შენ რომ იცოდე ! (ნიკა კვესელავა)
შენ რომ იცოდე, რას ამბობენ შენზე ღმერთები რატომ შეშურდათ იებს შენი მორცხვი სინაზე, თუ გამიმხელენ ეგ თვალები ოდესმე ცრემლებს აღარასოდეს აღარ დავწერ ალბათ წვიმაზე. შენ რომ იცოდე,რატომ სვამენ ლოთები ღვინოს რატომ კვდებიან პოეტები შებინდებისას, ნუ მებუტები ძალიან გთხოვ, ცხოვრებით დაღლილს საფლავზე მოდი ყვავილებით, შერიგებისას. შენ რომ იცოდე,როგორ მიყვარს შენი სიცოცხლე ამ წრფელი გრძნობით უდიერად ღამეს გავათევ, მოდილიანიც ვერ დაგხატავს ჩემებრ ლამაზად როგორ მიყვარხარ ამ ფურცელზეც ვეღარ დავატევ. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.