შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სიკვდილის მორცხვი ფერები


18-07-2016, 00:40
ავტორი Pour LOLA
ნანახია 1 580

ისევ ველოდები. ამ წყვდიადში ნიავი ქრის და ფარდას არხევს. მესმის წყლის ხმაური, მომაკვდავ გულის ხმაურს, რომ შეერთებია. ღმერთო... ნუთუ ამ მინავლებულ ფეთქვას კიდევ ხმაურს ვუწოდებ?!
მცხელა...
ეს ალბათ მომაკვდავის სიცხეა...
ნეტავ, დილამდე „გავქაჩავ“?!
რატომ მკლავ? ნუ მკლავ რა... აი, იგივეს აგრძელებ. თვალის უპეები მეწვის, შენ ხომ მეუბნეოდი, რომ არ მეტირა. მე კი, მაინც ვტიროდი. ახლაც ვტირი და უფრო და უფრო მეწვის. უნდა გიხაროდეს, რადგან ძალიან მალე შენთან ვიქნები. გახსოვს სულ შენ მოდიოდი, ხოლმე ჩემთან და თვალებში მიყურებდი, სიტყვასაც არ მეუბნეოდი და მწყინდა, რომ არ მელაპარაკებოდი. ახლა კი ვხვდები, რომ სიტყვების გარეშე უკეთესი იყო. მე ბევრს გელაპარაკებოდი, ყოველ წუთს გახსენებდი, რომ სიგიჟემდე მიყვარდი და თურმე არ ყოფილა ეს საჭირო. შენ ჩემი ისედაც გესმოდა. აი, მე კი არ მესმოდა...
და ახლა სიკვდილის სარეცელზე მწოლიარე, კვლავ ველოდები და ვეღარ გამიგია ეს შენი მოსვლის მოლოდინია თუ სიკვდილის მორცხვი ფერების, რომლებიც ალბათ მალე ჩემს უკანასკნელ სუნთქვასაც წაიღებენ...
ამ სიყვარულის ცრუ მოლოდინმა ისევ დამრია ხელი. შენი სითბო ისევ ცოცხლობს ჩემში და ჩემი სიკვდილის შემდეგაც ჩემში დარჩება...
მას მერე... ხო, მას მერე ილუზიებში ვცხოვრობ. ჩუმი ღამის ვარსკვლავები შენი გულის ნამტვრევები მგონია, სიყვარულით მოლაპლაპე ნამტვრევები. ჩემს სახეზე ნაზად მოლამუნე ნიავში შენს ხმას ვცნობ. როცა იმ შეშლილი ჩანჩქერის შხეფები მკერდზე მეცემა ხოლმე, ისევ იმნაირად მეყინება გული და მეკვრის სუნთქვა, როგორც მაშინ თვალის დაუხამხამებლად, რომ გაკვირდებოდი სახის ნაკვთებზე, მაშინ როცა მაგ ღია თაფლისფერ თვალებს ჩავცქეროდი და შენი სულის სტრიქონებს ვკითხულობდი. შენ კი ჩემი სულის მელოდიას ისმენდი.
უფრო მეტად დამცხა... ცრემლი აღარ მომდის... გული თითქოს მეკუმშება... უფრო და უფრო იყინება ჩემს სხეულში შენი მონატრება. გავცქერი ფანჯარას მაგრამ ფარდა ხელს მიშლის შენი გულის ნამტვრევების უკეთ დანახვაში. მკრთალად განათებულ ოთახში რძისფერ ბურუსს ვხედავ, რომელსაც თანდათან იასამნისფერი ერევა. კვლავ ვიცდი მაგრამ ვგრძნობ, რომ უკვე ახლოს ხარ... თითქმის ყველა უჯრედით ვგრძნობ შენს მწველ ფიქრებს...
და გაიღიმე საყვარელო, მე შენთან მოვდივარ.



№1  offline წევრი kakulia

საყვარლობააააააა kissing_heart

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent