მხოლოდ ეს მინდა..
ღამეა.. თავი მისკდება და ვწევარ... მხოლოდ საათის წიკ-წაკი მესმის,თუმცა ესეც მიფრთხოვბს ისედა დაშინებულ ძილს.. მცხელა,ვიწვი,ვიგუდები,ვიხრუკები...ღამის პერანგიც კი მეწებება ტანზე..მგონია,ლორწოსებრ რაღაცაში ვწევარ... ვდგები და უაზროდ ვაშტერებ თვალებს,უაზროდ,რადგან არაფრის დანახვა არ შემიძლია...დიდი ხნის წინ დავკარგე მხედველობა და მას მერე ვარ ასეთი უბედური..არა,უბედური არა,ეს უფრო მეტია..ეს უარესი რამაა...ეს შეგრძნება არის ყველაფერი შემზარავი,რაც კი ამ სამყაროში და მის იქით არსებობს.. უკვე დიდი ხანია,რაც ყველაფრის შეგრძნება დავკარგე... ჯერ მხედველობა წამერთვა და მერე ამას ყველა გრძნობა მიჰყვა...აღარ ვიცი რა არის სიყვარული,მონატრება.. მგონი,მხოლოდ ერთადერთი შეგრძენა დამრჩა და ესაა ტკივილის შეგრძენაბა...კიდევ სიცხესაც ვგრძნობ,სიცივესაც...თუკი რამეს ნიშნავს ეს... თავი მისკდება..ეს ტკივილია,მცხელა,მცხელა....კიდევ კარგი საერთოდ რამეს მაინც ვგრძნობ.. მიხარია,მიხარია,რადგან ისევ ვგრძნობ სისხლს,რომელიც ჩემს ვენებში მოძრაობს.. „ადამიანი ხარ..ხარ,ჰო,ხარ..“-მახსენებს ქვეცნობიერი და რაღაც უცნაური შვება მეუფლება..სწორედ ისეთი,როგორიც შესახებად ადრე არაფერი მსმენოდა... ცივა..უკვე ცივა... სიცხე სიცივემ შეცვალა.. ნუთუ ასე მალე იცვლება ყველაფერი? ახლა ხელები გათოშილი მაქვს და ერთმანეთზე ვახახუნებს..ის აქ აღარაა და ვეღარ მეტყვის,ჩემი ქურთუკის ჯიბეში გაგითბობ ხელებსო... ფეხებზეც მცივა..ახლა,როცა დასაძინებლად ვწვები,საკუთარ ფეხებს ვუხახუნებ ერთმანეთს...ადრე კი,ადრე ამას მისი ფეხები აკეთებდნენ.. ცივა,ცივა..ცივა ისე,როგორც არასდროს.. ის მენატრება...მენატრება მაინც,იმის მიუხედავად,რომ ჩემი სიბრმავის გამო მიმატოვა.. დიახ,მე ვერ ვხედავერ ვერაფერს,ჩემთვის ყველაფერი შავია,თუმცა,თუმცა,ისიც ბრმაა,ბრმაა,რადგან მხოლოდ ზედაპირულად ჭვრეტის უნარი აქვს... შევცდი,შევცდი ის,რომ შევიყვარე.. ვიცი,ვიცი,რომ არ უნდა მენატრებოდეს.. მაგრამ,მაგრამ მაინც მენატრება..და მეტიც-მიყვარხარ..მიყვარს... რად არ უნდა პარადოქსულად მოგეჩვენოთ,რაც დრო გადის უფრო ძლიერ მიყვარს.. სიჩუმეა.. აღარ ისმის მისი ხმა..მისი ღიმილი,მისი წუწუნი..ის შორსაა,ჩემგან შორს.. მას აღარ ვაინტერესებ,რადგან მე ბრმა ვარ,მაგრამ მე ის ისევ მიყვარს.. სუსტი ვარ,სუსტი,რადგან ბრმა ვარ....ამიტომ მიმატოვეს..ამიტომ ვარ მარტო,სულ მარტო.. დღე დღეს დუნედ მისდევს... ეს უკვე ძალიან ბუნებრივი რამაა.. იმედი აღარ მაქვს...ან რისი უნდა მჯეროდეს? აღარ მინდა აბსურდული რწმენა.. არაფერი აღარ მინდა.. უბრალოდ მინდა.მოვკვდე.. მინდა გავთავისუფლდე ამ ტანჯვისგან... მხოლოდ ეს ..მხოლოდ ეს მინდა...... |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.