შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

უსახელო


2-08-2016, 01:40
ავტორი geowarez
ნანახია 1 432

ჰმ, როგორი მძიმეა წუთისოფელი, როგორი მძიმეა ცხოვრება, როგორი მძიმე და პასუხისმგებლობით სავსეა იყო ადამიანი და შემდეგ პიროვნება.. ხორცის ნაგლეჯად ბევრი იბადება, მაგრამ არა როგორც ადამიანად, სრულფასოვან პიროვნებად, როგორც ნათქვამია ადამიანი ადამიანობით ადამიანობს.. შეიცველა ყველაფერი, სიმართლე სიმართლეს აღარ გავს, სიბრიყვემ შეცვალა გონება, სისუფთავე გადათელა მრუშობამ! ადამიანებმა დაიწყეს ერთმანეთის ჭამა, ძმა ძმას კლავს და ამით ხარობს, ოჯახი ოჯახს უპირისპირდება წყეული ქაღალდის, ხელის ჭუჭყის გულისთვის, იდიოტები ბრენობას იწყებენ... მონები კი ბატონობას, ყველაფერი ერთ ქვაბში იხარშება. და საბოლოოდ, გარყვნილების, სიძულვილის, შურის და მლიქვნელობის ნაზავი, ხდება ესაა დღევანდელი ადამიანობა ადამიანებში ესაა რითაც ამაყობენ დღეს!! ესაა რითაც ცხოვრობენ, დიახ ცხოვრობენ იმის იმედით, რომ ეს სამუდამოდ გაგრძელდება ესაა საშინელი ილუზია, რომელსაც ბოლო უნდა მოეღოს, ვერავინ ვერ გასწავლის ცხოვრებას მოკვდავო, ვერავინ ვერ შეგიცვლის აზრს, ვერც სატანა ,ვერც ღმერთი! თავისუფალი ხარ, როგორც გინდოდა დაე ასე იყოს. იცხოვრე ჭაობში სანამ არ მიხვდები როგორ ლპება შენი სიყვარული, შენი მომოვალი შენი ადამიანობა.. და როდესაც მოვა განკითხვის ჭამი უყურე შენს თავს, დაუძლურებულს, როდესაც არაფრის ძალა არ გექნება, როდესაც, ვერც კი ეცდები ვერაფერს, როდესაც ყველაფერი დამთავრდება, რადგანაც ყველაფერს აქვს თავისი საბოლოო დანიშნულება და შენ დაწვები როგორც წყეული ნახატი.. არაფრის მთქმელი, ჩუმი, ტკივილით და სინანულით აღსავსე, და მაშინ დაიწყებ მამაზეციერის გახსენებას, მაშინ დაიწყებ გააზრებას, მაშინ დაიწყებ ფიქრს, შენს სინდისზე, წარსულზე, ცხოვრებაზე, განვლილ მოქმედებებზე და მიხვდები, რომ როდესაც წარსდგები სასწორის წინაშე, როგორც არ უნდა მოგენანიოს ყველაფერი მიხვდები, თუ როგორი უღირსი ხარ, მიხვდები, რომ არაფერი არ ხარ ცარიელი ხარ..!! არავისზე უკეთესი არ ხარ.. სანამ დრო გაქვს ადამიანო გამოფხიზლდი!!! დაუბრუნდი შენს ადათს, შენს წარსულს, ბედნიერებას, ჰო მე მესმის წარსულით ცხოვრება უბედურებაა, მაგრამ დაუბრუნდი იმ წერტილს, რომლიდანაც შენ დაიწყე ცხვორება და აღორძინება, სუფთა ფურცლიდან, თუ როგორი უნდა იყოს ადამიანი სახისა ღვთისა ხატად მოვლენილი...

მამია (ბექა) ლეჟავა.



№1  offline წევრი kakulia

საყვარლობააააააა kissing_heart

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent