ძალიან მალე...
თოვს...გარეთ მზეა,მაგრამ მაინც მცივა,ჩემს გულში თოვს.. არც დაჭრილი ვარ,მეტიც გაკაცრულიც კი არ ვარ,მაგრამ მტკივა..ვგრძნობ.რომ გული ურიტმოდ,გაავებით მიძგერს და გაჩერებას არც კი აპირებს... ვგრძნობ,რომ ლაბირინთში ვიკარგები,ვერ ვხედავ სინათლეს..რაც წინ მივდივარ,იმედი უფრო უფერულდება... თავი არარაობა მგონია..უაზრო არსება,რომლის ცხოვრებაც მხოლოდ ერთი სიტყვით,ამაოებით,ხასიათდება... ზოგჯერ ვერ ვხდები,რა დავაშავე,რატომ გამწირეს ასე..რატომ წავიდა ჩემგან ყველა ის,ვინც მიყვარდა... ვერ ვხვდები,რატომ არ ვარ მარტო და თან რატომ ვარ მარტო..გეოგრაფიული სიახლოვე და ემოციური სიშორე მკლავს... ჩემს გულში ისევ თოვს...ვერაფერს ვეღარ ვგრძნობ..ასეთი ინდირენტიზმი საიდან,აღარ ვიცი..გული არავისკენ მიმიწევს...მგონია,ღრმა ორმოში ვარ ჩავარდნილი და ამოსვლა აღარ შემიძლია.. ერთხელ ზურგი მაქციეს და ამის მერე იმედი დავკარგე..ხალისი ჩავიკალი,არც არავისკენ მიმიწევს გული..ვგრძნობ,რომ ამ სამყაროსთვის არ ვარ შექმნილი და ეს ადგილი,რომელსაც დედამიწა ჰქვია,ჩემი დროებითი ნავსაყუდელია,საიდანაც მალე უნდა წავიდე,ძალიან მალე... ხოდა ველოდები ამ ძალიან მალეს და ამ მოლოდინში გადის დრო... მოლოდინში წამებიც კი იწელება,თუმცა გადის დრო....რაღაცნაირად მიიწევს წინ... აღარ მეშინია,უბრალოდ მოლოდინი აღელვებას იწვევს ჩემში და ესა.... ვიცი,მალე გავა ეს ალიან მალე.. გავა,გავა,გავა..მოვისვენებ მეც და შენც.. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.