შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ბაბუაწვერები დარგე ჩემს საფლავზე


15-08-2016, 19:52
ავტორი Anna)))
ნანახია 2 069

ბაბუაწვერები დარგე ჩემს საფლავზე, როცა მოვკვდები.
ნუ მომიტან იებს,
ნურც იასამნებს
ან მცხუნვარე მზის გულზე დამწიფებულ მყავლისფერ ვარდებს,
თავს ნუ შეიწუხებ ძვირფასი თაიგულების ყიდვით.
ნურც ცრემლებით დახუნძლულ კონას
მოიტან ჩემს საფლავამდე.
უბრალოდ ბაბუაწვერები დარგე ჩემს საფლავზე.
ნუ დაღვრი ძვირფას ბურგუნდიულ ღვინოს,
მამაჩემის ღარიბულად მოწყობილი მარნიდან ამოტანილი შავი ღვინო მიწილადე.
ჩემს საფლავზე ნურასდროს იტირებ
იმ საზოგადოებასავით
ჩემი დაკრძალვის პირველ დღეს რომ ადენდა თვალებს
ფარსად და ფლიდად ცრემლებს,
მეორე დღეს კი ჩემი სახელიც კი აღარ ახსოვდა.
ბევრი იცინე,
იკისკისე,
იღრიალე იოგების ჩაწყვეტამდე,
ოღონდ ნუ იტირებ, გემუდარები.
ნუ იგლოვებ ორმოც გაწელილ დღეს და ნუ დაუწევ ყველაფერს ხმას, ნუ გამორთავ ტელევიზორებს, ნუ გამორთავ მუსიკას, ჩამოჯექი თუნდაც ერთი ბოთლი ღვინით ხელში და იღიღინე, ჩვენი საყვარელი სიმღერა , იღიღინე ის აკვიატებული სიმღერა, მზის ყოველი ჩასვლისას თვალებში ცრემლებჩაგუბებულები რომ ვუსმენდით. ნუ დაუწევ ხმას ფილმებს და ტიტრებად ნუ დაადებ შენს გულის ტკივილებს, ჩართე კომედიები და იცინე, იცინე ცრემლებამდე, მუცლის ატკიებამდე.
ნუ იჩურჩულებ ტირილისაგან ხმაჩახლეჩილი, ისაუბრე ხმამაღლა, გარკვევით, ამოაცარიელე შენი გული ათას სამასი უაზრო ტკივილისაგან და გამოცარიელებული ადგილები ბედნიერებით გაჟღენთილი ემოციებით შეავსე.
ნუ მიგლოვებ, ვერაფერს გავიგებ. ნუ მორთავ ჩემს საფლავს ჩუქურთმებითა და ძვირადღირებული მარმარილოთი, ნუ შეღებავ თუნდაც რკინის ღობეს შავ გლოვისფერად, შეღებე ფერადად, ცისარტყელის შვიდივე ფერად, მზეს ახედე და გაიღიმე.
ჩამოჯექი იქვე ახლომახლოს და წამიკითხე ლექსები, როგორც მიკითხავდი ხოლმე დღეში რამოდენიმეჯერ, მზეებჩამდგარი თვალებით. დახატე ბევრი, ფერადი ფანქრებით, ან საღებავებით, დახატე ჩიტები, თოლიები, მთები (ან ზღვა) , დახატე მომღიმარი სახეები, მზე (თუნდაც მზეები), ოღონდ ნუ დახატავ ნურაფერს რუხი ფერებით. ნუ გაათენებ ღამეებს ფიქრში და ნუ შეინისლავ ფილტვებს სიგარეტის ბოლით, იძინე დიდხანს, მშვიდად და უშფოთველად, არ დაგესიზმრები, არ შეგეკედლები, არ დაგაღონებ. ნუ დალევ ჩემს მოსაგონარს სუფრაზე , განსაკუთრებით კი დიდი ჭიქით, სისულელეა, ბანალური სისულელეა ეგ ყველაფერი.
ნუ შესთხოვ ქერუბიმებსა და სერაფიმებს ჩემი სულის დაცვას და პატრონობას, ნურავის შეაწუხებ. ნურც უფალს შესთხოვ რომ მაპატიოს იმდენი ცოდვა, თუ ენდომება თვითონ მაპატიებს, სთხოვე რომ იყო ბედნიერი და შენს მზისსხივისფერ თვალებს სიხარულის ცრემლები ავსებდნენ..
ბაბუაწვერები დარგე ჩემს საფლავზე, როცა მოვკვდები, თუნდაც ორიოდე ბაბუაწვერა, ოღონდ მათ შორის მანძილი იმაზე ნაკლები იყოს ვიდრე ჩვენს შორის იყო ყოველთვის.
მე შენ მიყვარხარ.
ა.ზეიკიძე
15.08.16



№1  offline მოდერი Eleniko13

ანა,
არ ვიცი რა გითხრა.
ეს პირველი შემთხვევაა,
როცა უამრავი მაქვს სათქმელი
და მაინც
ჩუმად ვარ, იმიტომ
რომ ვერაფერს ვერ
ვამბობ.
--------------------
ლილიტის ქალიშვილი.

 


№2  offline წევრი Anna)))

Eleniko13
ანა,
არ ვიცი რა გითხრა.
ეს პირველი შემთხვევაა,
როცა უამრავი მაქვს სათქმელი
და მაინც
ჩუმად ვარ, იმიტომ
რომ ვერაფერს ვერ
ვამბობ.

დიდი მადლობა, ძვირფასო kissing_heart kissing_heart
--------------------
ა.ზეიკიძე

 


№3  offline წევრი kakulia

საყვარლობააააააა kissing_heart

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent