სიზმარი
მეძინება..მაგრამ,იმდენად ვარ მიჯაჭვული კომპიუტერზე ადგომა და დასაძინებლად წასვლაც არ მინდა.. თან მომბეზრდა..მომბეზრდა ასე უაზროდ ჯდომა..საერთოდ ამას ჯდომას თუ დავარქმევთ..წამოწოლილი ვარ სკამზე.. დღეს კარგი დღე იყო..ზედმეტად კარგიც კი.. მეგობრების გარემოცვა..სიწყნარე..სიმყუდროვე..თბილი გარემო..სიცილი..ცოტა მოწყენაც ..და რაც ხშირად მაწუხებს,უძილობა..ასე დავჯდები კომპიუტერზე და სანამ ბოლომდე არ მომბეზრდება იქამდე ვზივარ და ვუსმენ მუსიკებს... სადღაც 4 საათისკენ კი ვიძინებ..გადავეშვები სიზმრების სამყაროში.. დიდი ხანია კოშმარი არ დამსიზმრებია.. სულ ფერად სიზმრებს ვხედავ.. და ბედნიერი ვარ .. ზოგი ნაკლებად ფერადია..მაგრამ,ის არის მთავარი რომ ფერადია ჩემი სიზმრები.. კარგი რამეა სიზმარი.. სიზმარში ვართ იმ ადამიანებთან რომლებიც ჩვენთან არ არიან.. რომლებიც გვენატრება.. და რაოდენ გასაოცარია,სიზმარში ჩახუტების დროს იგივეს გრძნობ რასაც რეალობაში.. ყველაზე ცუდი ის არის როდესაც ადამიანი ხედავ კარგ სიზმარს და მერე?! მერე უბრალოდ გამოღვიძებისას აღარ გახსოვს და მთელი დღე ცდილობ გაიხსენო.გაიხსენო თუ რა ნახე სიზმარში.მაგრამ ვერ იხსენებ და მაინც ბედნიერი ხარ იმიტომ რომ კიდევ ერთხელ გადაურჩი კოშმრის ნახვას. ამბობენ ადამიანი რაზეც ფიქრობ ის გესიზმრებაო.. ნაწილობრივ ვეთანხმები.. ხანდახან ხდება სამწუხაროდ ასე.. და რა სასიამოვნოა.. ფიქრობ იმ „ერთზე“ და გესიზმრება.. გესიზმრება ერთი ტკბილი დღე მასთან ერთად..ჩახუტება.. და გგონია თითქოს შენთან არის და ეს ყველაფერი რეალურია.მაგრამ გამოიღვიძებ და გრჩება იმედგაცრუება.ხანდახან როგორ „ვბოლდებით“ამ სიზმრებით.. ისეც ხდება როდესაც ვიღაც სიზმარს გაწყვეტინებს და გამოღვიძებულს შენი ფანტაზიით აგრძელებ სიზმარს..სანამ არ მოგბეზრდება..მერე?! მერე დგები საწოლიდან..და ფიქრობ „ღამეც იგივეს გავაგრძელებ ძილის წინ“-ო მაგრამ,ღამე უკვე აღარ გაინტერესებს ის ძველი და იწყებ რაღაც ახლის შეთხზვას .. თან გეღიმება.. ეჰ,ჩემი ძილის დროა.. იმედი მაქვს დღესაც გამიმართლებს და კოშმარი არ დამესიზმრება.. მიყვარს ღამე .. მხოლოდ და მხოლოდ სიზმრების გამო. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.