შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

შემოდგომის გოგონა


29-07-2016, 14:06
ავტორი Mariet
ნანახია 3 153

შემოდგომის მიწურულს, ცივ, გაყინულ დღეს მაშინ როცა ხესაც კი აღარ შერჩენია ფოთოლი და სუსხიან უგულო სამთრის პირასაა ბუნება, დაიბადა ის. გოგონა დიდი შავი თმითა და წამწამებით.
უჩვეულო რამ არის, მაგრამ
ამინდი როგორ მოქმედებს ადამიანზე. თითქოსდა გოგონა სახელამ მერიეტი იბადებოდა და არა შემოდგომა ემშვიდობებოდა უკანასკნელ მზეს.
მერიეტი ზამთარივით ცივი, სუსხიანი და ქვისგულა გოგონა იყო. ბავშვობიდან უმოწყალოდ აფრქვევდა სუსხს, თუმცა მისი თვალები კარგი რამე იყო, შემოდგომის უკანასკნელი მზე თითქოს მის თვალებში ჩაედინა. გოგონას სახელად მერიეტს შემოდგომის
მიწურულის ბუნება დაჰყვა. ხან ზამთარივით ცივი, ხან კიდევ შემოდგომასავით თბილი. არავის ეგონა თუ ამინდს ამოდენა სასწაულის ჩადენა შეეძლო, არავინ აკავშირებს ამინდს ადამიანის ფსიქოლოგიასთან, მაგრამ მერიეტი. მას ხომ
ისე ძალიამ უხდებოდა ღიმილი, შემოდგომის უკანასკნელ მზესავით ლამაზი იყო მომღიმარი მერიეტი. მერიეტის ცხოვრებას ნოემბრის უმოწყალო წვიმა დასდევდა, უმოწყალო ღრუბელი დაჰყვებოდა ყველგან. მერიეტ ქოლგა მოიმარჯვე, უნდა იწვიმოს, მერიეტ ლაბადა გაიყოლე დღესაც იწვიმებს, მაგრამ მერიეტი. მერიეტს წვიმისა როდი ეშინოდა. მერიეტს წვიმა უყვარდა, მერიეტს წვიმა ეზიზღებოდა, მერიეტი გაურკვეველი იყო ისე როგორც ამინდი მისი დაბადების დღეს.

და აი მერიეტი, გოგონა დიდი შავი თმითა და წამწამებით, ის უკვე ქალია, გაიზარდა, მაგრამ ამინდი. ამინდი ისევ უმეტესად ღრუბლიანი. მერიეტს აღარაფრად მიაჩნდა უამინდობა, მერიეტი შეეჩვია, მაგრამ მერიეტს უკვირდა. მერიეტს უკვირდა, ვერ გაეგო რა ხდებოდა მის თავს, მას ხომ
ასე ძალიან უხდებოდა ღიმილი, მაგრამ მერიეტს არ გამოსდიოდა. ხუმრობაც კი დაიწყო მის მუდამ მოღუშულ სახეზე. ”ღიმილი აჩენს ნაოჭებს, ამიტომ
გადავწყვიტე ნაკლები ვიცინო, მე მარად ახალგარდა უნდა ვიყო”.

მაგრამ მერიეტის თავს რაღაც ხდებოდა, მზემ გამოანათა, მაგრამ ეს ის მზე არ იყო, შემოდგომის უკანასკნელი მზე მუდამ, რომ დაჰყვებოდა. ეს რაღაც ახალი იყო, ახალი მიწურული შემოდგომის გოგონასათვის. თითქოს ერთიანად გათბა, ღრუბელი გაქრა, აღარც წვიმდა და აღარს ის მზე სჩანდა უკანასკნელ გამონათებას, რომ წააგავდა.

მაგრამ მერიეტი იღიმის, მერიეტი ზამთარივით სუსხიანი აღარ არის, მერიეტი გათბა. თითქოს ერთიანად ჩაეღვარა სითბო. ეს უჩვეულო რამ იყო, იმდენად უცნაური, რომ შეეშინდა. შიში, ესეც ახალი იყო მის უღიმღამო ცხოვრებაში. გრძნობები ერთმანეთს ანაცვლებს, ღიმილი, შიში, ღიმილი, შიში. მერიეტს უკვირს.

ბედნიერება, აი თურმე რა ჰქვია ამ გრძნობას. წიგნისჭიამ, გოგონამ სახელად მერიეტი სადღაც ამოიკოთხა, რომ თურმე ეს არის ბედნიერება. როდესაც ხარ ლაღი, მომღიმარი და გეშინია ამ ღიმილის დაკარგვის, მაგრამ
მერიეტი გაურკვეველია. მერიეტი, გოგონა, რომელიც ღრუბლებქვეშ გაიზარდა, წვიმის წვეთების წკაპუნით იძინებდა და იღვიძებდა, გაურკვეველია. სად გაქრა ის წვიმა, რომელიც თან უყვარდა, თან ეზიზღებოდა, ის ღუბელი, რომელიც შემოდგომის უკანასკნელ მზეს უჩრდილავდა?! მერიეტმა გადაწყვიტა დაებრუნებინა მისი ამინდი, ამინდი სახელად მერიეტი. ამინდი იყი მერიეტი და მერიეტი იყო ის ამინდი, მაგრამ მერიეტი გაქრა.



№1 სტუმარი იდუმალი

ძალიან კარგია ისევ გაგძელეთ წერა მომწონს ძალიან

 


№2  offline წევრი kakulia

საყვარლობააააააა kissing_heart

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent