შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

’’გაცრეცილი არსება’’


12-08-2016, 00:18
ავტორი gelashvili_21
ნანახია 1 297

ერთხელაც გაიღვიძებ და გაუცნობიერებლად დავიწყებას მიეცემი .. ისევე როგორც შენი წიგნის ძველი,გაყვითლებული ფურცლები... გვერდები რომლებიც არავის ჭირდება... ’’მთავარი გმირიც’’ კი სადღაც უკვალოდ ქრება ... ’’ცა ქუდად , დედამიწა კი ქალამნად’’აღარ მიაჩნია , შენ საწინააღმდეგო პოლუსი ხდები... ’’წვერიან კაცთან’’ მუდმივ ’’სიმბიოზურ’’ აღსარებას ჰგავს შენი ცხოვრება და მერე იაზრებ რომ სივრცეში ხარ გამოკიდებული და იმ ზაზუნასავით გინდა წინ წაიწიო , ჰორიზონტი გადალახო , ერთ ადგილზე რომ ტრიალებს მოძრავ დისკოში .. თუმცა მაინც აქვს იმედი,ილუზია რომ წინ მიიწევს... ოდესღაც მეც მქონდა იმედი, იმედი რომელიც შემოდგმომის ფოთლებივით გახუნდა..მოწყდა ტოტებს და მძიმე ფიფქებივით დაეშვა დაბლა ,სადღაც შორს ...უძირო ოიდიოზურ ორმოში , ოცნებების სასაფლაოზე.ყველა იმედი , ოცნება , ყველა ’’კოშკი’’ თავზე გენგრევა, ისევ იწყებ პირადი ’’აღსარების’’ წერას და ცდილობ საკუთარი თავის ’’საუკეთესო ვერსია’’ იპოვო... თუმცა ავტორს ხომ საკუთარი თავიც კი აღარ ეკუთვნის.. მან ის მთავარ გმირებს გადაუგდო საჯიჯგნად, გასაგუდად. ხელოვნებისთვის მოღვაწეს გინდა ყველა დემონი გამოუშვა გარეთ ... კალმით შეებრძოლო ყველა პრობლემას მაგრამ... დაუწერელი კანონია რომ მარტივად არაფერი არ ხდება ცხოვრებაში ... ალბათ დროა ადგე ,დატოვო აწ უკვე ’’ვადაგასული თავი’’ , გამოიჯახუნო კარი და ’’სხვა თავში’’ გადასახლდე... კალამი,ბლოკნოტი, წიგნები , ალბათ ეს 3 რაღაც შეგრჩება აღსასრულისკენ მიმავალს , სადაც დაგხვდება მთავარი წარწერა : ’’იმედები და ოცნებები დატოვეთ გარეთ’’.. კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ჯოჯოხეთში ..



№1  offline წევრი Lizit

<3 <3 <3

 


№2  offline წევრი D M

მომეწონაა... blush heart_eyes

 


№3  offline წევრი kakulia

საყვარლობააააააა kissing_heart

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent