შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ბანალური სათაური.


8-08-2016, 10:06
ავტორი ninaaquarius
ნანახია 1 353

ბანალური სათაური, ნამვილად ბანალური სათაურია, მაგრამ ზოგჯერ ფანტაზია არ განებივრებს და შენც გიწევს დაწერო ან გააკეთო სისულელეები. ზოგჯერ ისეთი სისულელეები, რომ მერე დარჩენილი ცხოვრება მოგონებებმა შეგაწუხონ, იგრძნო სინდისის ქენჯნა (თუ საერთოდ გაგაჩნია ადამიანს) ჰო გაგიგიათ, რომ ეს ცხოვრება სიურპრიზებით არის სავსე და ჩვენი გადასაწყვეტია ზეციდან ჩამოგდებულ საჩუქრის ყუთს გავხსნით თუ არა. ღმერთმა უწყის შიგნით რა დაგვხვდება...მერე კი უბრალოდ სულ გეფიქრება, უნდა გაგეხნა თუ არა ლამაზად შეფუთული ყუთი.
და მერე რა ხდება?
არც არაფერი მივყვებით დინებას და ვახტბით იმ ბარიერებს, რომლებიც გზად გვხვდება...ზოგს ცხოვრებას ვუნგრევთ, მაგრამ ეს მეორე ხარისხოვანია, როცა უკვე საკუთარი ცხოვრება გაასწორე მიწასთან. ყველას ერთხელ მაინც გვიფიქრია დროის უკან დაბრუნებაზე და შეცდომების გამოსწორებაზე...ამბობენ იმაზე არ უნდა ინანო,რამაც ღიმილი მოგგვარაო, მაგრამ ღმერთო ჩემო რამდენ რამეს შევცვლიდი ოღონდ ახლა არ ვგრძნობდე იმას რასაც ვგრძნობ. რამდენ რამეს გავაკეთებდი, რომ ახლა საკუთარ თავთან მართალი ვიყო. რამდენ რამეს გავაკეთებდი, რომ დრო უფრო საინტერესოდ დამეხარჯა და ჩემი ცხოვრება რაღაც სასარგებლოსთვის დამეთმო.
შეიძლება შეგონებას გავდეს, მაგრამ ჯობს ვიცხოვროთ ისე, რომ გავაკეთოთ რაიმე დაუვიწყარი. ჰო, ისევ ბანალური. დავიპყროთ სიმაღლეები და შემდეგ მაღალი წერტილიდან ვიყვიროთ "მე ეს შევძელი, გამომივიდა!" მერე დაივლის სხეულში სასიამოვნო ჟრუანტელი და ხმელეთზე დაბრუნებულები უბრალოდ მშვიდად დავიძინებთ საწოლში. არ ვიფიქრებთ ნაბიჭვრებზე, რომლებმაც თავგზა აგვიბნიეს და ჯანდაბასაც გავატანთ მათ არსებობას. ვინატრებდი არასდროს გადაკვეთილიყო ჩვენი გზები...საერთოდაც არ მერომანტიკულება ჩემი წარსული, როცა მეგონა, რომ ძალიან საინტერესოდ და მრავალფეროვნად ვცხოვრობდი და მძულს ყველა ის შეგრძნება, რომელსაც მაშინ ვგრძნობდი. მაშინ წარსულში,რომ შევხვედროდი საკუთარ თავს ერთს გავარტყავდი სახეში და ვეტყოდი.
-შე ძუკნა, მე მომავლიდან ვარ და აზრზე მოდი!
ნეტავ მაშინ ყოფილიყო ვინმე ვინც მეტყოდა, რომ გავჩერებულიყავი, რომ ის რასაც ვაკეთებდი უბრალოდ არ შეიძლებოდა.
მარტო საკუთარ თავს ვერ დავადანაშაულებთ. ზოგჯერ ჩვენ გვაიძულებენ ისე მოვიქცეთ, რომ მერე სინდისის ქენჯნამ მარტო ჩვენ შეგვაწუხოს. ჩემს შემთხვევაშო ასე არ მოხდა...დიახ ...მარტო მე არ ვგრძნობ თავს დამნაშავედ. მე უკვე გამოვსწორდი, მე უკვე სასარგებლო ადამიანი გავხდი, მე ყოველდღე ვაკეთებ კარგ საქმეებს, იმიტომ რომ ამოვძვრე იმ ნეხვიდან, რომელშიც ჩემდაუნებურად შენი დახმარებით ჩავედი. ყელამდე!
მაგრამ შენ? ნეტავ შენ, როგორ ხარ? იმიტომ კი არ ვკითხულობ, რომ მადარდებს შენი მდგომარეობა უბრალოდ მაინტერესებს შენ რას აკეთებ ამოხვედი თუ ჯერ ისევ ნეხვის ფსკერზე ხარ. ვიმედოვნებ, რომ ჩემი ორი ვარიანტიდან მეორე უფრო შესაბამისია.
ნამდვილი სიყვარული ზიზღში ვერ გადაიზრდებაო ვინ თქვა პირველმა? მინდა თვალებში ჩავხედო და მოვუყვე ჩემი ისტორია, რომლის შემდეგაც თვითონვე მიხვდება, რა ცოტაა საჭირო ადამიანის შესაზიზღებლად. ისე ვწერ თითქოს, კრიტიკული დღეები მაქვს და ყველა მძულს. კი მაქვს, მაგრამ არავინ არ მძულს უმიზეზოდ.
ისე ყოველთვის ვფიქრობდი...არსებობს ამხელა გალაქტიკა,ამხელა პლანეტები. ჩვენ ვცხოვრობთ უსასრულობაში, რომელსაც ვერაფერში ვიყენებთ, მაგრამ სამაგიეროდ, ჭიანჭველის ზომის ადამიანებს გვაქვს ხოლმე პერიოდები, როცა ყველაფერი საინტერესო და ამოუცნობი ფეხებზე გვკიდია. თითქოს სამყარო ჩვენს გარშემო ტრიალებს და ჩვენ ვართ ღერძი, რომელზეც ამხელა პლანეტა მოძრაობს. თითქოს ჩვენს კისერზე გადაიარა ყველა ტკივილმა და ყველა ბრძოლამ.
მე გამოვაღე ფანჯარა ღრმად ჩავისუნთქე სუფთა ჰაერი და ვაგრძელებ ცხოვრებას. მხოლოდ იმიტომ, რომ ჩემს თავს მომავალში ძალიან პერსპექტიულად მივიჩნევ. ვიცი, რომ დედამიწაზე ყველგან შეგვიძლია ვიპოვოთ ადგილი სადაც ენით აუღწერელ სიამოვნებას მივიღებთ. დიდ ტრიალ მინდორზე სადაც შეგვიძლია საყვარელ ადამიანებთან ერთად ბევრი ვირბინოთ, ვიცინოთ და ღამე ცაზე ვარსკვლავები დავითვალოთ...ან სიმაღლიდან გადავხტეთ ცივ წყალში...და სივრცეში გამოკიდებულებმა ყოველი წამისაგან სიამოვნება მივიღოთ. ისეთი სიამოვნება, რომელიც ცხოვრების ბოლომდე გაგვყვება და მაშინ, როცა მოვხუცდებით გავიხსენებთ ახალგაზრდობას, მომენტებს რომლებსაც ვერავინ და ვერაფერი წაგვიშლის მეხსიერებიდან. (თუ ამნეზიას არ ჩავთვლით)
ცხოვრება უამრავ დროს გვჩუქნის და მე არ ვაპირებ ჩემი ყველაზე დიდი საჩუქარი, რომელიც ციდან ჩამომივარდა გავხსნა და ოთახის ბნელ კუთხეში მივაგდო. ყოველ წამს გამოვიყენებ ჩემს სასარგებლოდ...გავაკეთებ სიგიჟეებს, რომლებიც ორგაზმამდე მიმიყვანს და მე ვიქნები ის ვინც მაღალი წერტილიდან დაიყვირებს "მე ეს შევძელი, გამომივიდა!"
შენ კი ჩემო ძვირფასო წარსულო, როცა ნეხვის ჭამით დაიღლები გირჩევ, რომ მომბაძო...თუმცა ეს ჩემთვის სულ ერთია. ჩემთვის არარაობა ხარ და აქ დამთავრდეს ყველაფერი...ჭირსაც წაუღია მოგონებები შენზე და ზუსტად ახლა ჩავკიდებ მეუღლეს ხელს და იცოდე, რომ ჩვენ ყვეეელაზე მაღალი წერტილისკენ მივდივართ, რომ გადმოვხედოთ დედამიწას ვნახოთ ის სილამაზე, რომელიც მანდ ფსკერზე ჯერ არ ნახულა. ფილტვები უნდა ავივსოთ იმ ჰაერით, რომელიც მარტო იქ არის სადაც ჩვენ ვიქნებით.
დავწვებით მინდორზე, რომელსაც საზღვრები არ აქვს, თავს ბალიშზე კი არა ბალახზე დავდებთ და ვიგრძნობთ სურნელს, რომელიც მარტო იქ ტრიალებს...მინდვრის ყვავილების და ბალახის ნაზავის სურნელს, რომელიც ჩვენია. დავითვლით ვარსკვლავებს და მაინც გაგვეღიმება, იმიტომ, რომ ჩვენ გამოგვივიდა...
და მაინც თუ ამოსვლა მოგინდება...ჩვენ მოგვბაძე.



№1  offline წევრი kakulia

საყვარლობააააააა kissing_heart

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent