იქნებ გიყვარდე
ჩვენზე აღარ წერენ. აღარ უყვართო თქვეს და გაჩუმდნენ. სამაგალითო წყვილის სტატუსს ვერ მოვერიეთ. გაბრაზდა ხალხი... არ სიყვარულის სტატუსი მოგვაკრეს და დადუმდნენ. დუმან ჩვენსავით, ჩვენი ბაგეებივით. ჩემი გული კი სულ ლაპარაკობს, მსაყვედურობს, საყვედურობს ჩემს გონებას და ხომ ვიცი შენი გულიც ასევეა. ბევრს მაბრალებს ალბთ და არასდროს მაპატიებს. არასდროს... რა საშინელი სიტყვაა. მზარავს. დღეს შენს თვალებში ის დავინახე რაც ყოველთვის მაშნებდა... სიცარიელე. ჩვეულებრივი, უცხო გამლელივით ჩამიარე გვერდით, არც შეომხედე. მეტის ღირსი ვარ! ვერ გავამართლე, სიყვარულო, ვერ გავამართლე. ახლა მართლაც სიულელეა ყველა შეცოდაბა, ჩემი სიმხდალეა ისიც, რომ ისევ ვფიქრობ იმაზე რასაც ვეღარ შევცვლი. ვეღარ შევცვლი ჩემს ნამოქმედარს, უპატიებელს. მე მიყვარს შენი ხასიათი, მტკიცე, ჯიუტი. სწორედ ასეთი შემიყვარდი, არ შეიცვალო. არ მაპატიო.... იცხოვრე უჩემოდ, იპოვე ღირსეული, დამივიწყე სამუდამოდ, გიყვარდეს დამსახურებლად. ანგელოზს გავდეს, გემუდარები, სუფთას და სპეტაკს. ბავშვები... ჩვენი ოცნებები... ხუთივე გყავდეს, იმ სახელებით ჩვენ რომ შევთანხმდით. აქედან ოთხის შენ მოგწონდა, ერთის მე. შენი სახელი. ძვირფასო, ჩემო, გადამიყვარე... არ გიმსახურებ, შენც იცი რომ არ გიმსახურებ. მივდივარ. გტოვებ. სამუდამოდ გემშვიდობები. იმედი ცოცხლობს.... იქნებ გიყვარდე! |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.