შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

08.08.08


8-08-2016, 16:49
ავტორი Nina))
ნანახია 1 993

დღევანდელი საღამოს ცა ზუსტად ისევეა ვარსკვლავებით სავსე,როგორც უწინ,რვა წლის წინათ იყო,თუმცაღა სად ჩანდა მაშინ ცაზე ვარსკვლავები...
ცა მთლიანად გადათეთრებულიყო...
საღამოს ცაზე აღარც ვარსკვლავები და აღარც მთვარე მოჩანდა...
მხოლოდ თვითმფრინავები,საიდანაც ბუმბერაზ ბომბებს უმოწყალოდ ისროდნენ პაწაწინა საქართველოს მიწასთან გასასწორებლად...
დღესაც ზუსტად იგივე სიცხადით მახსოვს ყველაფერი,საღამო ხანი იდგა,საათის ციფერბლატი თორმეტ საათს აჩვენებდა...
შუაღამე იყო,როდესაც საზარელი ხმაური გაისმა,ბიძგებიც იგრძნობოდა და შიში თანდათან მძაფრდებოდა.
მახსოვს როგორ ვიგრძენი ვეებერთელა შიში ჯერ ფეხის ტერფებში,შემდეგ ავთვისებიანი სიმსივნის მსგავსად სწრაფად დაიძრა წვივებისკენ,სწრაფად აუყვა მთელს ორგანიზმს,ვიგრძენი როგორ ჩამეწვა მუცელში რაღაც,თითქოს სვავები სახლობდნენ ჩემს შიგნით და მოურიდებლად მიკორტნიდნენ თითოეულ ორგანოს... თავისი კლანჭები ძლიერად ჩამარჭო მუჭისოდენა მფეთქავ ორგანოზე და ისევ ვიგრძენი თუ როგორ გამოტოვა რამდენიმე სისტოლა... შემდეგ ნელ-ნელა აუყვა გულ-მკერდს და ფილტვები შემებოჭა,დიაფრაგმას ვერ ვკუმშავდი,ჰაერი აღარ მყოფნიდა,ასე მეგონა ვიღაც კისერზე ხელებს უსადეგარი სიძლიერით ეჭიდებოდა,ასე მეგონა ვიღაც ჩემს დახრჩობას ცდილობდა,შემდეგ კი ეს გრძნობა ნელ-ნელა თვალებში ჩაგუბდა და შიშჩამდგარი თვალებით მოვავლე არემარეს თვალი...
ვხედავდი როგორ ცვიოდა ტყვიები,თითო-ოროლა მამაკაციც დავინახე,რომელიც სახლში მირბოდა,ალბათ ცოლ-შვილთან ეჩქარებოდა...
მერე მამაჩემიც გამახსენდა,რომელიც ზუსტად იმ ადგილზე იმყოფებოდა,სადაც რამდენიმე წამის წინ უმოწყალოდ დაბომბეს,თავქუდმოგლეჯილმა ჩავირბინე კიბეები და როდესაც მამაჩემის ცისფერ თვალებს გადავაწყდი ერთიანად მომიდუნდა სხეული,მთელი სიძლიერით ჩავებღაუჭე და მთელი სახე დავუკოცნე...მეგონა ყველაფერი დასრულდა,თუმცა დასასრული ჯერ კიდევ გაცილებით შორს იყო მაშინ...
მთელი ღამე არ მასვენებდა ხმაური,არ მასვენებდა ის შიში,რომელიც ჩემს თვალებში ჩაგუბებულიყო,დათუნია ჩახუტებული ვიჯექი ფანჯარასთან და ვლოცულობდი.
პაწაწინა ბავშვს,როგორც შემეძლო ისე ვლოცულობდი,შიშისგან ის საგულდაგულოთა და მთელი სიფაქიზით ნასწავლი ლოცვაც დამვიწყებოდა და ჩემი სიტყვებით ვლოცულობდი,იმ ღამით ხომ სამი ბავშვობის მეგობარი წავიდა სამშობლოს დასაცავად ჯარში...
იმ ღამით ხომ სწორედ ის ბიჭები წავიდნენ საბრძოლველად,რომლებიც ჯარმა დაბრაკა,თუმცა იმდენი მოახერხეს სამშობლოს დასაცავად ფრონტზე მაინც წაიღეს თავი...
და ვინ იცის ასეთი გმირი ახალგაზრდა რამდენი იყო რვა წლის წინ...
ტყვიების დამაყრუებელი ხმა მთელი საღამო ისმოდა,ისმოდა როგორ ფეთქდებოდა სხვადასხვა მიდამოები,მეტიც,ბიძგებიც კი იგრძნობოდა...
და მე ვფიქრობდი,ნეტავ რა ხდებოდა იქ,რა ხდებოდა იმ ახალგაზრდებთან,რომლებიც იბრძოდნენ სამშობოლს დასაცავად,რომლებიც მჯერა,ძალ-ღონეს არ იშურებდნენ,რათა საკუთარი თანამოქალაქეების სიცოცხლე და იმ სამშობლოს თავისუფლება შეენახათ,რომელბიც წინაპრებმა დაგვიტოვეს...
მთელი ღამე თვალი არ მომიხუჭავს,ვიჯექი ფანჯრის რაფასთან და ვლოცულობდი...თანდათან ხმები ნელდებოდა,თუმცა ყრუდ მაინც ისმოდა ხმები,მეგონა ყველაფერი დასასრულს უახლოვდებოდა,მეგონა ქარბორბალამ გადაგვირბინა და ჩაგვიარა,თუმცა ტელეფონის ზარმა გააღვიძა ჩემს თვალებში მიძინებული შიში და კვლავ მოჰყვა მძიმე ნაბიჯები სიარულს ჩემს ორგანიზმში- საბრძოლველად წასული სამი მეგობრიდან მხოლოდ ერთი ბრუნდებოდა სახლში,მხოლოდ ერთი...
თურმე დაჭრილი მეგობრები გადაჰყავდათ შედარებით უსაფრთხო ადგილას,მაგრამ რამდენიმე მეტრის რადიუსში სიკვდილი ნელ-ნელა ფეთქდებოდა,სიკვდილი ნელ-ნელა მოსდევდათ თურმე უკან და საბოლოოდ ჩაასო კლანჭები...
2008 წლის რვა აგვისტოს რამდენი დედა დარჩა შვილის გარეშე,რამდენი ცოლი ქმრის გარეშე და კიდევ ვინ მოსთვლის რამდენი პატარა დარჩა მამით ობოლი...
რამდენმა ახალგაზრდამ გასწირა სამშობლოს გამო თავი...
დღეს რვა წელი გავიდა,თუმცა ისევ იმავე შიშსა და პანიკას ვგრძნობ,ისევ ისევე მტკივა,როგორც მაშინ...
ოთიკოს ხუთი შვილი უნდოდა,ოთიკოს მალე ცოლი უნდა მოეყვანა,თუმცა არ დასცალდა,ისევე როგორც სხვებს...
ბატალიონის დაბომბვამდე მეგობრისთვის უკრავს თურმე ხელი და სიკვდილისთვის ხელიდან გამოუგლიჯავს,მიწაზე გაუწვენია და გადაურჩენია,თუმცა თვითონ ვერ მოახერხა...
ვერ გაექცა სიკვდილს...
შალვა გაბუნიას ბევრი ოცნება აუხდენელი დარჩა, არადა, დიდი გეგმები ჰქონდა. შალვა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზესწავლობდა. სწავლაში წარმატებულ სტუდენტს, უნივერსიტეტი სექტემბერში,არაბული ენის შემსწავლელ კურსებზე ქუვეითში გზავნიდა. აგვისტოს დასაწყისში არაბეთის ელჩს უნდა შეხვედროდა, ავიაბილეთი უნდა დაეჯავშნათ. ფაკულტეტის დეკანმა ქალაქიდან გაუსვლელობა თხოვა. თუმცა, 7აგვისტოს, როცა ქვეყანაში საყოველთაო მობილიზება გამოცხადდა და რეზერვისტთა გაწვევა დაიწყო, შალვამ სენაკის ბატალიონის მეთაურს თავად დაურეკა (იგი ომამდე ორჯერ იმყოფებოდა რეზერვისტად) და ჩასვლის გადაწყვეტილებაც მიიღო. თუმცა საბედისწერო აღმოჩნდა ეს ყველაფერი მისთვის....
ვინ იცის რამდენი გმირი იყო მათი მსგავსი,ვინ იცის რამდენი ახალგაზრდა ადამიანის სიცოცხლე შეეწირა ამ უაზრო ომს...
დღესაც თავიდან არ ამომდის ის კადრები,რაც რვა აგვისტოს დავინახე.
დღესაც თვალწინ მიდგას დასისხლიანებული ადამიანები როგორ წვანან დაჭრილები მიწაზე და როგორ ითხოვენ დახმარებას,თუ როგორი მიმოფანტულია მათი სხეულის ნაწილები მიწაზე...
2008 წლის რვა აგვისტო...
წითელი კედლები..
ტყვიები..
გარდაცვლილი,უსულო სხეულები..
საზარელი ხმები..
დაბნეული,შეშინებული,შოკირებული ბაბშვები..
2008 წლის 8 აგვისტო სისხლით შეიღება და სისხლიანი მოგონებებით ჩაიბეჭდა ყველა ჩვენგანის მეხსიერებაში..
ერთი საშინელი კოშმარი,რომელიც არ დასრულებულა,რომელიც დღემდე გრძელდება..
კოშმარი რომლის გახსენებაზეც დიდსა თუ პატარას ყველას შიშისა და ტკივილის ტაო აყრის კანზე...
უსახლკაროდ დარჩენილი მაცხოვრებლები..
უშვილოდ დარჩენილი მშობლები..
უმომავლოდ დარჩენილი ახალგაზდები..
დაღუპული მეომრები და დამსხვრეული ოცნებები..
ეს ყველაფერი ერთიანდება და მთლიანი სახით 2008 წლის 8 აგვისტოს ქმნის..
ღმერთმა ნათელში ამყოფოს ყველა 2008 წლის 8 აგვისტოს დაღუპული ქართველი გმირი მეომრები..
არ გავა მას შემდეგ არც ერთი წელი,რომ ჩემი ტკივილი ფურცელზე არ გადმოვიტანო,დღესაც რვა აგვისტოა და დღესაც ისეთივე ტკივილით ვიხსენებ იმ საზარელ,მწველ ზაფხულს,რომელმაც გმირი მეომრების სიცოცხლე დაასრულა...
ერთხელ მითხრეს,ადამიანები ვარსკვლავებს წააგავსო,ისინი ცაზე უფალს თავისთან მჭიდროდ ჰყავს მიხუტებულიო...
ჰო,ასეც არის,რაც უფრო მკრთალად ანათებს ვარსკვლავი ცაზე,მით უფრო ვცილდებით უფალს,სწორედ ეს არ უნდოდა იმ ღიმილის ბიჭებს,რომლებიც სამშობლოს დასაცავად წავიდნენ,უნდოდათ სამშობლო სიცოცხლის ფასადაც კი დაეცვათ და უფრო თვალისმომჭრელად გაენათებინათ ცაზე თავიანთი ვარსკვლავი,გაანათეს კიდევაც...
რამდენჯერაც არ უნდა ავიხედო ცაზე,როდესაც მკვეთრად განათებულ ვარსკვლავებს დავინახავ ცაზე უმალ მახსენდებიან ისინი,შემდეგ თვალს ვხუჭავ და მათთვის ვიწყებ ლოცვას...
ეს ის დღეა,რომელიც არასდროს მიეცემა დავიწყებას და რომელიც ყოველთვის იცხოვრებს ჩვენს ქვეცნობიერში,როგორც ერთი სისხლიანი დღე...
მე მახსოვს სისხლით შეღებილი რვა აგვისტო და ქედს ვიხრი სამშობლოს დასაცავად დაღუპული გმირი მეომრების წინაშე...

---
დღეიდან დიდი სურვილი მექნება წესად დავამკვიდროდ საიტზე ყოველ რვა აგვისტოს გლოვის დღე,ყველამ ვისაც წერა ოდნავ მაინც გვეხერხება,ფურცელზე გადმოვიტანოთ ის ტკივილი,რასაც ამ დღის მიმართ ვგრნობთ.
ყველამ მივაგოთ პატივი გმირულად დაღუპულ მეომრებს და გავიხსენოთ ისინი,რათა არასდროს მიეცნენ დავიწყებას.

ჩემი, შენი, ჩვენი აგვისტოს გმირები

Posted by აფხაზეთი ჩვენი ტკივილია (afxazeti chveni tkivilia) on Tuesday, 5 August 2014



№1  offline წევრი teddy))

Dzalian kargad gadmoeci is rasac grdznobdi, gedznobdnen... Me mashin patara viyavi da arc maxsovs kargad es yvelaferi :* marto is maxsovs rom ukve es ambebi miwknarebuli iyo da hamakshi vijeqit me, deda da chemi da da davinaxe tvitfrinavi da maxosvs tu rogor shemeshina caze amis danaxvam :* natelshi amyofos gmerta yvelani!

 


№2  offline მოდერი Nina))

sashineleba iko 2008 clis rva agvisto chemtvis,mec patara vikavi tumca kvelaferi kargad maxsovs...
--------------------
"ჩვენნაერები მთვარით თბებიან!"

 


№3  offline წევრი kakulia

საყვარლობააააააა kissing_heart

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent