შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

უსახელო ურთიერთობა


30-07-2016, 15:08
ავტორი მარიამი019
ნანახია 1 747

ერთი მეგობარი მყავდა,ერთადერთი იყო. არ არსებობდა ჩვენს შორის ზღვარი,დისტანცია ან რაიმე მაგდაგვარი. ხანდახავ ვფიქრობდი,რომ მეგობრებზე მეტი ვიყავით,არა!არა,შეყვარებულები არა,აი მაგაზე მეტიც,არც ძმად ვთვლიდი,ვერც ძმასთან ვიქნებოდი ისე,როგორც მასთან ვარ.
ერთმანეთის უთქმელად გვესმოდა,ახლაც ასე ვართ. ყოველთვის ჩემს გვერდითაა,უარს არაფერზე მეუბნება,უფრო და უფრო ვრწმუნდები რომ ჩვენნაირი ურთიერთობა არავის აქვს,არ არსებობს!
ჩემს მეს ჩემზე უკეთ იცნობს,ჩემზე უკეთ იცის რა მინდა,როგორ მინდა,რას განვიცდი...
ჩემს ცხოვრებაში ერთადერთი ადამიანია რომელთანაც მე მე ვარ და არა ნიღაბს ამოფარებული სატანად ქცეული ახალგაზრდა.
მახსოვს,ხშირად დავდიოდით ბანაკებში,საზღვარ და ქალაქ გარეთ,მთაში და ტყეში.ხალხს ვამწარებდით რადგან ყველას ეგონა რომ შეყვარებულები ვიყავით.
რამოდენიმე დღის წინ ქალებზე ვლაპარაკობდით,ამ თემამ ჩვენში ''დირთი მაინდობა'' გააქტიურა,მერე ბევრი ვიღადავეთ...
მოკლედ კარგი იყო.
მიუხედავად იმისა არის თუ არა ჩემთან ახლოს,მაინც ყველგან მას ვხედავ,მისი მესმის,მესმის ჩვენი კისკისი,ვხედავ ჩვენს ერთად გატარებულ ღამეებს,ვხედავ თუ როგორ ვსეირნობთ ღამის ოთხ საათზე და როგორ გვეღვიძება დილით პარკში,სკამზე.
ჩემი მეგობარი სულ ჩემთანაა.
მე არასდროს არ ვარ მარტო,ის ჩემთანაა.მე არასდროს ვიქნები მარტო,ის სულ ჩემთან იქნება.
ახლა მკვდარი ვარ,ჩემი მეგობარი ჩემთანაა.
ის მოკვდა.
ის ჩემთანაა.
მესმის ჩვენი კისკისის ხმები,ვხედავ ჩვენს მიერ გატარებულ დროს. ვგრძნობ.
ჩემი მეგობარი მოკვდა.
ის ჩემთანაა.
ჩემი მეგობარი მოკვდა.
ის ჩემთანაა-მეთქი!



ჩემი მეგობარი მოკვდა.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent