ცხვირს სხვის საქმეში?! საკითხავია.. ჯერ კიდევ შემორჩენილია თუ არა, ადამიანობა ჩვენს პლანეტაზე.. გიკვირთ, ვიცი. როგორ არის ასეთი გამწარებული ადამიანებზე-ო, იფიქრებთ. მაგრამ, არის ის,პატარა "რაღაც" რაც ყველამ ვიცით საკუთარ გულებში. რომ ჩვენ,ყველა ერთნაირები ვართ. და..რომ ადამიანები არ იცვლებიან. უბრალოდ სწამთ რომ შეიცვალნენ. და ვაი, ვისაც ეს რწმენა არ გააჩნია?! დავიჯერო, არ გიფიქრიათ იმაზე, თუ რატომ ამოდიან ყვავილები მიწაზე, და არა ჰაერში? რატომ ვართ ჩვენ აქ,ერთად, და მაინც ასე ძალიან შორს? ვის ვკითხო? ვინ გამცემს კითხვაზე პასუხს?! ვაი,რომ ვერავინ?! ყოველ ღამე..კარგი სიზმრის მოლოდინში, რაღაცაზე ვფიქრობთ, ან ვიღაცაზე. რომელთა იქნებ სულაც არ იციან ჩვენს შესახებ. რატომ გვაქვს ხუთი გრძნობა, და არა ორმოცდახუთი? ჩვენ ხომ მათ ისედაც გამძაფრებულად აღვიქვამთ. და საერთოდაც, რა საჭიროა მეცნიერი? ადამიანი, რომელიც რაღაც კვლევებს აკეთებს, შემდეგ გვიმხელს, ან სულაც არ გვიმხელს და ისე ჩადის მიწაში,ყვავილებთან, რომ პასუხსაც არ გვაძლევს, რატომ არიან ყვავილები მიწაში, და არა ცაზე.. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.